მიხეილ ბულგაკოვის 10 ცხოვრებისეული გამონათქვამი

0

1. რად ეღირებოდა ეგ შენი სიკეთე, ბოროტება რომ არ არსებობდეს, და რას დაემსგავსებოდა დედამიწა, ჩრდილი რომ გამქრალიყო? ჩრდილი ხომ საგნებისა და ადამიანებისგან წარმოიშვება. აჰა, ჩემი დაშნის ჩრდილი. მაგრამ არსებობს ხეებისა და ცოცხალ არსებათა ჩრდილიც. შენ, როგორც ჩანს, გსურს დედამიწა გააღარიბო, ხეები და ყოველი არსი წარტაცო, იმ შენი აჩებემის გამო, დატკბე შიშველი ნათლით.

2. ის, ვისაც ცოტა ხნის წინ ეგონა, რაღაცას განვაგებო, ფიცრის ყუთში უძრავად არის გაშოტილი.

3 .თქვენი ძირითადი შეცდომა ის არის, რომ ადამიანის თვალთა მნიშვნელობას ღირსეულად არ აფასებთ. გაიგეთ, რომ ენას სიმართლის დამალვა შეუძლია, თვალებს კი არასოდეს!

4. ვინ გითხრა, ქვეყნად ნამდვილი, ურღვევი, სამარადისო სიყვარული არ არსებობსო? იმ ცრუს ბილწი ენა უნდა ამოჰგლიჯო.

5. არასოდეს არავის არაფერი სთხოვოთ! არასოდეს! განსაკუთრებით იმას, ვინც თქვენზე ძლიერია. ყოველივეს თავად შემოგთავაზებენ და თავად მოგცემენ.

6. ჩაცმულობით კაცს ნურასოდეს შეაფასებთ! შიძლება, შეცდეთ, თანაც უკიდურესად შეცდეთ.

7. ყველაფერი თავის რიგზე იქნება, ქვეყნიერება ამაზეა აგებული.

8. ვინც გიყვარს, იმის ხვედრიც უნდა გაიზიარო.

9. თუ ნამდვილი მწერალი დადუმდა, ის კვდება.

10. ვინმეს რომ ავნო, დაჩაგრო, არც თუ ისე ძნელია, მაგრამ, გარწმუნებთ, სასახელო არ არის, დიახ, სასახელო არ არის!

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply