მოგება სჯობია ხელფასს

0
25 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მენტორისგან მოვისმინე ფრაზა, რომელმაც ჩემს ცხოვრებისეულ წარმოდგენებში ბევრი რამ შეცვალა:
მოგება სჯობია ხელფასს. ხელფასი მხოლოდ არსებობის საშუალებას მოგცემს, მოგებას კი შეუძლია იღბლის გზა გაგიხსნას.” – მითხრა მან.
დამეთანხმებით და ძნელია გახდე მდიდარი ხელფასის ხარჯზე, მაგრამ ყველას შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი ცხოვრება მოგების საშუალებით. მოგება მთლიანად ცვლის თქვენს დამოკიდებულებას, იმ შემთხვევაშიც კი თუ მასზე ფიქრს, მხოლოდ თქვენი დროის ნაწილს უთმობთ.
ეს შეიძლება იყოს საოჯახო ბიზნესი, ზაფხულის ან საშობაო სამუშაო, შეიძლება იყოს ტრეინინგები, კონსულტაციები ან მენტორობა, შეიძლება აღმოჩნდეს თუნდაც თქვენი ჰობი: მხატვრობა, წერა, ინტერნეტი,კომპიუტერი.. მაგრამ თუ ერთხელ დაიწყებთ საკუთარი დროის ინვესტირებას საკუთარ ბიზნესში, მხოლოდ მაშინ აღმოაჩენთ როგორი საოცარი შეგრძნებაა, როდესაც დილით ადრე იღვიძებთ და სამუშაოდ მიდიხართ საკუთარი ბედისათვის – თქვენი უკეთესი მომავლისთვის, იმ შემთხვევაშიც კი თუ ამას, კვირაში რამოდენიმე საათს უთმობთ.
დიდი მოტივაციაა წახვიდე სამუშაოდ ყოველდღიურად საკუთარი მომავლის საშენებლად, იმისათვის რომ შექმნა საკუთარი ბედ–იღბალი. მალევე აღმოაჩენთ,რომ თქვენი დამოკიდებულება მთლიანად იცვლება, იცვლება მთელი თქვენი ცხოვრება. ეს თქვენი დანიშნულებაა, თქვენი ნამდვილი სახე – თქვენი შინაგანი ხმაა, რომელიც გეუბნებათ: “მე ჩემი უკეთესი მომავლისათვის ვმუშაობ, რადგან ვიპოვნე გზა, რომ შევქნა მოგება!”
მშვენიერია, არა?! დაე, დაიწყოს ეს მოგზაურობა!
ჯიმ რონი; თარგმანი: 4motivi.com
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply