ნიკ ვუიჩიჩი – არც ხელები, არც ფეხები, არც რაიმე შეზღუდვა…

0

როდესაც ნიკის დედა დაორსულდა, ის 25 წლის იყო. პროფესიით მეანი, სამშობიარო სახლში ექთნად მუშაობდა, სადაც ასობით დედასა და ჩვილზე ზრუნავდა. დაორსულებისთანავე დაიწყო ზრუნვა თავის კვებაზეც – ფრთხილად ეკიდებოდა წამლებს, არ იღებდა ალკოჰოლს, ასპირინს და სხვა ტკივილდამაყუჩებელ საშუალებებს. საუკეთესო ექიმებსაც მიმართა, მათ კი დაარწმუნეს, რომ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობდა.
.
ორი ექოსკოპიური გამოკვლევის დროს, ექიმებს რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევიათ. თქვეს, რომ ბიჭი იქნებოდა, მაგრამ სიტყვაც არ დაუძრავთ, რომ ბავშვს კიდურები არ ექნებოდა. ნიკოლასი რომ გაჩნდა, დედას არ აჩვენეს – სამშობიარო პალატაში გამოიძახეს პედიატრი და ექიმებმა თათბირი დაიწყეს. ნიკის დედა ხედავდა, რომ უხასიათოდ იყვნენ და მოსთხოვა გაემხილათ, რა სჭირდა მის შვილს. ექიმებმა კი მხოლოდ სამედიცინო ტერმინი უთხრეს: ”ფოკომელია”. ფოკომელია კიდურების არქონას ნიშნავს.

17

პალატაში ყველა ტიროდა. როდესაც ნიკის დედას შესთავაზეს ბავშვი ხელში აეყვანა, უარი განაცხადა: ”წაიყვანეთ, არ მინდა მისი არც შეხება და არც დანახვა”! ნიკოლასის დაბადება მშობლებისთვის დიდი მწუხარება იყო… ”თუ ღმერთი – სიყვარულის ღმერთია, რატომ დაუშვა ასეთი რამ?”

Nick Vujicic

სანამ ნიკოლასი იზრდებოდა, მშობლებს არასდროს უგრძნობინებიათ, რომ ის არ არის ბავშვი, რომელზეც ოცნებობდნენ. მშობიარობის შემდეგ დედას ეშინოდა, რომ საერთოდ ვერ შეძლებდა შვილისთვის ეყურებინა. არც მამა იყო დარწმუნებული მის ბედნიერ და უღრუბლო მომავალში. თუმცა მათ შეძლეს თავიანთი მწუხარების დაძლევა და გადაწყვიტეს თავიანთი ფიზიკურად არასრულყოფილი ვაჟი მაქსიმალურად ”ნორმალურად” ექციათ. ღრმად მორწმუნე მშობლები თვლიდნენ, რომ ღმერთმა რაკი მათი შვილი ასეთად შექმნა, ამისთვის ალბათ შესაბამისი მიზეზები არსებობდა.

31 (1)

”ბავშვობაში დარწმუნებული ვიყავი, რომ მე შესანიშნავი ბავშვი ვარ – ისეთივე მომაჯადოებელი და საყვარელი, როგორც ყველა ბავშვი დედამიწაზე. მე არ მესმოდა, რომ განვსხვავდებოდი სხვებისგან და ეს ბედნიერი არცოდნა ჩემი ლოცვა-კურთხევა იყო”.
.
მშობლები დიდ დროს უთმობდნენ ნიკოლასს. ბავშვობაში ნიკმა აღმოაჩინა, რომ მხოლოდ მარცხენა ტერფის გამოყენება შეუძლია. ის მას ეყრდნობოდა, მისით ახერხებდა წამომართულიყო და არიგებდა მუჯლუგუნებს… ექიმები თვლიდნენ, რომ ამ ციცქნა კიდურის უფრო აქტიურად გამოყენება შეიძლებოდა – შესთავაზეს განეცალკევებინათ ამ კიდურზე ერთმანეთს შეზრდილი 2 თითი, რათა შეძლებოდა მათი გამოყენება – კალმისტარის დაკავება, გადაფურცვლა და სხვა.

41 (1)

მრავალგზის იმედგაცრუების შემდეგ, როცა 7 წლის ნიკს გაუჩნდა შეგრძნება, რომ ის ერთადერთი უცნაური ადამიანია სკოლაში, მან მოსინჯა სპეციალურად შექმნილი ელექტრონული ხელები – იმ იმედით, რომ ცოტათი მაინც დაემსგავსებოდა სხვა ბავშვებს. მოკლე საგამოცდო პერიოდის შემდეგ ნიკი მიხვდა, რომ ხელებითაც მაინც არ ჰგავდა თავის კლასელებს. ამასთან, პრაქტიკაში კონსტრუქცია ზედმეტად მძიმე გამოდგა, რათა ნიკს ის ემართა. თანაც ძლიერ უშლიდა ხელს გადაადგილებაში.

51 (1)

რაც უფრო იზრდებოდა, ნიკი სწავლობდა თავისი ნაკლოვანებებთან ბრძოლას და სულ უფრო მეტ რამეს აკეთებდა თავად. თანდათან მოერგო სიტუაციას და იპოვა საშუალებები, რათა გაეკეთებინა ის, რასაც სხვა ადამიანები მხოლოდ კიდურებით აკეთებენ. მაგალითად: კბილების გამოწმენდა, ვარცხნა, კომპიუტერზე ბეჭდვა, ცურვა, დაკავება სპორტით და მრავალი სხვა. დროთა განმავლობაში ისწავლა, როგორ ესარგებლა თავისი სიტუაციით, რომ შესანიშნავი შედეგებისთვის მიეღწია. მისი სიტყვებით, ცხოვრების მთელი პერიოდის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლაში გამარჯვება, ასევე ძალა და სწრაფვა სიცოცხლისკენ, უნდა მიეწეროს მის რწმენას, მის ოჯახს, მის მეგობრებს და მრავალ ადამიანს, რომელნიც მხარს უჭერდნენ მას ცხოვრებაში.

61 (1)

სკოლის შემდეგ ნიკმა განაგრძო სწავლა და ორი უმაღლესი განათლება მიიღო. ბუღალტრისა და მენეჯერის ფინანსური დაგეგმვის დარგში. 19 წლისამ დაიწყო თავისი ოცნების ასრულება – უნარი ჰქონოდა შეეგულიანებინა სხვა ადამიანები, მიეცა მათთვის იმედი საკუთარი მოტივირებული გამოსვლებით და საკუთარი ისტორიის მოყოლით. ”მე ჩემი არსებობის მიზანი ვიპოვე და ასევე ჩემი გარემოებების მიზეზიც. არსებობს მიზეზი, რის გამოც თქვენ იწვით!” – ნიკს გულწრფელად სჯერა, რომ არსებობს მიზეზი, რატომ უწევთ ადამიანებს ბრძოლა ცხოვრებაში და რომ ჩვენი დამოკიდებულება ამ ბრძოლისადმი სიძნეელების დაძლევის ერთადერთი და ყველაზე ეფექტური ფაქტორია.

71

2005 წელს ნიკმა მოიპოვა ნომინაცია ”წლის ახალგაზრდა ავსტრალიელი”. ეს ჯილდო, რომელიც ქვეყანაში ძალიან პრესტიჟულია, აღიარებს ახალგაზრდა ადამიანების უპირატესობას და მსახურებას ადგილორივი საზოგადოებისა და ერის სასიკეთოდ. ამ ტიტულით მხოლოდ სხვებისთვის აღმაფრენის მიმნიჭებელი ადამიანები ჯილდოვდებიან.
.
დღეს ამ ახალგაზრდა მამაკაცმა კიდურების გარეშე უფრო მეტს მიაღწია, ვიდრე მასზე ორჯერ უფროსი ადამიანების უმრავლესობამ. ნიკი ავსტრალიური ბრიზბონიდან საცხოვრებლად კალიფორნიაში გადავიდა, სადაც საქველმოქმედო ორგანიზაციის პრეზიდენტია. ამას გარდა აქვს მოტივაციურ გამოსვლების საკუთარი კომპანია Attitude Is Altitude (“დამოკიდებულება სიმაღლეა”.

141

კომპანიის კრედო ასეთია: იყავი დარწმუნებული და ცხოვრება დაგასაჩუქრებს). 19 წლის ასაკში თავისი პირველი მოტივაციური გამოსვლის შემდეგ, ნიკმა მოიარა მთელი მსოფლიო, თავისი ისტორია გააცნო მილიონობით მსმენელს. გამოდიოდა სხვადასხვა ადამიანთა ჯგუფებთან: ახალგაზრდობასთან, სტუდენტებთან, მასწავლებლებთან, ბიზნესმენებთან, სხვადასხვა მასშტაბის საეკლესიო შეკრებებთან. ამას გარდა, სხვადასხვა ტელეკომპანიებს მისცა ინტერვიუ და თავისი ისტორია მთელ მსოფლიოს გააცნო.

171

“იმ შიშების დიდი ნაწილი, რაც ჩემს მშობლებს აწვალებდა, არ ახდა. ჩემი გაზრდა არ ყოფილა ადვილი. მაგრამ ალბათ ისინი იტყვიან, რომ სიძნელეების გარდა ბევრი სიცილი და სიხარულიც იყო. როცა წარსულს ვიხსენებ, შემიძლია ვთქვა, რომ მე გასაკვირად ნორმალური ბავშვობა მქონდა, რომლის დროსაც ისევე ვაწვალებდი ჩემს უმცროს ძმასა და დას, როგორც ნებისმიერი უფროსი ძმა!”

81 (1)

ნიკი 2012 წელს დაქორწინდა კანაე მიაჰარზე, 2013 წლის 14 თებერვალს კი წყვილს ვაჟიშვილი შეეძინა.

101 (1)

91

112

გაზიარება:
Loading Facebook Comments ...

Leave A Reply