მოწვევა ესტონეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროგრამების პრეზენტაციებზე – როგორ ვისწავლოთ უფასოდ ესტონეთში

0

12 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით პროექტ „ისწავლე ესტონეთში“–ს, ტარტუს უნივერსიტეტისა და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები გამართავენ შეხვედრებს ესტონეთში სწავლის მსურველთათვის და მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას მათთვის საინტერესო საკითხებზე. ქვემოთ მოცემულია შეხვედრების თარიღი, ადგილი და დრო:

• 12 თებერვალი

11:30-13:00 – პროექტ „ისწავლე ესტონეთში“-ს, ტარტუს უნივერსიტეტისა და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები გამართავენ გამოფენას თსუ-ს პირველი კორპუსის ფოიეში, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია და მასალები ესტონეთის უნივერსიტეტებისა და სტიპენდიების შესახებ.

13:00-14:00 – საინტერესო და მოკლე პრეზენტაცია ესტონეთში სწავლის შესახებ გაიმართება თსუ-ს პირველ კორპუსში, 107-ე აუდიტორიაში (https://www.facebook.com/events/224947207692855/?fref=ts)
15:00 – „ისწავლე ესტონეთში“-ს საჯარო ლექცია/პრეზენტაცია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ შენობაში.

• 13 თებერვალი
13:00 – საჯარო პრეზენტაცია საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში (სდასუ). პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ტარტუს უნივერსიტეტში სტიპენდიის მოპოვების, კვლევების ჩატარების, გაცვლით და სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის პირობები.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის 25, დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზი (https://www.facebook.com/events/1388807514715276/?fref=ts).

• 14 – 15 თებერვალი
11:00 – განათლების საერთაშორისო გამოფენა ექსპო-ჯორჯიაში!
მისამართი: წერეთლის 118, ექსპო-ჯორჯია, მე–11 საგამოფენო პავილიონი
(https://www.facebook.com/events/539450372818250/)

• 16 თებერვალი
13:00 – პროექტ „ისწავლე ესტონეთში“-ს საინფორმაციო გამოფენა, სადაც შეგიძლიათ შეხვდეთ ტარტუს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და ახლოს გაიცნოთ ჩაბარებისა და დაფინანსების მოპოვების პირობები (https://www.facebook.com/events/259471254212495/?fref=ts).

ტარტუს უნივერსიტეტში ჩაბარებისა და სწავლის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით სპეციალურ წარმომადგენელს: alexander.chanadiri@ut.ee
მეტი ინფორმაცია ღონისძებების შესახებ: http://www.studyinestonia.ee/study/events-and-expos

გაზიარება:

ტარტუს უნივერსიტეტი ქართველ ახალგაზრდებს უფასო საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს! დაინტერესებული პირები გთხოვთ ეწვიოთ მისამართს www.ut.ee/admissions

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply