მოქმედების მნიშვნელობა

0

“კაცი იხრჩობოდა და ღმერთს სთხოვა მიშველეო. გაანძრიე ხელი და გეშველებაო – ურჩია ღმერთმა.” 

“ცოდნა საკმარისი არაა. უნდა პრაქტიკაში გაატაროთ ის, რაც იცით. სურვილი არ კმარა. უნდა გააკეთოთ”– გოეთე

მეორე იგავი ძალიან ჰგავს პირველს, თუმცაღა მეტად სასაცილოდ ჟღერს:
“ერთი კაცი შუა ზღვაში იძირებოდა, ნავით კაცმა გამოიარა და უთხრა: მოდი დაგეხმარებიო. კაცმა უარი უთხრა “ღმერთი მიშველისო”. მეორედაც გამოირა სხვა ნავმა და მანაც დახმარება შესთავაზა. კაცმა კვლავ იუარა, ღმერთის იმედი მაქვს იგი მიშველისო. კაცი ჩაიძირა და გარდაიცვალა. სამოთხეში მისულმა კაცმა ღმერთს შესჩივლა: “მე შენი იმედი მქონდა და რატომ არ დამეხმარეო?!”  ღმერთმა უპასუხა :
– ვიცი,ჩემი იმედი,რომ გქონდა.აბა ის ორი ნავი რისთვის გამოვგზავნეო.”
მესამე ისტორია ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ჩვენ ყველანი მადლობელნი უნდა ვიყოთ უფლის მიმართ, იმ ყველაფრის გამო, რაც მოგვცა,თუმცა არ უნდა  დაგვავიწყდეს, რომ ღმერთმა ნიჭთან, ჭკუასთან და შესაძლებლობებთან ერთად თავისუფალი არჩევანის უფლებაც მისცა ადამიანს და ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა, თუ როგორ გამოვიყენებთ მის მიერ ბოძებულ საჩუქრებს. შევქმნით,ავაყვავებთ,ავაშენებთ,თუ ვიმოქმედებთ, ეს უკვე ჩვენი გადასაწყვეტია…
“უხსოვარ დროში ერთი კაცი მივიდა და დასახლდა ერთ ადგილას, რომელიც ცარიელი ქვა–ღორღი იყო. ორ წელიწადში მან ეს ადგილი ბაღნარად აქცია და ულამაზესი ყვავილებით აავსო. ერთხელ ამ ბაღს ერთმა ღვთისმოსავმა კაცმა ჩაუარა. მას გაგონილი ჰქონდა ბაღის მშვენიერების შესახებ და სურდა გაეგო “წარმატებულ მებაღეს” თავისი შემოქმედი უფალი ხომ არ დავიწყებია. მან უთხრა მებაღეს:
– მებაღევ ,შენ რასაკვირველია, ღმერთმა გაგხადა ასეთი ბედნიერი და მდიდარი და მან მოგცა ეს მშვენიერი ბაღი.
მებაღე მიუხვდა ღვთისმოსავ კაცს გულისნადებს და მიუგო:
– შენ მართალი ხარ, ღვთისმოსავო კაცო ! თუ არ მექნებოდა მზის სხივი, წვიმა ,ნოყიერი ნიადაგი, ჯანსაღი თესლი, მაშინ დღეს არავითარი ბაღი არ მექნებოდა…
ამის შემდეგ იგი რამოდენიმე წამით დაფიქრდა და დაამატა:
– მაგრამ უნდა გენახათ ეს ადგილი ორი წლის წინ, როდესაც უფალი ღმერთი განაგებდა ამ ყველაფერს მარტო, დამოუკიდებლად.”

4motivi.com
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply