ნამდვილი სიყვარულის ოთხი მოტივი

0

ძალიან ხშირად სიყვარულის ქვეშ გულისხმობენ არა ნამდვილ გრძნობას, არამედ სრულიად სხვა ემოციებს. მაგალითად, „არ შემიძლია მის გარეშე ცხოვრება“, „მასთან ერთად თავს კარგად ვგრძნობ“ ან „ის მე მიზიდავს“, – ამ ფრაზებს სრულიად არ არის კავშირში სიყვარულთან.

ყველაზე ხშირად ადამიანი სიყვარულის ქვეშ გულისხმობს სხვადასხვა სურვილებისა თუ მოთხოვნილებების ერთობლიობას, რომლებიც შეიძლება დაუკმაყოფილოს მეორე ადამიანმა.

ჩვენ ყველას გვინდა უსაფრთხოება, სინაზე და ყურადღება. ჩვენ ყველას გვაქვს აღიარებისა და სექსუალური ლტოლვის წყურვილი. ამ სურვილების დაკმაყოფილება შეუძლია სხვას, რომელიც პატივს გვცემს, დაგვაფასებს, აღფრთოვანდება ჩვენით, იქნება მზრუნველი. ყველაფერი ეს ადამიანს შეუძლია მიიღოს სიყვარულში, ამასთან ყველაფერი და ერთდროულად. ამიტომაც არის სიყვარული ასეთი სასურველი და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მას ასე ელტვიან, თუმცა ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ისეც შეიძლება, სხვა სიტუაციებში, სიყვარულის გარეშეც.

ბედნიერებისათვის აუცილებელია ორმხრივი მიღება ერთმანეთის –  ანუ თქვენ უნდა მიიღოთ პარტნიორი ისეთად, როგორიც არის და ეძებოთ კიდეც ისეთი, როგორიც მიგიღებთ ისეთს, როგორიც ხართ. არ შეიძლება აშენო ურთიერთობა, მითუმეტეს, ოჯახი, საკუთარ სარგებელზე. არ შეიძლება აირჩიო ადამიანი გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით, რაც წარმავალია და თავადაც გრძნობ, რომ დროებითია ეს ურთიერთობა განწირულია კრახისათვის.

აუცილებელია ურთიერთგაგება და გულახდილობა. პრობლემების სააშკარაოზე გამოტანა (მშვიდი და მეგობრული საუბრით) საუკეთესო წამალია ურთიერთობის უფრო გასაძლიერებლად. ნუ ეცდებით კონფლიქტების არიდების მიზნით მნიშვნელოვანი საკითხების განუხილველად დატოვებას და დაკონსერვებას, ამ მიდგომით ვერ ააგებთ ხანგრძლივ, საიმედო ურთიერთობებს.

ნუ აურევთ ერთმანეთში სიყვარულსა და ლტოლვას ან დამოკიდებულებას, გათავისუფლდით სტერეოტიპებისაგან!

ნუ ცდილობთ ვინმეს შეცვლას! უბრალოდ, აღიარეთ, რომ ის არ არის თქვენი ცხოვრების თანამგზავრი და გათავისუფლდით მისგან!

ქალი, რომელიც უყვარს მამაკაცს არის ნამდვილი, გულწრფელი, სიყალბისა და ხელოვნურობის გარეშე, ტყუილების გარეშე. მასში არაფერია ცუდი! რატომ უნდა ითამაშოს მან სხვისი როლი?

ის არ აჩვენებს თავს, რომ მოსწონს მატისი, მოხარშული ბრინჯი სტაფილოთი ან სხვა, მაშინაც კი, როცა ეს უყვარს მისი ოცნების მამაკაცს. ის არ ტყუის მისი ხასიათის შტრიხების, მისწრაფებებისა თუ მიზნების შესახებ. ხოლო თუ მას, როგორც ვიქტორიას, უვარს გემრიელი საკვები, სექსი, ამერიკული კინოკომედია, ვოლტერი, ჰიუგო, დაძველებული კონიაკი და თევზაობა, ის გამოიყურება კიდეც, როგორც ქალი, რომელსაც ეს ყველაფერი უყვარს და იქცევა კიდეც შესაბამისად.

მას არ სჭირდება გადაკეთება და იზიდავს მისნაირსვე, რადგან ის მამაკაცმა შეამჩნია, ესეიგი არის მასში რაღაც განსაკუთრებული. ასეთი ტიპის წყვილი მყარია პატარა „დეფექტების“ მიუხედავად., რადგან სანამ სხვა ასეთს ნახავ ან ჭკუიდან გადახვალ და/ან დაბერდები.

რატომაა მამაკაცისათვის ეს კარგი?

ასეთ „ნამდვილ“ ქალთან მამაკაცი თავს თავისუფლად გრძნობს არა იმიტომ, რომ ის „დამყოლია“, არამედ იმიტომ, რომ ის სრულყოფილია ამ დროს, ყველანაირი დაძაბვისა და გადაკეთების საჭიროების გარეშე. მასთან შეუძლია იყოს ის, რაც არის მლიქვნელობის გარეშე.

ნამდვილი სიყვარულის 4 მოტივი 

ნამდვილი სიყვარული არსებობს! ამას აქვს მეცნიერული დასაბუთებაც. ნიუ იორკის უნივერსიტეტ სტოუნ ბუკის თანამშრომლებმა ჩაატარეს კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ ნამდვილი სიყვარულისათვის ხანგრძლივობა არ არსებობს. ექსპერიმენტში მონაწილეობდა ყველანაირი სტაჟის მქონე წყვილი, რომელთა შედეგების ანალიზისას დადგინდა რამდენიმე პირობა, რაც არის ნამდვილი სიყვარულის დასაწყისი, რომელიც იქნება დიდი და მყარი.

1. გახსნილი ურთიერთობა. ამ შემთხვევაში არ იგულისხმება გადამეტებული გულახდილობა. რასაკვირველია, არ უნდა გაუმხილო ყველაფერი პირველსავე შემხვედრს, მაგრამ თქვენი გულწრფელობა და სიმსუბუქე აუცილებლად პოვებს სათანადო უკუკავშირს. ამაში მდგომარეობს ადამიანური ბუნების არსი. ზოგჯერ ახლო მეგობრებთან და ნაცნობებთან გიჭირთ ხოლმე გახსნა, მაგრამ თუ შეძელით შედარებით უცხო ადამიანთან გაიხსნათ ძალიან მალე, ეს ძალიან კარგი ნიშანია.

2. სიახლოვე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის ნებისმიერ ფლირტზე უკეთესია და ნამდვილია. ადამიანი ხშირად ქვეცნობიერად გრძნობს, ვინ არის მისთვის სულიერად ახლო და ვინ არა.

3. საპასუხო გრძნობა. თქვენ ეძებთ საპასუხო გრძნობას ადამიანში, რომელთანაც გრძნობთ სულიერ კავშირს და ეს ურთიერთობა ძალიან კომფორტულად გადადის ორმხრივად მოპასუხე გრძნობაში.

4. საერთო ინტერესები. ჩვენ ინსტინქტურად ვეძებთ პიროვნებას, რომელთანაც გვაქვს საერთო მიზნები და ოცნებები, შეხედულებები, მერე რა თუკი აქამდე არ გვიპოვია? ყოველი იმედგაცრუება და ტკივილი არის გამოცდილება, რამაც უნდა გაგვაძლიეროს და უკეთესი გაგვხადოს, რათა ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს უკეთესი პიროვნება. როდესაც ჩვენ გვყავს გვერდით ადამიანი, რომელსაც ბუნებრივად აქვს ჩვენნაირი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, ოცნებობს იმავეზე, რაზეც ჩვენ, უნდა იგივე, რისკენაც მივისწრაფვით ჩვენ და არ საჭიროებს შეცვლას ან „გამოსწორებას“, იმისათვის, რომ „დაგვემსგავსოს“, ძლიერი და მყარი ურთიერთობის ერთერთი საფუძველია.

დაუკვირდით და დაინახავთ, რომ ზემოთჩამოთვლილი ურთიერთობის სიმყარის განმსაზღვრელები პირველ რიგში მყარი მეგობრობის საფუძველია და სიყვარული ხომ ცეცხლშენთებული მეგობრობაა.

ვფიქრობ, ღირს პასუხის გაცემა ჩვენი ცხოვრებისათვის მნიშვნელოვან კითხვებზე – ვინ ავირჩიოთ ჩვენი ცხოვრების თანამგზავრად? ვინ მყავს გვერდით? ბედნიერი ვიქნები მე მის გვერდით ან ის ჩემს გვერდით? როგორები ვიქნებით ერთად 5/10/15/20 (ან მეტი) წლის შემდეგ? მის გვერდით უკეთესი ვხდები?

არ ღირს საკუთარი ძვირფასი დროის კარგვა დროებით, მომაკვდავ ურთიერთობებში, ვფიქრობ, ცხოვრება საკმარისად პატარაა საიმისოდ, რომ ის ვფლანგოთ უმომავლო ურთიერთობებში, იმ ადამიანებთან, რომლებზეც შინაგანად ისედაც ვგრძნობთ, რომ “ის ის არ არის”.

რატომ გვიჭირს ადამიანებს სიმშვიდისა და ბედნიერების პოვნა?

ალბათ იმიტომ, რომ იქ არ ვეძებთ, სადაც შეიძლება ვიპოვოთ… გარეთ კი არა, ჩვენში, ჩვენს სულში, გულში უნდა ვეძებოთ, სადაც, ხშირად, არც კი ვიხედებით.. კარგად დააკვირდით, ბედნიერება თქვენს ცხვირწინაა…

ავტორი: თაკო მეფარიშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Publisher, Copywriter, Blogger and more.

Comments are closed.