მუსიკის გავლენა ადამიანზე

0

“შინაგანი სამყაროს გადმოცემა ბგერებით, ყოველგვარ სხვა საშუალებათა დახმარების გარეშე, მუსიკის უდიდესი და უძვირფასესი თვისებაა” – გოეთე.

“ყოველდღე უნდა მოისმინო თუნდაც ერთი სიმღერა, შეხედო კარგ სურათს, წაიკითხო ერთი ბრძნული აზრი მაინც” – გოეთე.

“მუსიკის გარეშე ცხოვრება, უბრალოდ შეცდომა იქნებოდა” – ნიცშე

რა იქნებოდა ცხოვრება მუსიკის გარეშე? არანაირი იავნანა, რომანტიული სერენადები, სასიამოვნო სიმფონიები და ტკბილი ჰანგები… ვფიქრობ, ყველანი შევთანხმდებით,რომ მუსიკის გარეშე ცხოვრება ძალზედ მოსაწყენი და უღიმღამო იქნებოდა.
მუსიკა მართლაც საოცრად მოქმედებს ჩვენს ემოციებზე. იგი გვამშვიდებს, აღფრთოვანებაში მოვყავართ, განწყობას გვიმაღლებს, შთაგონების წყაროდ გვექცევა და შესაძლოა თვალზე ცრემლიც კი მოგვგვაროს .მას სამკურნალო მიზნებისთვისაც კი იყენებენ სულიერად დაავადებულთათვის: „ჰარმონიულ მუსიკას აქვს ძალა და თვისება, თავისი ფრთებით ზე აიტაცოს და ზეცას აზიაროს დამძიმებული სული“ – გიოარსი. მართლაც, მუსიკას დიდი ძალა გააჩნია. მისით ტკობა ყველას შეუძლია და ყველა უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეს დიდი ძღვენია, ღვთისგან თითოეული ჩვენთაგანისთვის.

მუსიკას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს. საუკუნეებით ადრე აფრიკის ტომები უკრავდნენ ტამტამებზე, საყვირებზე, ზანზალაკებზე… ჩინელები კი – ტუჩის ჰარმონიკასა და ფლეიტაზე. ეგვიპტელები, ინდოელები და შუამდინარეთსი მცხოვრებნი ქნარზე უკრავდნენ.
ძველ დროში მუსიკით რომ დამტკბარიყავი, ან თავად უნდა შეგძლებოდა რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა, ან უშუალოდ მისთვის მოგესმინა, ვინც უკრავდა. დღეს კი მუსიკის მოსმენა ძალიან გამარტივდა, ღილაკზე ერთი დიდის დაჭერით ან მაუსზე ერთი დაწკაპუნებით შეგვიძლია.
მუსიკალური პროდუქცია სარფიანი შემოსავლის წყარო გახდა. მუსიკის და ტექსტის ავტორების მიზანია ისეთი პროდუქციის შექმნა, რომელიც იმოქმედებს ადამიანის ემოციებზე– დააფიქრებს მომავალზე, თავის ოცნებებსა და გრძნობებზე. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ თემა, რომელზეც ყველაზე ხშირად იწერება სიმღერები – სიყვარულია ♥ ♥ ♥
თეკლა მაჭარაშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply