Connect with us

სიყვარული და ურთიერთობები

ნამდვილი სიყვარული აბსოლუტურად ეგოისტურია – აინ რენდის წერილი მკითხველს

1948 წლის მაისში, ამერიკელმა მწერალმა და ფილოსოფოსმა აინ რენდმა თავისი ერთ-ერთი მკითხველისგან მიიღო წერილი, რომელშიც მკითხველი სთხოვდა მწერალს განემარტა წინადადება, რომელიც მან მწერლის ბესთსელერ ნოველაში „პირველწყარო“ ამოიკითხა:
“ვიდრე ვიტყოდეთ სიტყვებს “მე შენ მიყვარხარ, პირველ რიგში “მე”-ს თქმა უნდა ვისწავლოთ.”
აინ რენდმა მკითხველს მალევე მისწერა საპასუხო წერილი.
1948 წელი, 22 ივნისი
გამარჯობა ჯოანა,
თქვენ მთხოვეთ განმემარტა რა ვიგულისხმე როდესაც „პირველწყაროში“ ვახსენე წინადადება:
“ვიდრე ვიტყოდეთ სიტყვებს “მე შენ მიყვარხარ, პირველ რიგში “მე”-ს თქმა უნდა ვისწავლოთ.”
წინადადების მნიშვნელობა მთელს ნოველას მოიცავს და საკმაოდ კარგად არის ჩამოყალიბებული წიგნის მე-400 გვერდზე, საიდანაც ამოიკითხეთ კიდეც. სიტყვა „მე“-ს მნიშვნელობა გამომდინარეობს დამოუკიდებელი, ჩამოყალიბებული პიროვნების არსიდან, რომელიც სხვა ადამიანისთვის არ არსებობს.
პიროვნება რომელიც მხოლოდ საკუთარი სიყვარულის ობიექტისთვის ცხოვრობს ვერასოდეს იქნება დამოუკიდებელი, იქნება მხოლოდ პარაზიტი. პარაზიტის სიყვარულს კი ჩალის ფასი აქვს.
ჩვეული (ყველაზე მანკიერი) და სულელური მიდგომა სიყვარულის საკითხის შესახებ ამტკიცებს, რომ სიყვარული თავგანწირვას გულისხმობს. პიროვნების “მე” ადამიანის სულია და თუ ადამიანი საკუთარ სულ სწირავს, მაშ რა რჩება მასში სიყვარულის ღირსი? ნამდვილი სიყვარული აბსოლუტურად ეგოისტურია, ამ სიტყვის ყველაზე კეთილშობილი გაგებით – ეს პიროვნების საუკეთესო ღირებულებების გამოვლინებაა საყვარელი ადამიანის მიმართ. როდესაც ადამიანს უყვარს, იგი საკუთარ ბედნიერებას ეძებს და არა თავგანწირვას თუნდაც საკუთარი სიყვარულისთვის და თუ სიყვარულის ობიექტი მისგან ასეთ მსხვერპლს ითხოვს, ის აუცილებლად მონსტრი იქნება.
ნებისმიერი ადამიანი რომელსაც სურს მხოლოდ სხვებისთვის იცხოვროს – საკუთარი სიყვარულისთვის ან სულაც მთელი კაცობრიობისთვის, პიროვნება არ არის. დამოუკიდებელი მხოლოდ ის ადამიანია, რომელიც საკუთარი თავისთვის ცხოვრობს. ასეთ ადამიანს არასოდეს აწუხებს მანკიერი პრეტენზიები და არასოდეს მოითხოვს მათ ისეთი ადამიანისგან, რომელიც უყვარს. ეს ერთადერთი გზაა გიყვარდეს და ურთიერთობის ერთადერთი სწორი ფორმაა ორ ადამიანს შორის, რომლებიც საკუთარ თავს პატივს სცემენ.
აინ რენდი; თარგმანი: თემო ბერიშვილი
გაზიარება:
კითხვის გაგრძელება
რეკლამა
რედაქტორი გირჩევთ:

ჟურნალი "ოთხი მოტივის" პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

Loading Facebook Comments ...

3 Comments

  1. xatuuuu

    ივნისი 5, 2014 at 4:50 PM

    siyvaruli nishnavs imas rom sxva adamianis bednierebashi xedavde shens bednierebas da tavganwirvas,,,sxvanairad ar xdeba,,siyvaruli did msxverpls moitxovs,motminebas da tavdadebas sxvanairad mudmivi siyvaruli araris…

  2. სულხან მირცხულავა

    სექტემბერი 7, 2014 at 10:26 PM

    “სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს. არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს.”

  3. ნათია

    სექტემბერი 8, 2014 at 11:44 AM

    ვეთანხმები ავტორს: ნამდვილი სიყვარული აბსოლუტურად ეგოისტურია!

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: სიყვარული და ურთიერთობები

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ