მოწიფულობა და მთავარი პრობლემა სასიყვარულო ურთიერთობებში

0

მოწიფულ ადამიანს საკმარისი სისრულე აქვს საიმისოდ, რომ იყოს მარტო. როცა ზრდასრული ადამიანი სიყვარულს გასცემს, უბრალოდ, გრძნობს მადლიერებას. იგი არ ელოდება თქვენგან მადლობას იმის გამო, რომ მას თქვენი მადლიერება არ სჭირდება. ის მადლიერია იმიტომ, რომ მიიღეთ მისი სიყვარული.

როცა ორ მოწიფულ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ხდება ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი პარადოქსი, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გამოვლინება: ისინი არიან ერთად, მაგრამ იმავე დროს ძლიერ მარტო. ისინი იმდენად ერთად არიან, რომ თითქმის ერთ მთლიანობას წარმოადგენენ, მაგრამ მათი ერთობით არ ქრება ინდივიდუალიზმი – ფაქტობრივად, მათში ის იზრდება და ბევრად ინდივიდუალურები ხდებიან.

ორი ზრდასრული ადამიანი სასიყვარულო ურთიერთობაში ეხმარება ერთმანეთს, რათა გახდნენ უფრო თავისუფალნი. ასეთ დროს არ არსებობს არანაირი პოლიტიკა, დიპლომატია, არავითარი მცდელობა იმისა, რომ დაიმორჩილო მეორე. როგორ შეიძლება, ცდილობდე იმ ადამიანის დამორჩილებას, რომელიც გიყვარს? დაფიქრდით ამაზე – დამორჩილება, ეს სიძულვილის, რისხვის, მტრობის სახეა. როგორ შეიძლება იმის გაფიქრებაც კი, რომ საყვარელი ადამიანი მორჩილებაში გყავდეთ?

მოწიფულ წყვილებში ინდივიდუალიზმი არ ირღვევა, არამედ – ძლიერდება.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply