მოხუცი და სიკვდილი

0

ერთხელ მოხუცი გლეხი ტყეში შეშას აგროვებდა. საბოლოოდ, მთელი დღის ნამუშევარი მოხუცი ძლიერ დაიღალა, სასოწარკვეთილმა შეშის კონა ძირს დააგდო და ტირილით შესძახა:
“აღარ მინდა სიცოცხლე, ნეტავ სიკვდილი მოვიდოდეს ახლა და წამიყვანდესო!”
საუბარი არც კი დაემთავრებინა, რომ მოხუცს, შემზარავი ჩონჩხის სახით, სიკვდილი გამოეცხადა.
“რა გინდოდა მოკვდავო? გავიგონე რომ მეძახდიო” – ჰკითხა მან მოხუცს.
მოხუცი შეცბა და სიკვდილს მიუგო:
“ბატონო ჩემო, შეშის კონა ჩამომივარდა მხრიდან და იქნებ დამეხმაროთ, რომ ისევ ზურგზე მოვიგდოო.”
იგავის მორალი მარტივია:
ჩვენ ხშირად ვნატრობთ სიკვდილს, მაგრამ სინამდვილეში სიცოცხლე მას ათასჯერ გვირჩვენია. ალბათ მუდამ სინანულის გრძნობა დაგვტანჯავდა, ყველა ჩვენი სურვილი რომ სრულდებოდეს…
ავტორი: ეზოპე; თარგმანი: 4motivi.com

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply