“მინაზე “აორთქლებული” სიყვარული.”

2

ჩვენ ერთმანეთი გავიცანით 31 დეკემბერს…

ჩემი ცხოვრება აქამდე იყო ისეთი უაზრო და აუტანელი, რომ ხშირად ვეკითხებოდი საკუთარ თავს: „რისთვის ვცხოვრობ“?

სამსახური?– პრინციპში მე მომწონდა ის რასაც ვაკეთებდი.

ოჯახი? – მე ძალიან მინდოდა მყოლოდა ბავშვები, მაგრამ არ მყავდა, მიუხედავად იმისა, რომ სამჯერ ვიყავი დაქორწინებული.

ახლა კი ვხვდები, რომ მთელი ჩემი ცხოვრების აზრი იყო ამ შეხვედრის მოლოდინში.

მე არ მინდა მისი აღწერა დეტალებში. უფრო სწორად მე არ შემიძლია ამის გაკეთება ისე, რომ თქვენ შეძლოთ ჩასწვდეთ ჩემი გრძნობების ძალას და სიღრმეს… იმიტომ რომ თითოეული სიტყვა, თითოეული სტროფი ჩემი წერილისა გაჟღენთილია მისდამი ჩემისიყვარულით.

მაშ ასე, ეს იყო 31 დეკემბერს…

ის არ მოსულა მარტო. ასე რომ ყოფილიყო მე არ მომერიდებოდა და პირდაპირ მივიდოდი მასთან, მაგრამ ის არ იყო მარტო. მის გვერდით ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო!

ისინი სულ რამოდენიმე კვირის გაცნობილები იყვნენ, მაგრამ ჩემი მეგობარი მისით აღტაცებული იყო. სულ მასზე გვიყვებოდა და აი, როგორც იქნა, მეც გავიცანი ის…

გახდა თორმეტი საათი და დაიწყო ხმაურიანი სადღერგძელოები…

მე მივედი ფანჯარასთან და როცა შევამჩნიე, რომ ჩემი ამონასუნთქისგან მინები დაიორთქლა, ზედ თითით მივაწერე მიყვარხარ“.

შემდეგ მოვშორდი ფანჯარას და მინებზე ორთქლი რომ გაქრა, წარწერაც შეუმჩნეველი გახდა.

მაგიდასთნ დავუბრუნდი. ისევ სადღერგძელოები, მხიარულება.

ცოტა ხნის შემდეგ ისევ მივედი ფანჯარასთან და როცა ჩემი ამონასუნთქისგან მინები კვლავ დაიორთქლა,  ჩემი წარწერის ქვეშ გამოჩნდა ახალი მინაწერი: „შენი ვარ!“

მე სუნთქვა შემეკრა…

ნამდვილი სიყვარული როცა ჩნდება, ადამიანი მაშინვე გრძნობს მას. ყველაფერი, რაც ამ წუთამდე ჩემს ცხოვრებაში ხდებოდა, იყო მხოლოდ სიზმარი. ჩემი ცხოვრება დაიწყო იმ საღამოს, ის იყო ჩემი პირველი დღე და მე მივხვდი, მის თვალებში ამოვიკითხე, რომ ეს დღეპირველი იყო მის ცხოვრებაშიც!

2 იანვრიდან ჩვენ უკვე ერთად ვიყავით. გადავედით საცხოვრებლად სასტუმროში და ვაწყობდით სამომავლო გეგმებს.

ჩვენ ჩვევად გვექცა ერთმანეთისთვის მესიჯების მინებზე დატოვება. მე მივაწერდი:შენ ჩემი სიზმარი ხარ…“ ის მპასუხობდა: ოღონდ არ გაიღვიძო…“

ჩვენ ერთმანეტს ვუტოვებდით შეტყობინებებს მინებზე სასტუმროში, მანქანაში, მეგობრების სახლებში…

ასე გავატარეთ ერთად ორი ზღაპრული თვე…

შემდეგ მე უფალმა მიხმო…

ახლა მე მასთან მივდივარ მხოლოდ მაშინ, როცა ის დაიძინებს. ჩამოვჯდები მის საწოლთან და ვისუნთქავ მისი თმების სურნელს, ყურს ვუგდებ მისი გულის ძგერას…

მე არ ვტირი, იმიტომ რომ მკვდრები არ ტირიან, მაგრამ მე ვგრძნობ ტკივილს, არა ფიზიკურს, არამედ სულიერს. ჩემი დაღუპვიდან უკვე რვა წელია ის ახალ წელს მარტო ხვდება

ყოველი ახალი წლის ღამეს, ზუსტად 12 საათზე ის ჯდება ფანჯარასთან, ჩამოასხამს ჭიქაში შამპანურს და ტირის…

და კიდევ, მე ვიცი რომ ის აგრძელებს მესიჯების წერას ფანჯრის მინებზე. ყოველ დღე, მაგრამ მე არ შემიძლია მათი წაკითხვა, იმიტომ რომ ჩემი სუნთქვისგან მინები არ ორთქლდება…

გასული წელი იყო განსაკუთრებული. არ მინდა მოგიყვეთ იმქვეყნიური ცხოვრების ყველა დეტალი, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ მე ერთჯერადად მომანიჭეს უნარი, მესუნთქა ჩვეულებრივი ადამიანივით, რათა წამეკითხა მისი მესიჯი, ოღონდ ამ უნარის გამოყენების შემეგ, მე მეტად ვეღარ შევძლებ მის ნახვას

და  აი, მორიგი ახალი წლის წინა დღეს, როცა მან ფანჯარაზე მორიგი მესიჯი დატოვა და შუაღამის მოლოდინში დივანზე წამოწოლილს ჩათვლიმა, კვლავ ვესტუმრე.

ერთი სული მქონდა როდის წავიკითხავდი შეტყობინებას, მაგრამ ვიცოდი რა, რომ ამის შემდეგ მეტად ვეღარ ვნახავდი, დიდხანს ვიჯექი დივანთან და ვეალერსებოდი მის თმებს, ვისუნთქვადი მისი სხეულის არომატს, ფრთხილად და ნაზად ვკოცნიდი მის ხელებს…

შემდეგ მივედი ფანჯარასთან. ჩემი ამონასუნთქისგან მინები დაიორთქლა და მე დავინახე წარწერა: გამიშვი, გთხოვ“…

ამ ახალი წლის ღამეს, 12 საათზე, როცა  ირგვლივ ყველას მხიარულება და სადღესაწაულო განწყობა მოიცავს, როცა მთელი სამყარო გაირინდება ახალი წლის პირველი წამის დადგომის მოლოდინში, ის კვლავ ჩამოასხმას ჭიქაში შამპანურს, აცრემლებული თვალებით მივა ფანჯარასთან და დაინახავს წარწერას: გიშვებ!

წყარო: mebonia.com ; გამომგზავნი: გიორგი მელიავა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Discussion2 კომენტარი

Leave A Reply