მისაბაძი ადამიანები (ეზოპე)

0
თქვენც აუცილებლად უნდა იცოდეთ მათ შესახებ,თუ მტკიცედ გადაგიწყვეტიათ, რომ წარმატებას მიაღწიოთ ცხოვრებაში ! ! !
                        
ეზოპე
უძველეს დროში ქალაქ დელფოს მოსახლეობაში შავი ჭირი გავრცელდა და მას უამრავი ხალხი შეიწირა. ქალაქის თავებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ეს ჭირი მათ ქალაქს ღმეთებმა მოუვლინეს. ისინი ქურუმებთან მივიდნენ და ჰკითხეს,თუ რა იყო შავი ჭირის მიზეზი. ქურუმებმა უპასუხეს:
– თქვენმა წინაპრებმა ვერაგულად მოჰკლეს დედამიწაზე ყველაზე მახინჯი, მაგრამ ყველაზე გონიერი ადამიანი, რაზეც თქვენმა ქალაქმა მძიმედ უნდა აგოს პასუხი.
საინტერესოა თუ ვის უწოდებდნენ დედამიწაზე ყველაზე მახინჯს და ამავდროულად ყველაზე გონიერ ადამიანს? 
მას ეზოპე ერქვა და პლატონის თქმით იგი დაახლოებით ქრისტეს შობამდე 620 წელს დაიბადა. თავდაპირველად ეზოპე ბერძენი დიდგვაროვნის სამოსის მონა იყო და შემდეგ იგი ლიდიელი კრეზეს მონა გახდა. სწორედ კრეზეს გაუგზავნია იგი დელფელებთან, სადაც იგი ვერაგულად მოკლეს.
მახინჯი მონა
 
,,მას უზარმაზარი კუზი მთასავით ადგა დაბალ ტანზე.მობრეცილი ფეხები ჰქონდა,ვეება ხელები მუხლებამდე სწვდებოდა. განიერი კისერი არც კი ეტყობოდა. მისი გრძელი ცხვირი და დიდი ყურები, შავი და ხორკლიანი სახე საზარელ შთაბეჭდილებას ტოვებდა . . . მაგრამ თუ ვინმე მოისურვებდა და თვალებში ჩახედავდა მას, იქ უსაზღვრო გონიერებასა და გულკეთილობას აღმოაჩენდა.“ -გადმოგვცემენ წყაროები.
 
ეზოპეს ხალხმა ისიც არ აკმარა, რომ ღმერთმა  გარეგნული სილამაზით არ დააჯილდოვა და იგი მონად აქციეს. თავისუფლება და აზრის გამოხატვის უფლება წაართვეს.
მაგრამ ამ ადამიანმა მაინც გამონახა გზა, რომლითაც იგი სიმართლეს ავრცელებდა.ეზოპე ხალხს იგავ-არაკებით ესაუბრებოდა და სიმართლეს, კეთილსინდისიერებასა და სიყვარულს შთააგონებდა მათ. ეზოპეს იგავები კაცობრიობის ყველა დროის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანძურია.
  
 ეზოპეს დიდება
 
მის იგავებს კითხულობდნენ ისეთი დიდი ფილოსოფოსები, როგორიც არიან პლატონი, პლუტარქე და სოკრატე. და უფრო მეტიც ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად სოკრატე, საპატიმროში ყოფნის დროს ეზოპეს არაკების გალექსვით ირთობდა თავს.
საბერძნეთში ამ გაურკვეველი წარმოშობის მონის ღვაწლი დიდად დააფასეს.მასზე უამრავი ლეგენდა და თქმულება შეიქმნა. ხალხმა შეიყვარა მისი არაკები და თაობიდან თაობას გადასცა. ალბათ ეს ყველაფერი მისი უდიდესი სიბრძნის, მისი ხალხისადმი უანგარო ერთგულებისა და სიყვარულის შედეგი იყო . . .
მომავალმა თაობებმა ეზოპეს უამრავი პატივი მიაგეს და მრავალი ძეგლი აუგეს . ჩემი აზრით მათ ეს ყველაფერი იმისათვის გააკეთეს, რომ მომავალი თაობებისათვის შეეხსენებინათ:
რომ ადამიანში მთავარი პიროვნული თვისებებია და არა გარეგნობა . . .
რომ დიდებისაკენ მიმავალი გზა ყველასათვის ხსნილია . . .
და რომ სახელი მოაქვს კაცის ნიჭს და არა მის წარმოშობას ანდა წოდებას . . .

4motivi.com

 

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply