მილიონერი მეეზოვე

0

ცენტრალურ ჩინეთში მოულოდნელად გამდიდრებული ქალი, რომლის ქონებაც 1,6 მლნ დოლარად არის შეფასებული, მეეზოვედ მუშაობას აგრძელებს.

54 წლის იუი იუჩჟენი ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში ცხოვრობს და 1998 წლიდან მეეზოვედ მუშაობს. ის დილაუთენია დგება და შინ გვიან ღამით ბრუნდება. მისი მოვალეობა 3 კმ სიგრძის საავტომობილო გზის დაგვაა.
მრავალი წლის შრომის შედეგად ქალმა ქმართან ერთად მოახერხა და სამი სახლი აიშენა. როცა 2008 წლიდან მიკრორაიონში მიწების გამოთავისუფლება და მოსახლეობის გასახლება დაიწყო, იუის ოჯახმა კომპენსაციად სხვა რაიონში 21 ახალი ბინა მიიღო, რომელთა ფასმაც 10 მლნ იუანი (დაახლოებით 1,6 მლნ დოლარი) შეადგინა.

ER1

გამდიდრების მიუხედავად, ქალს სამსახური არ მიუტოვებია და თავის შვილებსაც არ ეხმარება, რადგან მიაჩნია, რომ უსაქმურობა ადამიანზე ცუდად მოქმედებს. თავად კი მეეზოვეობას მანამ აპირებს, სანამ ჯანმრთელობა ამის საშუალებას მისცემს.

ER2

“როგორც ვცხოვრობდი უფულოდ, ფულითაც ისევ ისე ვიცხოვრებ. სიღარიბეში გატარებული დღეების დავიწყება არ შეიძლება”, – ამბობს ჩინელი მეეზოვე და მოკრძალებულ ცხოვრებას აგრძელებს.

ER3

33 წლის ვაჟსა და 24 წლის გოგონას კი მიუთითებს, რომ არ გაზარმაცდნენ. ამასთან, უძრავი ქონების იმედი არ ჰქონდეთ. მისი ვაჟი უხანის ერთ-ერთი ტურისტული ფირმის მძღოლად მუშაობს. “მეტად მადლიერი ვარ დედაჩემის, რადგან თავისი მაგალითით მაჩვენებს, რომ სიზარმაცე სირცხვილია” – აცხადებს ის.

ER4

გოგონა კი დროებით სამუშაოზეა ერთ-ერთ კინოთეატრში. მან დედას სთხოვა, ბიზნესის დასაწყებად საწყისი კაპიტალი მიეცა, თუმცა მტკიცე უარი მიიღო.

ER5

“დედაჩემის პოზიცია ნათელია, სურს, რომ საარსებო სარჩო ჩვენი შრომით მოვიპოვოთ და იმ ბინების იმედი არ გვქონდეს”, – დასძენს იუის გოგონა.

ER6

ავტორი: დუდანა ზაქარაია

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Leave A Reply