მოტივაციის ნაკლებობას განიცდით?! მაშინ ეს პოსტი თქვენთვისაა

0

თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. გზებიც თავისუფალი იყო, რაც ნიშნავდა, რომ დანიშნულების ადგილას მისვლას 10 წუთში შევძლებდი.

მგზავრობისას მივხვდი, რომ მხოლოდ 10 მილის სამყოფი საწვავი დამრჩენოდა. არ ვიცი როგორ გამომრჩა ასეთი დეტალი? როგორ დამავიწყდა შემოწმება?

ყველაფერი შეიცვალა.

რამდენი ჩვენგანი გარბის სწრაფად და მიზანმიმართულად ცხოვრების გზატკეცილზე. უცებ კი რაღაც გაუთვალისწინებელი შემთხვევა მათ ენთუზიაზმსა და მოტივაციას სრულიად ანგრევს. რამდენი აღწევს მიზნამდე და ჩერდება მაშინ, როდესაც სულ რაღაც 20 პროცენტი რჩება შესასრულებელი. რამდენი ჩვენგანი განიცდის ენთუზიაზმის კლებას, როდესაც მოულოდნელი დაბრკოლებები იჩენს თავს?

მე ერთ-ერთი პირველი ვარ ამ საკითხში.

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველა ვაწყდებით იმედგაცრუებას, გულგატეხილობას, მოტივაციის კლებას. თუმცა ამის გამო არ უნდა დავნებდეთ. მთავარია მთელი გულით გვსურდეს, გვქონდეს ძლიერი სწრაფვა მიზნებისადმი და მოტივაციას კვლავ ავიმაღლებთ. დავუბრუნდებით ბილიკს, რომელიც ჩვენს მიზნებამდე მიდის.

გახსოვდეთ, რომ  უძლეველი არ ხართ!

პირველ რიგში თავად უნდა აკონტროლოთ საკუთარი თავი. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ხშირად აღმოჩნდებით მაშინ, როდესაც გაქვთ მიზანი, თუმცა არ გაქვთ ენერგია, შთაგონება ან მოტივაცია.

მეგობარო, თავს ნუ იტყებ! შენ არ ხარ უძლეველი.

პრაქტიკულად რომ ვისაუბროთ: დასვენებული ხართ? ზრუნავთ თქვენს ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე? იტოვებთ დროს განტვირთვისთვის? გაამახვილეთ ყურდაღება ამ საკითხზე, თქვენ ეს ნამდვილად გჭირდებათ.

იმედი იმ შემთხვევაშიც კი არსებობს, თუკი ენერგიის შევსებისკენ არ ხართ მიზანმიმართული. ბოლო ორი წლის განმავლობაში საოცარი შედეგების მომსწრე გავხდი. მე მქონდა სტრატეგია და მას მივყვებოდი, როგორც მეგობრებთან, ასევე კლიენტებთან და საკუთარ თავთანაც კი. ეს სტრატეგია სამი კომპონენტისგან შედგება. ესენია: გაძლიერება, წახალისება და ენთუზიაზმი.

  1. გაძლიერება

თქვენ მიერ არჩეული გზა შემთხვევითი არ არის. არსებობს რაღაც შინაგანი მოტივაცია. მხოლოდ მისწრაფება, ნიჭი და ნებისყოფა საკმარისი არ არის, თუმცა თუკი ამ ყველაფერს ,,შეუძლია‘’ ემატება, მაშინ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს ხართ.

  1. წახალისება

იფიქრეთ თქვენს ძველ მიღწევებზე. გაიხსენეთ ყველა ძველი გამარჯვება და უთხარით საკუთარ თავს, რომ თუკი ეს აქამდე შეძელით, ახლა რა შეგიშლით ხელს.

  1. ენთუზიაზმი

ყველა ქმედებას თავისი მოტივი და მიზანი აქვს და ამაზე ყოველთვის იფიქრეთ. 3 კვირიან პროექტში აღმოვჩნდი. სამუშაო ნამდვილად მონოტონური და მოსაბეზრებელი იყო, თუმცა ამ პროექტში ჩემი მონაწილეობის მიზნებზე და მოტივებზე დავფიქრდი და მივხვდი, რომ გამოწვევები, რომლის წინაშეც აღმოვჩნდი, ჩემთვის სასარგებლო იყო.

ჩემს თავს შემდეგი კითხვები დავუსვი:

  • რა არის ჩემი პროექტში ყოფნის რეალური მიზეზი?
  • როგორ შემიძლია ჩემი წვლილი შევიტანო ამ ამოცანის შესრულებაში?
  • ვის ცხოვრებაზე შემიძლია მოვახდინო პოზიტიური გავლენა?

ამ კითხვებმა მომცა საშუალება, ყურადღება ძირითად აქცენტებზე გამემახვილებინა და მიმეღო პასუხი მთავარ კითხვაზე – ,,რატომ?’’

ვისწავლე, რომ თუკი მთელი ძალისხმევით ეძებთ, განძს ნამდვილად იპოვით. ცხოვრება პრობლემების გარეშე შეუძლებელია, თუმცა უნდა ისწავლოთ საკუთარი თავის მართვა, თვითმოტივაცია, იმისთვის, რომ დარჩეთ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მაშინაც კი, როდესაც სხვა, ნაკლებად მომზადებულები გზის მეორე მხრიდან გიქნევენ ხელს.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply