ნამცხვრების შეკვრა (დასაფიქრებელი ისტორია)

0

ერთი ქალი, რომელიც უცხო ქვეყანაში მიფრინავდა, აეროპორტში იდგა და თავის რეისს ელოდებოდა. რაკი რამოდენიმე საათი მოუწევდა ლოდინი ქალმა გადაწყვიტა გაზეთი ეყიდა და დროის გასაყვანად ტკბილეულით გაერთო თავი.

ქალმა ჟურნალი და პატარა ნამცხვრების შეკვრა იყიდა და თავის ადგილს დაუბრუნდა. დაჯდა სკამზე, ჟურნალი გადაშალა და კითხვა დაიწყო.

ცოტა ხანში მის გვერდით ერთი მამაკაცი დაჯდა, ჟურნალი გადაშალა და მანაც კითხვა დაიწყო.

რამოდენიმე გვერდის წაკითხვის შემდეგ ქალს თავისი ნამცხვრები გაახსენდა. ნაცხვრების შეკვრა მასსა და მის გვერდით მჯდომ მამაკაცს შორის იდო. ქალმა ვერ გაიხსენა, თუ როდის ამოიღო ის ხელჩანთიდან.”თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს”– გაიფიქრა მან და პაკეტი გახსნა და პირველი ნამცხვარი ამოიღო.

და მისდა გასაოცრად კაცმაც ამოიღო პაკეტიდან ერთი ნამცხვარი.

– არ მაქვს ამის ნერვები – გაიფიქრა ქალმა. ცუდ ხასიათზე, რომ ვიყო ვაჩვენებდი ამას სეირს.

და ამის შემდეგ, როცა ქალი შეკვრიდან ნამცხვარს ამოიღებდა, კაციც იგივეს აკეთებდა.

ქალი საშინლად ბრაზობდა, თუმცა ნამცხვრის გამო სცენების მოწყობა არ სურდა.

ბოლოს მათ თითო–თითო ცალიც ამოიღეს და შეკვრაში მხოლოდ ერთი ნამცხვარი დარჩა.

ნეტა ახლა რას იზამს ეს აუტანელი კაცი – გაიფიქრა ქალმა და დაელოდა რას გააკეთებდა კაცი.

კაცმა ბოლო ნამცხვარიც ამოიღო შეკვრიდან, შუაზე გატეხა და ნახევარი თავისთვის დაიტოვა და ნახევარი კი ქალს გაუწოდა.

– ეს უკვე მეტისმეტია – წამოიძახა ქალმა, ხელი უკრა კაცს გამოწოდებულ ნამცხვარზე და სასწრაფოდ დატოვა მოსაცდელი ოთახი.

ქალი უკვე თვითმფრინავში იჯდა და მიფრინავდა.ცოტა ხანი ფიქრობდა გადამხდარ ამბავზე, შემდეგ სიბრაზეც გადაუარა, გაიფიქრდა, რომ საინტერესო და სახალისო ამბავი იქნებოდა მეგობრებისათვის მოსაყოლად და გაეღიმა.

ნეტა როგორ გამოვიყურები – გაიფიქრა მან და ხელჩანთა გახსნა, რათა თავისი პატარა სარკე ამოეღო და ჩაეხედა.

და მას გაოცებისაგან ხმა ჩაუვარდა. ხელჩანთაში მისი ნამცხვრების შეკვრა იდო, გაუხსნელი და ხელშეუხებელი.

ქალს სირცხვილის გრძნობა დაეუფლა, რადგან გაანალიზა, რომ კაცმა მას თავისი წილი ნამცხვარი ისე გაუნაწილა, რომ მისგან განსხვავებით ოდნავაც კი არ გაბრაზებულა.

– მე კი ვფიქრობდი, რომ ის ჩემს ნამცხვარს ჭამდა, არადა თურმე მე ვჭამდი მისას. გასაოცარია, ნეტა შემეძლოს, რომ ავუხსნა და ბოდიში მოვუხადო – ფიქრობდა ქალი და მწარედ ეღიმებოდა.

არსებობს 3 რამ, რასაც უკან ვეღარ დააბრუნებ:

1.დრო, რომელიც გავიდა..

2.სიტყვა, რომელიც თქვი..

3.და შემთხვევა, რომელიც ხელიდან გაუშვი..

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Comments are closed.