ნიცშე განათლებასა და კულტურაზე

0

უდიდესი გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე დაიბადა მეცხრამეტე საუკუნეში, იმ გარდამავალ ეტაპზე, როცა ევროპულ კულტურაში ნიჰილიზმი ბატონობდა. ნიცშეს ფილოსოფიის უმთარესი საკითხი კი სწორედ კულტურა და განათლებაა. ცნობილია, რომ ნიცშე აკრიტიკებდა თავისი თანამედროვე განთლების სისტემას. იგი თვლიდა, რომ განათლება მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანის ინდივიდად ჩამოყალიბებას. რა იგულისხმება ამაში ?

ნიცშე აკვირდებოდა და ხედავდა, რომ ხისტმა განათლების სისტემამ მიატოვა რა ჰუმანისტური თვალსაზრისი, დადგა მკაცრ მეცნიერულობაზე, რომელიც მიზნად მხოლოდ სპეციალიზაციას ისახავს – მაშასადამე იგი ფიქრობდა, რომ განათლება ვულგარული გახდა, იმდენად რამდენადაც გამოცხადდა ადამიანის სასარგებლოდ და გამოსადეგად გახდომა, რაც თავის მხრივ ეკონომიკურ საფუძვლებზე გადის. მაშასადმე ნიცშეს ხედვა განათლებაზე, მიზნად ისახავს ადამიანის პიროვნულ და სულიერ განვითარებას.

განათლება და კულტურა ერთმანეთზე გადაჯაჭვული სფეროებია; კულტურული პროექტი ვერ იარსებებს განათლების გარეშე და თავის მხრივ განათლებც შეუძლებელია კულტურის გარეშე. ნიცშეანური ხედვა კი ამას გაიაზრებს, როგორც პიროვნების მიერ საკუთარი თავის გამოწრთობას – „მე“-ს ფორმაციას.

ნიცშეს ეს ხედვა ფილოსოფოსის ხედვაა, რომელიც აზროვნებას და ცხოვრებას ერთ ჭრილში მოიაზრებს, რომელსაც ფილოსოფოსობის თავისებური ტიპი აქვს;

რომელიც ტკბობას ძიებაში პოულობს და არ აქვს შიში უცხო იდეების მიღებისთვის, რაც მისი აზრით უდიდესი გამბედაობაა. თავის მხრივ კი ჰეორიზმის უმაღლეს ფორმად ნიცშესთან ზეკაცის იდეის გამოხატულებაში გვევლინება, რომელიც უნდა გავიგოთ, როგორც უმაღლესი ადამიანი, რომელიც თავისი თავი მაქსიმალურად განავითარა. სწორედ ამ საფუძლვებზე დაყრდნობით ნიცშე სიცოცხლის ფილოსოფიის უდიდესი წარმომადგენელია. სტატიას დავასრულებ მისი გამონათქვამით:

„როგორ შეუძლია ადამიანს შეიმეცნოს საკუთარი თავი? ეს დაფარული და მისტერიული საქმეა; საკმაოდ საშიში და სარისკო წამოწყებაა საკუთარ თავში ჩაღრმავება; პირდაპირ და ღრმად შეხვიდე საკუთარ ყოფიერებაში. დაე ახალგაზრდა სულმა გამოიკვლიოს თავისი ცხოვრება ამ კითხვით: „რა გიყვარდა აქამდე ჭეშმარიტად? რამ აამაღლა შენი სული? რა დომინირებდა მასზე და რას მოჰყავდა იგი აღტაცებაში ერთსა და იმავე დროს?“ მოაგროვე ეს თაყვანსაცემი ობიექტები შენს წინაშე და ისინი გაგიმხელენ კანონს თავისი ბუნებითა და წესით, კანონს შენი უსაკუთრივი მე-სი. შეადარე ეს ობიექტები და დაინახავ თუ როგორ ავსებენ, ზრდიან და გარდამქნიან ერთმანეთს. როგორ ქმნიან ისინი კიბეს, რომელთა საფეხურებზეც შენ მიდიოდი შენს თავთან.“

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply