მხოლოდ შენია!…

0
www.4motivi.com კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს ერთგულ მკითხველს.დღეიდან საიტს კატეგორია “ლექსები” დაემატება. ინიციატივის მიზანს ნიჭიერი  ახალგაზრდა პოეტების გამოვლენა და წახასილება წარმოადგენს. 
მსურველებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენს მიერ დაწერილი ლექსები იმეილ მისამართზე essay@4motivi.com ; რედაქცია განიხილავს თქვენს ნაშრომს და მოწონების შემთხვევაში გამოაქვეყნებს.
გისურვებთ წარმატებებს !!!



ავტორი: ნინი კუჭუხიძე
***
ეს თეთრი მთები,
და ბადრი მთვარე,
შენ გისახსოვრე,
ახლა შენია!
ეს ცისარტყელა
ფერებით სავსე,
მე რომ დავხატე,
ესეც შენია!
ეს ცისფერი ცა
ზღვა ვარსკვლავებით,
მე რომ გაჩუქე,
ესეც შენია!
ნაზი წვიმა რომ
გისველებს თვალებს,
ჩემი იყო და ახლა შენია!
ის წითელი მზეც
რომ გათბობს ჩუმად,
ციდან მოვწყვიტე,
ახლა შენია,
და ეს სამყარო
მინდა დაგითმო,
მინდა გითხრა რომ
მხოლოდ შენია!…
ავტორი: ნინი კუჭუხიძე
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply