მოტივაციის როლი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში (ანა თოფურიძე)

0

ვინ ხარ შენ და რატომ კითხულობ ესსეს? შენ ხარ ჟიურის წევრი და უნდა შეაფასო ნაშრომი, შენ ხარ მეგობარი და უბრალოდ ასრულებ თხოვნას, შენ ხარ დედა, შენ ხარ მამა, ძმა, შენ ხარ შეყვარებული, შენ ხარ მტერი და გაინტერესებს რა დავწერე რომ ჩემი სისუტეები აღმოაჩინო, შენ ხარ ჩემი ლექტორი, შენ ხარ რიგითი უცნობ ადამიანი კომპიუტერთან რომელიც დროს კლავს. ვინც არ უნდა იყო შენ, გაქვს მოტივაცია, როცა ამას კითხულობ. გინდა გაიგო ახალი, გინდა შეამოწმო, გინდა შეაფასო. ყველა ჩვენს საქციელს ამ მარტივი ქმედებიდან დაწყებული აქვს თავისი მოტივაცია. თუმცა ჩვენ ზოგჯერ ამას ვერ ვაანალიზებთ,სიანმდვილეში კი ჩვენი გამოცდილებიდან გამომდიარე ქვეცნობიერს აქვს ჩამოყალიბებული სურვილები და მოთხოვნილებები და მათ მიხედვით ჩაგვადენინებს ამა თუ იმ საქციელს. მაგრამ რით განსხვავდება სხვადასხვა ადამიანების მოტივაციები ერთმანეთისგან? რით განსხვავდებოდა ლეონარდო და ვინჩის მოტივაცია როდესაც ის მონა ლიზას ხატავდა, მისი თანამედროვე მხატვრის მოტივაციისგან, რომელიც ბევრი ქალი დახატა მაგრამ არცერთი იყო “მონა ლიზა”. სისულელა იმის თქმა რომ დავინჩის ღმერთმა უბოძა ნიჭი და ის ერთი ხელის მოსმით აკეთებდა ყველაფერს, ბევრს ქონია ნიჭი, მაგრამ მხოლოდ ნიჭით ვერავინ შექმნის შედევრს. უნდა დიდი შრომა, ბევრი მუშაობა, ხელის გავარჯიშება, სწორი ფერების შეხამება, სწორი ფუნჯების პოვნა და მრავალი, მრავალი რამ რომ მხატვარმა მიიღოს შედეგი. რა ქონდა დავინჩის? მოტივაცია, დიდი მოტვაცია, ის დაუღალავად შრომობდა, ხატავდა, ხაზავდა, წერდა, რადგან მას ქონდა მიზნები და იცოდა რომ უნდა მიეღწია. ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა, ადამიანს შეუძლია ყველაფერი, მან ხომ ფრენაც შეძლო, ადამიანი ხომ მთავრეზე გაფრინდა. არაა საჭირო მსოფლიო ისტრიის გახსენება და იმ დიდი ადამიანების ვინც რაღაც გააკეთეს. უბრალოდ ოდნავ წელში გასწორდით და შეხედეთ რა არის თქვენ წინ? ეს არის კომპიტერი! თქვენს უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, როგორ ხდება რომ ჩემს დაწერილ ესსეს კითხულობთ. ჩემი კლავიატურაზე თითების წკაპუნის წყალობით ის აღმოჩნდა ჯერ word_ში, შემდეგ გაგეგზავნა საიტს, სადაც იყო კონკურსი გამოცხადებუილი, ახლა კი თქვენ კითხულობთ. როგორ? ეს შექმნა ადამიანმა, ეს მაქინაცია შექმნა ბევრმა ადამიანმა, წლების განმავლობაში იხვეწებოდა მანქანები, იყო ჩავარდნები, იყო ახალი აღმოჩენები ფიზიკასა და ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროებში  და ბოლოს მივიღეთ შედეგი, ის რასაც თქვენს წინ ხედავთ. რამ აიძულა ეს ადამიანები რომ ესწავლათ, ეშრომათ და მიეღოთ მსგავსი შედეგი. მათ ქონდათ ყველას მოტივაცია. ფული, რაღაცის შექმნა, თვიტრეალიზაცია და ა.შ.

 “ადამიანი ადამიანის მოტივაციაა” ვამბობ მე და მახსენდება ნოდარ დუმბაძის სიტყვები. რას გვასწავლის ბიბლია? რას გვასწავლიან სხვადსხვა რელიგიები, გვასწავლიან გიყვარდეთ ერთურთი, ისწრაფოდეთ სრულყოფილებისკენ, ისწრაფოდეთ ცხონებისკენ, რადგან ხართ შექმნილი სახად და ხატად ღმერთის. ბუდისზმის მიხედვით ადამიანმა უნდა განვლოს ბევრი ცხოვრება რომ მიაღწიოს იმ სულიერ თუ გონებრივ მდგომარეობას რისთვისაცაა გაჩენილი. და რა არის ეს ყველაფერი? სიყვარული არის მოტივაცია, სიცოცხლე არის მოტივაცია, მეგობარი არის მოტივაცია. მთავარია ადამიანმა დაისახოს მიზანი და მისთვის ყველაფერი გააკეთოს, ის აუცილებლად მიაღწევს ამას.  მხოლოდ ამისთვისაა საჭირო კარგი გეგმა, დროის მოზომვა და დაუღალავი შრომა. „შრომამ შექმნა ადამიანი!“ და არა ჭამამ, სმამ, და საჭმლის მონელებამ. შრომამ შექმნა თქვენი სახლი, თქვენი ტანსაცმელი, თქვენი სამყარო! ამ ადამიანებს ქონდათ დიდი მოტივაცია, ამდენი რამის გაკეთება გონებამოდუნებულ და ზარმაც ადამიანს არ შეუძლია. ამიტომ ვიყოთ მოტივირებულები, დავეხმაროთ ჩვენს თავს, ჩვენს მეგობრებს და ცხოვრება გავხადოთ უკეთესი.
ჩემი მოტივაცია ამ ესსეს წერისას იყო,  ის რომ მკითხველთათვის გამეზიარებინა ჩემი აზრი და ენთუზიაზმი, ჩემი მიზანია ყველამ, ამის წაკითხვის შემდეგ რაღაც ცოტა შეცვალოს, მეტის კეთების სტიმული მიეცეს. ასევე მოტივაცია იყო რათქმაუნდა ფულადი ჯილდოც.
ბოლოს კი მოვიყვანონ ყველასთვის ცნობილი დიდი ადამიანის ციტატებს, რომელმაც შეცვალა მსოფლიო. მის სახელს შეგნებულად არ დავასახელებ.

„მხოლოდ მიზნის არსებობას მოაქვს სიცოცხლისთვის აზრი და კმაყოფილება. ეს ხელს უწყობს არა მარტო ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და სიცოცხლის გახანგრძლივებას, არამედ გაძლევთ თქვენ ცოტაოდენ ოპტიმიზმს ძნელბედობის დროს“

„იმის ფიქრი, რომ მალე მოვკვდები- ყველაზე მთავარი იარაღია, რომელიც მეხმარება ჩემს ცხოვრებაში რთული გადაწყვეტილებების მიღებაში, რადგან სხვა ყველაფერი – სხვისი აზრი, ეს სიამაყე, სირცხვილისა და წარუმატებლობის შიში – ეს ყველაფერი უძლურია სიკვდილთან შედარებით და ტოვებს მხოლოდ მართლაც მნიშვნელოვანს. სიკვდილის ხსოვნა – საუკეთესო ხერხია გაექცე იმ აზრს, რომ თქვენ გაქვთ დასაკარგი. თქვენ უკვე შიშველი ხართ. თქვენ აღარ გაქვთ მიზეზი ყური არ დაუგდოთ გულის ძახილს“

„იყო ყველაზე მდიდარი ადამიანი სასაფლაოზე არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ძილის წინ საკუთარ თავს უთხრა, რომ გააკეთე რაღაც მშვენიერი – აი რა არის მართლაც მნიშვნელოვანი“.
 

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply