მოხუცი, რომელმაც ბედნიერება არჩია

0

მოხუცი საშუალო სიმაღლის, ჭაღარა კაცი იყო, რომელსაც თმა ყოველთვის მარჯვნივ ჰქონდა გადავარცხნილი. კარგად ეცვა. მისი ფეხსაცმელები მუდმივად ბრწყინავდა. შუბლზე ნაოჭები მის სიბრძნეზე მეტყველებდა, ხოლო სახეზე მუდმივად კეთილი ღიმილი დასთამაშებდა. დახვეწილი და დინჯი სიარულის მანერა ჰქონდა. გრძელი, ყავისფერი პალტო ეცვა და შავი სათვალე ეკეთა. ერთი შეხედვით მდიდარი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა.

ყოველ დილით, 9 საათზე თავისი სახლიდან გამოდიოდა და კორპუსის კუთხეში, ყავის უახლოეს მაღაზიაში შედიოდა. მაღაზიაში ყველა ესალმებოდა, თითქოს მის პოზიტიურ ენერგიას გრძნობდნენ. წუთით შეჩერდებოდა, სათვალეს მოიხსნიდა და მისალმების ნიშნად ყველას თავს დაუკრავდა. გაუღიმებდა და შეკვეთის მისაცემად მიიწევდა დახლისკენ. ყოველ დილით ერთსა და იმავე მენიუს უკვეთდა – ინგლისური საუზმეს შავი ყავით.

იქ მომუშავეთათვის მოხუცის მომსახურება ერთგვარ პრივილეგიას წარმოადგენდა. საუზმეს მიირთმევდა, ყავას დალევდა, 2 დოლარს დატოვებდა და გადიოდა.

ერთ დღესაც მოხუცი ჩვეულებისამებრ ეწვია ყავის მაღაზიას და საუზმე შეუკვეთა. მიზეზთა გამო საუზმემ 20 წუთით დააგვიანა. მოხუცმა თანამშრომელს მორიდებით მიმართა:

– უკაცრავად ახალგაზრდავ, ვხედავ, რომ დაკავებული ხართ. არ მინდა ხელი შეგიშალოთ, მაგრამ მაინტერესებს სად არის 20 წუთის წინ შეკვეთილი ჩემი საუზმე?

– არ შეგიძლიათ ერთი წუთით მოითმინოთ? – უპასუხა ბიჭმა და ყავა მიუტანა.

– ვხედავ ცუდ ხასიათზე ხართ. რამე პრობლემა გაქვთ? – ჰკითხა მოხუცმა.

– ეს თქვენი საქმე არ არის! – უპასუხა ახალგაზრდამ.

– იცით, თქვენს ნეგატიურ ენერგიას გარშემომყოფებსაც გვიზიარებთ.

– ეს საერთოდაც არ მადარდებს, თქვენ ვერასოდეს გაიგებთ ღარიბების პრობლემებს.

-მითხარი!

-რაში გაინტერესებთ?! გამძარცვეს. მომპარეს სტიპენდია და დანაზოგი. ახლა ბინის ქირაც კი აღარ მაქვს. მაპატიეთ ჩემი უხასიათობით რომ შეგაწუხეთ! – დაიყვირა თვალცრემლიანმა ბიჭმა.

-კარგი მეგობარო, უბრალოდ თქვენი უხასიათობის მიზეზი მაინტერსებდა.

-ხომ გითხარით! არ გესმით? – გაბრაზებულმა მოხუცს გახედა და დაუყვირა.

მოხუცს სახეზე ჩვეულებრისამებრ კეთილი ღიმილი აღბეჭდოდა. ადგა და  ბიჭს გაყოლა სთხოვა.

ბიჭმა თავდაჯერებულ მოხუცს სკეპტიციზმით შეხედა და ჰკითხა:
-როგორ შეძლებთ ჩემს დახმარებას?

უბრალოდ ჩემთან ერთად გამოისეირნეთ! – უთხრა მოხუცმა და პარალელურად ყავის მაღაზიის კარი გამოაღო.

რამდენი წლის ხარ მეგობარო? – ჰკითხა მოხუცმა.

20 -ის. უპასუხა ბიჭმა.

შეყვარებული გყავს?

დიახ.

გიყვარს?

ბიჭმა მოხუცს გაკვირვებული სახით შეხედა და უპასუხა:

რა თქმა უნდა.

როგორ არის შენი ოჯახი?

მშვენივრად. რატომ მისვამ ასეთ შეკითხვებს? – დაინტერესდა ბიჭი.

უბრალოდ მინდა ვისაუბროთ, ვცდილობ უკეთ გაგიცნო.

როგორ შეძლებთ ჩემს დახმარებას?

წამომყევი, ფულს გასესხებ.

მოხუცი კუთხესთან მდგარ მოხუც ქალბატონს მიესალმა. შენობაში შევიდნენ. კაცი ფულით სავსე ყუთთან შეჩრდა.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს სამფლობელოში!

ბიჭის გამომეტყველებაში სკეპტიციზმი იგრძნობოდა.

ეს რა არის?

ჩემი სახლი. – უპასუხა მოხუცმა.

არა! ეს შეუძლებელია, რატომ მატყუებ?

რატომ არ გჯერა?

არ ვიცი… ძალიან სუფთად, მდიდრულად და ბედნიერად გამოიყურებით. შეუძლებელია თქვენნაირი კაცი უსახლკარო იყოს.

როგორც გითხარით, მე უსახლკარო არ ვარ, ეს ჩემი სახლია. სუფთად გამოვიყურები, იმიტომ , რომ ოჯახი, რომელიც ამ შენობაში ცხოვრობს, ჩემს სამოსს რეგულარულად რეცხავს. თვითონ შემომთავაზეს. ბედნიერი იმიტომ ვარ, რომ თავად ვარჩიე. მომწონს სუფთად რომ გამოვიყურები, ეს სტილიც მომწონს, ინგლისელ კაცს ვგვარ, ხომ ასეა? რაც შეეხება ჰიგიენას, შხაპს სპორტდარბაზში ვიღებ. ეს პალტო, ჯინსები და მაისური მამაჩემს, ხოლო სათვალე ჩემს შვილს ეკუთვნოდა.

თქვენი ოჯახი? სად არიან? – დაინტერესდა ბიჭი.

მოხუცმა ღრმად ჩაისუნთქა, კიბეზე ჩამოჯდა და თხრობ დაიწყო:

ჩემი მშობლები დიდი ხანია გარდაიცვალნენ. მამაჩემი საუკეთესო კაცი იყო, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. ის ინგლისელი ბუღალტერი იყო. დედა კი ყველაზე ძლიერი ქალი, ბარში ოფიციანტად მუშაობდა. მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ბედნიერი ვიყავი, რომ ისინი ჩემი მშობლები იყვნენ. მეც ასეთი ოჯახის შექმნა მინდოდა. თუმცა, ვფიქრობდი, რომ ამისთვის ფული დამჭირდებოდა. მქონდა სამსახური, ვმუშაობდი რაც შეიძლება ბევრს. ისე გავიზარდე, როგორც მსურდა. ყოველთვის გმირად აღვიქვამდი მამაჩემს. ყოველთვის ახერხებდა ჩემთან ერთად თამაშს. შუქს ჩააქრობდა და უცხოპლანეტელების წინააღმდეგ ხმლით ვიბრძოდი. დაუმარცხებელი ვიყავი. რაც არ უნდა მეთქვა ყველაფერს მისრულებდა. არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. ვინ არ ცნებებდა ჩემნაირ მამაზე?! მეც მსურდა ჩემი შვილებიც ისეთივე ბედნიერი ყოფილიყვნენ, როგორიც მე ვიყავი. თუმცა ისინი არასდროს აღმიქვამდნენ ისე, როგორვ მე მამაჩემს. ეს გვიან გავაცნობიერე. ჩემს მეუღლეს ვიღაც შეუყვარდა და მიმატოვა. მე სხვანაირი ვიყავი, ახლა შევიცვალე. სიძულვილით, გაბრაზებით სავსე. სამყარო მძულდა, თავს დაუფასებლად ვგრძნობდი. ვფიქრობდი, რომ ყველას ჩემთვის ზიანის მოყენება სურდა. მდიდარი და ძალაუფლებიანი უნდა ვყოფილიყავი, ვინმეს რომ დავეფასებინე. მამაჩემის დღიურის პოვნის დღიდან სრულიად შევიცვალე. ჩემი ცხოვრება თავდაყირა დატრიალდა.

რა ეწერა დღიურში? ჰკითხა ბიჭმა და თანაც თვალებში შესცქეროდა.

ჩემს ოჯახს არასდროს ჰქონია საკმარისი ფული. შუქი იმიტომ კი არ ქრებოდა თამაშის დროს, რომ მე ასე მომწონდა, არა, გადასახადებისთვის ფული არ გვქონდა. ხმლებსაც თავად მამა მიკეთებდა და საკუთარი საწოლიდან და კარადიდან მოხსნილი ფიცრებით ხის სახლს მიშენებდა.

თქვენ ღარიბი იყავით და ამის შესახებ არც კი იცოდით?

დიახ, ამას ვერ ვხვდებოდი. მამაჩემი ყოველთვის იღიმოდა. დედაჩემი ყოველთვის კეთილი და მოსიყვარულე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მშიერი იძინებდა. შესაძლოა ბევრი ფული არ გვქონდა, ჯანდაბა, არ გვქონდა იმისთვის, რომ შუქის გადასახადი გადაგვეხადა, მაგრამ მამაჩემი, დედაჩემი, ჩვენ ყოველთვის ბედნიერი მივდიოდით დასაძინებლად. რატომ? იმიტომ რომ მათ ეს აირჩიეს. ეს მათი არჩევანი იყო. მივხვდი, რომ საკუთარ თავში უნდა ეძიო ბედნიერება. გარშემო ვერაფერი გაგაბედნიერებს. ბედნიერება პროდუქტი არ არის, ეს არჩევანია. მისი კონტროლი შეგვიძლია. იმ დღიდან გადავწყვიტე გავმხვდარიყავი თუნდაც მეოთხედი იმ კაცის, როგორიც მამაჩემი იყო, რადგანაც ფულით იმ სიმდიდრეს ვერ იყიდი, რაც მამაჩემს ჰქონდა. გავყიდე ბინა და ქველმოქმედება გავწიე. ჩემი სახლის სარდაფში ჩავედი და სახლად ვაქციე.

როგორ შეძლებთ ჩემ დახმარებას, თუკი ფული თქვენთვისაც არ გაქვთ? – იკითხა გაკვირვებულმა ბიჭმა.

მე 29 დოლარი მაქვს და მოგცემ. ვიცი, ეს სრულიად ვერ დაფარავს ქირას და დანარჩენ გადასახადებს, მაგრამ შეძლებისდაგვარად დაგეხმარები. უთხრა და 29 დოლარი მისცა.

თვალცრემლიანმა ბიჭმა მოხუცს შეხედა. კაცმა ხელი გადახვია და უთხრა:

ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ვინ იცის, იქნებ ძალიან კარგიც არის რომ გაგძარცვეს.

ახალგაზრდა მოხუცს ფულს არ ართმევდა. კაცმა დაიჟინა. ბიჭმა გამოართვა ფული და შეყვარებულის სახლისკენ წავიდა. ფულის შენახვის მაგივრად ულამაზესი წითელი ვარდები იყიდა და შეყვარებული გააოცა. მათი სიყვარული დიდხანს გაგრძელდა და სულ მალე ისინი ბავშვს ელოდებოდნენ.

ბიჭმა ახალი საქმის ძებნა დაიწყო. მეორე ცდაზე საუკეთესო სამსახურს მიაგნო.

ამ საუბრიდან ერთი წლის შემდეგ, ბიჭი უკვე საკუთარი სახლის მფლობელი და ლამაზი ბიჭუნას მამა იყო.

როდესაც მოხუცთან მადლიერების გრძნობით დაბრუნა, მისი პოვნა ვეღარ შეძლო.

მხოლოდ დოლარებით სავსე ყუთი იპოვა, რომლის მოპარვაც კი არავის ეცადა. ყუთზე წარწერა იყო:

,,უბრალო ღიმილსაც შეუძლია სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა. აირჩიეთ ბედნიერება იმომ რომ … თქვენ ეს შეგიძლიათ.’’

მოამზადა – სალომე ლეკიშვილი

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply