მსუქანი ლუი

0

2015 წელი (შესავალი)

გამარჯობა მე მსუქანი ლუის საფოსტო ყუთი ვარ, გარედან ვარდისფრად შემღება ლუიმ ასე, რომ ჩემი თითოეული წერილი ვარდისფერია. მათ არ იციან რა არის ცუდი, მათ იციან მხოლოდ ბედნიერება. ორშაბათის წერილს ბედნიერება დავარქვი, სამშაბათისას სიყვარული, ოთხშაბათისას სიხარული და ასე გრძელდება მანამ, სანამ თავის ადრესატს არ გაახარებენ, თუმცა ამის ნახვის საშუალება მე არ მეძლევა. ნეტავ ჩემ ყუთს ბორბლები ქონდეს მაშინ ერთ წამსაც არ გავჩერდებოდი „დაიჭირე წამი“ ისარგებლე თითოეული წამით და ერთწუთიანი ღიმილით მიიღე საოცარი ბედნიერება…

2015 წელი (3 მარტი)

მიშკა მორჩი ოცნებებს, თვალები გაახილე და სახლისკენ გაიხედე ლუის სახე, რა დაემართა ლუის სახეს ? … სულ ეს იყო… მსუქანი ლუი აღარ არის… მისი ვარდისფერი სათვალე გაქრა…მისი სიცოცხლე მინუს უსასრულობისკენ…რატომ მოხდა ეს ??…

ლუის ცხოვრებაში რა მოხდა თითქოს შენობა დაინგრა და ნანგრევების ქვეშ მოყვა, საიდანაც ვერ გამოდის მის მერე რაც ეს წერილი მიიღო:

გამარჯობა ლუი! გახსოვს? ამ დღეს ყოველთვის საოცრად ვხვდებოდით დილას შენი მორთმეული ყვავილებით ვიწყებდით და შემდეგ სასეირნოდ გავდიოდით, ერთად საოცარ დროს ვატარებდით, მაგრამ რაც წახვედი თითქმის სულ დაიკარგა დედაშვილური სიყვარული. სივრცე ჩვენს შორის არ შეცვლის ჩემს შენდამი გრძნობას ჩემო პატარავ. იქნებ ეს დედისგან ბოლო წერილია , რომელსაც უპასუხოდ არ დატოვებ.

და მაინც , მყარად ვდგავარ და სიკვდილს უშიშრად ჩავყურებ თვალებში, რადგან იქ ვხედავ მამაშენს, რომელიც დიდი მოწიწებით მელოდება მეცხრე ცაზე, აქ კი შენ გტოვებ, ძალიან ბედნიერს, ჩემო ლაჯვარდისფერთვალება. შენ ხომ ჩემი სიყვარულის ბაღში ამოზრდილი, პირველი ყვავილი ხარ, რომელსაც მუდამ მორწყვა და პატრონობა სჭირდება. ჩემო ფერია!

მას შემდეგ რაც ჩევნი სახლი სავაადმყოფოს მუქი და ცივი კედლები გახდა, აღარც წვიმს და ვერც მზეს ვუყურებ გათენებულზე. ეს დღეები რეამინაციის განყოფილებაში ვიყავი უგონოდ და შენ მესიზმრებოდი როგორ მიღებდი სურათებს, როცა ყვავილებს ვკრეფდი, დრო გადიოდა და ღმერთისგან დამშვიდებული სასწაულის იმედად, რომელიც რატომღაც ძალიან იგვიანებდა…

მაგრამ მამაშენმა მომცა ერთი შანსი რომ შენთვის მომეწერა ეს წერილი და დაგმშვიდობებოდი უკანასკნელად. ძალიან შორს, ჩემს ფიქრებთან ძალიან ახლოს, სულ ოდნავ მაგრამ მაინც ჩამესმის შენი სიკეთით და სიყვარულით სავსე გულის უმწეო ფეთქვა…ლუი მინდა რომ არასდროს არ მოიწყინო იმის გამო, რომ შენ ობოლი ხარ , მე გავფრინდი და ამ გამფრენას შენ გიძღვნი, „არაუშავს ყველა კვდება არც ერთი ვარ და არც ბოლო, ნუ ღელავ არ დავეცემი ეგ ღიმილი მაძლიერებს, მიწაზე თუ ვეღარ გნახე ციდან დაგათვალიერებ“.ყოველთვის უშიშრად და თავაწეულმა იარე და არასდროს თქვა, რომ მარტო ხარ, შენ გყავს მშობლები რომლებსაც მთელი სამყაროს სუნთქვას უდრის, შეიძლება შენ ვერ გვხედავ, მაგრამ ჩვენ მუდამ შენთან ვართ და შენი მფარველი ანგელოზები ვართ.

„ვიცი შენ გესმის, მხედავ,გრძნობ!

იცი? მე მხოლოდ ვგრძნობ!“

სიყვარულით ლუის!

კითხულობს ლუი ოთხშაბათის სიხარულს და ცვივა ლამაზი ცრემლები, რომელიც ცივად მასველებს…

ავტორი: სალომე ამყოლაძე

გაზიარება:

სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ-პორტალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply