მოტივაციის როლი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში (ლაშა აივაზაშვილი)

0


“მოტივი” როგორც სიტყვა, ცალკე განყენებულადაც კი, მოგეხსენებათ ძალიან ბევრის მთქმელია.მოტივი არ იზომება და არც იწონება,მაგრამ უფრო ძლიერი და მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს – იგრძნობა და იკითხება,ადამიანის ფსიქიკასა და შინაგან სამყაროში იხილება. მაგრამ თუკი გრძნობის შემთხვევაში მხოლოდ ის ადამიანი გრძნობს თავად და განიცდის ვინც მოტივირებულია, წაკითხვის შემთხვევაში ყველაფერის ხვაგვარადაა, ერთ ადამიანს მარტივად შეუძლია ამოიკითხოს მეორე ადამიანში მისი მოტივაციის ძალა და ხარისხი.

საკონკურსოდ გამოტანილი თემის სათაური “მოტივაციის როლი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში” თავისუფლად შეგვიძლია შინაარსობრივადგა დავასხვაფეროთ,მაგრამ იდეა იგივე დარჩეს.მაგალითად, “წყლის როლი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში” ან “სიცოცხლის როლი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში”. მოტივაცია არის უაღრესად მნიშვნელოვანი ასპექტი ყოველდღიური ცხოვრბისათვის და ის არსებობს და მოქმედებს ყოველთვის, იმისგან დამოუკიდებლად ჩვენ ვაღიარებთ და ვგრძნობთ მის ზემოქმედებას თუ არა.

ჩემი აზრით,მოტივაცია პირდაპირ კავშირშია “იდეასთან”.უფრო მეტიც, შეიძლება განუყოფელიც კი იყოს მისგან.არ არსებობს მოტივაცია იდეის გარეშე და იდეა სასიკვდილოდაა განწირული მოტივაციის გარეშე. არცერთი ადამიანი არაფერს არ აკათებს იდეისა, თუ მოტივაციის გარეშე. ადამიანი მეგობრობს სხვა ადამიანებთან მხოლოდ იმიტომ,რომ მოტივირებული დამოწოდებულია სამეგობროდ, ტაქსის მძღოლი საჭეს უზის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ,რომ მოტივირებულია ამ საქმით სარჩო–საბადებელი იშოვოს, გაჭირვებული ადამიანი იმიტომ იღწვის საკუთარი თავისა და ოჯახისათვის,რომ მისი მოტივაცია უკვე ვალდებულებადა ქცეული.

ვალდებულებად ქცეული მოტივაცია კიდევ სულ სხვა ფენომენია,რომელიც სწორედ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვლინდება. მოტივაცია არცერთ შემთხვევაში არ იფარგლება არანაირი მოცემულობებითა და სიტუაციებით.პირიქით,ის თავად ერგება და ესადაგება ყოველდღიურობას.  ვისურვებდი,რომ თუნდაც ერთი წუთით დაფიქრდეს თითოეული მკითხველი და გაიხსენოს ნებისმიერი თანამედროვე თუ ისტორიული მაგალითი,რომელიც დაცლილია მოტივაციისგან. ჩემი მოკრძალებული ფიქრითა და აზრით ასეთი მაგალითი არ არსებობს და დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი ამ თემაზე ნებისმიერი განსახვავებული აზრის მქონე ადამიანთან. აი მაგალითად,ჩემი აზრი ასეთია,რომ უდიდესი მოტივაცია ამქვეყნად არის სიყვარული. მეგობრობაც მოტივაციაა, სიკეთის კეთებაც და თქვენ წარმოიდგინეთ ბოროტების ჩადენაც. არ არსებობს ჩადენილი ბოროტება მოტივაციის გარეშე. უბრალოდ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს უარყოფითი იდეალებით გაჟღენთილ მოტივაციასთან.

რადგან იდეალს, როგორც ფენომენს მივადექით, მინდა შევეხო მოტივაციის ისეთ ფორმას,რომელიც იდეიდან იბადება და მხოლოდ და მხოლოდ მის გარშემო ტრიალებს. ალბათ დამერწმუნებით, რომ იდეა მოტივაციის გარეშე იგივეა რაც ღვინო ყურძნის გარეშე.ეს მათემატიკური ქარაგმების წორედ იმიტომ მოვიყვანე,რომ მე ვფიქრობ მოტივაცია ერთდროულად არის უაღრესად თეორიული ცნება,მაგრამ ამავე დროს ისე მარტივად დათვლადი და განსაზღვრადია,როგორც 2ხ2=4. იდეა საზრდოობს და იკვებება უდიდესწილად მოტივაციით და განხორციელებას მით უფრო მალე აღწევს,რაც დიდი და მძლავრია ამ მოტივაციის ხარისხი.

ამქვეყნად თუკი რამ კარგი (თუ ცუდი) მომხდარა ყველაფერი მოტივირებული ადამინების შრომისა და ღვაწლის შედეგია. მოტივიაციის მოქმედების ხარისხი, არეალი თუ ზემოქმედების ძალა პირდაპირპროპრციულად იზრდება ერთი იდეის გარშემო შეკრებილ მოტივირებულ ადამიანთა რაოდენობის ზრდასთან ერთად. მოტივირებულმა ადამინებმა მოახდინეს საფრანგეთის რევოლუცია 1790 წელს. მოტივირებულმა ადამიანებმა გაწირეს სიცოცხლე იდეალების, ღირებულებებისა და პრინციპებისათვის მთელი ისტორიის მანძილზე.მოტივირებულმა ადამინებმა შეუნარჩუნეს ჩვენს ქვეყანას ქართული ენა 1978 წელს.
ჩემიაზრით, მოტივაცია შეიძლება იყოს ბუნებრივად წარმოშობილი და ხელოვნურად გაღვივებული. ბუნებრივია დედის მოტივაცია კვებოს და იზრუნოს საკუთარ შვილზე, ბუნებრივია მეგობრის მოტივაცია იყოს მეგობარი. თუმცა ხელოვნური მაშინ ხდება მოტივაცია,როდესაც მას არ უდევს საფუძველი (მაგალითად როგორც დედაშვილის შემთხვევაში ინსტიქტებამდე მისული ურთიერთდამოკიდებულება) არამედ თავად ხდება საფუძველი.მაგალითად,ახალგაზრდობა როგორც მოტივაცია, როგორც მილევადი რესურსი,რომელიც ხშირად იმპულსს აძლევს მოტივაციაზე დაფუძნებული საქვეყნო საქმეების კეთებას. მე ნაკლებად მჯერა იმისა,რომ ასაკის ზრდის მიუხედავად მოტივაცია არ ჩლუნგდება და არ ცვდება.ჩემი აზრით,სწორედ ასე ხდება და საუკეთესო შემთხვევაში დაჩლუნგების ნაცვლად იცლის ფორმას, კონტურებს ,მოხაზულობას დახასიათდება ისეთივე ნიშანთვისებებით,როგორც ასაკშიშესული ადამიანის სახის კანი.
აქედან გამოდინარე, საუკეთესო მდგომარეოობა მაშინ უდგას მოტივაციის წარმოშობას, როდესაც მას თან ახლავს ინდვიდუალური საწყისი პირობები და ის არ არის თავს მოხვეული ერთი სუბიექტის მხრიდან მეორეზე (თუმცა ამშემთხევაშიც შეიძლება პოზიტიური შედეგის მიღება).ერთ მაგალითსაც მოვიყვან უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს ბოლოთეზა: ერთ ერთი ყველაზე უფრო ძლიერი მოტივაციით ხასიათდება ადამიანი,რომელიც იცავს მისთვის ყველაზე ძვირფასს შელახვისა თუ განადგურებისაგან. ხომ წარმოგიდგენიათ იმ ადამინის მოტივაცია – დათმოს ყველაზე ძვირფასი რაც კი აქვს,თუნდაც სიცოცხლე, რომლის სამშობლოსა თუ ოჯახს მტერი მოდგომია და განადგურებით ემუქრება.გასაგებია რომ ადამიანს მოტივაცია შეუქმნა მისმა მოწინააღმდეგემ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ იგი გულგრილად ეკიდება ამ მოტივაციის მიზეზსა თუ გამომწვევ ფაქტორს.
მოცემული საკონკურსო პირობებიდან გამომდინარე რთულია ამ თემის სრულად მოცვა,მაგრამ არ შემიძლია არ შევეხო უაღრესდა მნიშვნელოვან ასპექტს. მოტივაციის როგორც ფენომენის დახასიათებას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მივუძღვენი ესე თითქმის 90 პროცენტი,რომ ჩემი სათქმელი დამემთავრებინა შენიშვნით: მოტივაცია არსებობს და არა მხოლოდ არსებობს,არამედ უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელია თითოეული ჩვენგანისათვის .ვფიქრობ, ზემოთ ნათლად არის მოცემული ის,თუ რა შეუძლია მას და ის,თუ რა ძალა აქვს  . მნიშვნელოვანია ვიცოდეთ (და თუ არ ვიცით ვისწავლოთ),თუ როგორ მოვიხმაროთ ეს ფენომენი ჩვენს სასიკეთოდ და როგორ მივცეთ მას სწორი კალაპოტი.
მოტივაცია არის ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. მთავარია ვიცოდეთ მისი რაციონალური ხარჯვა, თორემ გაფლანგვა ყველას შეუძლია.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply