მოტივაციის როლი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში (ანა ინასარიძე)

0

კომპიუტერი, ინტერნეტი, jobs.ge -ს ვაკანსიების გადათვალიერება უკვე ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მოტივაცია _ სამსახურის პოვნის სურვილი.   
განცხადება დასახელებით: ესეების კონკურსი „ გზა კეთილდღეობისაკენ ‘’, ხოლო კონკურსის პრემიები (1 ადგილი – 200 ლარი; 2 ადგილი – 150 ლარი; 3 ადგილი – 100 ლარი. ) საკმარისი საფუძველი მასში მონაწილეობის სურვილის აღასძვრელად.
ოფერტი გაკეთებულია. აქცეპტი _ მოტივირებული.
რა როლი აკისრია მოტივაციას ყოველდღიურ ცხოვრებაში? გადამწყეტი.
როგორც წესი, ყველა აქტივობას საფუძვლად უდევს მოტივაცია. იგი არის მამოძრავებელი ძალა ადამიანებისათვის და ეხმარება მათ სასურველი მიზნის მიღწევაში.
მოტივაცია არის ქცევის განხორციელების ფსიქოლოგიური საფუძველი. იგი ფაქტიურად წარმოადგენს სურვილს. შესაბამისად, რაც უფრო მაღალია მოტივაცია, მით უფრო მაღალია ამა თუ იმ შედეგის მიღების სურვილიცა და მისი ხარისხიც.  
ყოველდღიურ ცხოვრებაში მოტივაცია გვჭირდება ყველგან და ყოველთვის. მაგალითად, მოტივირებულინი უნდა ვიყოთ, რათა გავიღვიძოთ, ვისაუზმოთ, წავიდეთ სასწავლებელსა თუ სამსახურში და ა. შ.
მოტივაცია ჭირდება ყველას: დიდსა თუ პატარას, მოსწავლესა თუ კომპანიის პერსონალს, რათა თითოეულმა მათგანმა მიაღწიონ სასურველ მიზანს.
მაგალითად, მოსწავლე უნდა იყოს მოტივირებული, რომ მიიღოს განათლება. რაც უფრო მეტად მოტივირებულია იგი, მით მეტია სწავლის ხარისხი, ხოლო რაც უფრო ნაკლებად _ შესაბამისად, შედეგის ხარისხიც იკლებს. თავის მხრივ, განათლების მისაღების სურვილსაც საფუძვლად უდევს მოტივაცია, ანუ მოსწავლის მიზანი გახდეს წარმატებული ადამიანი.
რა არის საჭიროა ამისათვის?  პასუხი მარტივია _  მოტივაცია.
„ სიკვდილი საუკეთესო მოტივატორია ‘’ _ – ამბობს სტივ ჯობსი თავის ცნობილ გამოსვლაში სტენფორდის უნივერსიტეტში. მართლაც, რომ დავფიქრდეთ, რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი მოტივაციის წყარო, ვიდრე შეგნება იმისა, რომ ოდესმე ყველანი მოვკვდებით და არავინ იცის როდის. შეიძლება მალე, შეიძლება გვიან და სანამ ცოცხლები ვართ, ხომ უნდა მოვასწროთ რაღაც.
დიახ, რაღაც. სწორედ ეს არის საკვანძო და ამავე დროს ყველაზე რთული სიტყვა. იმდენად, რამდენადაც ყოველი ადამიანი ინდივიდია, ეს „ რაღაც ‘’ შეიძლება იყოს ერთმანეთსიგან სრუალიად განსხვავებული სურვილები და მიზნები. 
მოტივაცია ეს ის სტიმულია რაც თითოეულ ჩვენგანშია ჩადებული და იგი ყოველთვის დაკავშირებულია რაღაც კონკრეტულ სარგებელთან. ხოლო, თუ რა სარგებელი შეიძლება ადამიანმა მიიღოს ყოველდღიური ცხოვრებისაგან, ამის აღქმა აბსულუტურად ინდივიდუალური.
ფაქტია, რომ მოტივაცია ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის ლაბირინთია, რომელშიც საკუთარი სურვილიებისა და მიზნების მისაღწევად შევდივართ და ვიკარგებით.
მიზეზი წინ უსწრებს შედეგს. მოტივი ხელს უწყობს შედეგის დადგომას. ხშირად კი ისეც ხდება, რომ შედეგი საკმაოდ ნეგატიურ ხასიათს ატარებს.  

განჩინება ( საქმე N33 )
საქართველოს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ განიხილა მოქალაქე ნუგზარ ღვალაძის საქმე, გაეცნო მასზე დართულ მტკიცებულებებს, დაადგინა მკვლელობის მოტივი ( შურისძიება ) და განსასჯელი ცნო დამნაშავედ. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ- ის 108-ე მუხლით ( განზრახ მკვლელობა ) და დამნაშავეს მიუსაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
                                                                                                           8.07.2010

P.S. დაახლოებით ერთი კვირის თავზე მსჯავდებულმა თავი მოიკლა…

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply