„მითხრეს „იმედში“ ჩიტიც ვერ შეფრინდებაო და შენ იქ როგორ მოხვდებიო“- შოთა ბალარჯიშვილის დასაქმების ისტორია

0

შოთა ბალარჯიშვილი ჩემი მეგობარია. მის საოცარ და შთამაგონებელ ისტორიას ყველგან ვყვები და ახლა მინდა თქვენც მოგიყვეთ ის, თუ რა გააკეთა თავისი ოცნების ასასრულებლად, სოფლიდან მარტო ჩამოსულმა ბიჭმა. მართალია შოთა დღეს, არც ახალგაზრდა მილიონერია, არც BBC-ის წამყვანი და არც ცნობილი მსახიობი, თუმცა მისი ისტორია ნამდვილად ჩაგაფიქრებთ, იმაზე თუ რამდენად გინდათ თქვენ თქვენი ოცნების ასრულება და რას აკეთებთ ამისთვის.

ბავშვობაში ყველას გვყოლია ჩვენი კუმირები, ისინი პოპ ვარსკვლავები, მსახიობები ან სუპერ გმირები იყვნენ, თუმცა ალბათ უცნაურად მოგეჩვენებათ, რომ პატარა ბიჭი ყოველ დღე ტელე ეკრანზე საინფორმაციო გამოშვების წამყვანს ელოდებოდეს.

სულმოუთქმენლად ველოდი ქრონიკის დაწყებას. ის ემოცია ახლაც შემომრჩა, როდესაც ცისფერ ეკრანზე ქრონიკის ქუდი და წამყვანი გამოჩნდებოდა. სწორედ მაშინ ვგრძნობდი, რომ ჩემი მომავალიც ამ პროფესიას უკავშირდებოდა, თუმცა ტელევიზია მიუწვდომელი ოცნება იყო. მე სოფელ ქვემო ბოდბეში დავიბადე და გავიზარდე, ხოლო თბილისში მხოლოდ ექსკურსიაზე ჩამოვდიოდი. ამიტომ ტელეკომპანია „იმედის“-კენ მიმავალი გზაც, კი არ ვიცოდი“,-შოთა.

ეს აბავი ერთი შეხედვით მხატვრული ფილმის სცენარს ჰგავს, მაგრამ ეს ერთი რეალური ბიჭის ისტორიაა, რომელიც 3 წლის განმავლობაში, ყოველ შაბათ-კვირას სოფლიდან ჩამოდიოდა და ტელევიზიაში უხელფასოდ მუშაობდა.

33ჩემი ოცნების ასახდენად ჯერ როგორმე ტელევიზიაში უნდა შემეღწია. ვოცნებობდი იქაურობის ნახვაზე. ბევრი ფიქრის შემდეგ საინფორმაციო ცენტრ „08“-ში დავრეკე და ტელეკომანია იმედის ყველა ნომერი გავიგე. მაშინ სახლში ტელეფონიც არ მქონდა და ყოველ დღე მაღაზიაში დავდიოდი, 20 თეთრს ვიხდიდი და იმედის ყველა ნომერზე ვრეკავდი. ზოგჯერ არ მპასუხობდნენ, ზოგჯერ დამცინოდნენ, ზოგჯერაც ყურმილს უკომენტაროდ მიკიდებდნენ. ყველა მეუბნებოდა, რომ იმედში ჩიტიც ვერ შეფრინდებაო და შენ იქ როგორ მოხვდებიო. თუმცა მჯეროდა რომ ჩემი ოცნება მაინც ამიხდებოდა. 1 თვიანი მცდელობის შედეგად, ტელეფონზე ხათუნა მუჯირმა მიპასუხა, მან კი ბატონ რამაზ გიორგიშვილთან გადამამისამართა. სწორედ ის გახდა ჩემი ექსკურსია მძღოლი ტელეკომპანია იმედში“,-შოთა.

შოთამ არ იცოდა თბილისის გზები და არც ის, თუ როგორ უნდა მისულიყო იმედში, მაგრამ შაბათ დილით, ემოციებისგან გაბრუებული, სამარუტო ტაქსში ჩაჯდა და თბილისში ჩამოვიდა.

სამგორში ნათესავი უნდა დამხვედროდა, სწორედ მან მიმიყვანა იმედში. როცა შორიდან ეს ლოგო დავინახე, ვეღარ ვითმენდი, შიგნით შევარდნა დაუყოვნებლივ მინდოდა. ქრონიკის სტუდიამდე სულ რამდენიმე მეტრი მაშორებდა და უცებ მე და ჩემი ექსკურსია მძღოლი ზუსტად იქ აღმოვჩნდით. მაშინვე წამყვანის სკამზე დავჯექი და ჩუმად ვთქვი „თქვენ უყურებთ ქრონიკას 11 საათზე, სტუდიაში შოთა ბალარჯიშვილი მუშაობს“. შემდეგ გავიცანი წამყვანები, დავათვალიერე სტუდიები, ვნახე, თუ როგორი იყო „ნიუს რუმი“. დამიჯერეთ ეს უნდა ნახოთ, სიტყვებით რთულია გადმოქცეთ ის ემოცია, ის დაძაბულობა და ქაოსი, რაც იქ ტრიალებს. ყველა დარბის, რათა მოასწროს ტექსტის დაწერა და მონტაჟი. ამ აჟიოტაჟშიც ექსკურსია დასასრულს მიუახლოვდა და მეგონა, რომ ეს ჩემი უკანასკნელი დღე იყო იმედში. თუმცა არ დავნებდი და წამყვანებთან კონტაქტი შევინარჩუნე. ვწერდი საინფორმაციო ტექსტებს, მათ ვუკავშირდებოდი და ვუკითხავდი. ასე გრძელდებოდა მანამდე, სანამ ერთი კაცის სახელი და გვარი არ გავიგე პაატა კაკაურიძე. მისი ნომერიც გავიგე და ვთხოვე „იმედში“ სტაჟიორად ავეყვანე. ჩემს ოცნებასთან კიდევ უფრო ახლოს ვიყავი, რადგან ამ კეთილმა ადამიანმა შანსი მომცა, რომ სკოლისგან თავისუფალ დროს, შაბათ-კვირას თბილისში ჩამოვსულიყავი და იმედში მევლო.

3 წლის განმავლობაში სოფლიდან ყოველ დილით ჩამოვდიოდი და ყველაზე ადრე მივდიოდი იმედში, შეიძლება ითქვას დაცვას ვაღვიძებდი. ჩემს მერე მოდიოდნენ ჟურნალისტები, წამყვანები და პროდიუსერები. მახსოვს იტყოდნენ -„ჩამოსულა ეს უკვე?“. ასე ვცდილობდი მესწავლა ჟურნალისტობა და მიმეღო მეტი პრაქტიკა“,-შოთა.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლის მოსწავლემ თავისი დაჟინებული მცდელობით მიაღწია თავის პატარა მიზანს, მან ყველაფერი ერთ დღეს დაკარგა,როცა იმედიდან ყველა თანამშრომელი დაითხოვეს. თუმცა მან ფარხმალი არ დაყარა და ბედი მაესტროში სცადა. სკოლის დასრულების შემდეგ, კი თბილისში, პარალელურად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ჟურნალისტკის ფაკულტეტზე ჩააბარა.

თბილისში ცხოვრება ცოტა გამიჭირდა, საჭირო იყო ფული, მე კი მაესტროში პრაქტიკანტად ვმუშაობდი. ვეძებდი შემოსავლის წყაროს და მუშაობა დასუფთავების სამსახურში დავიწყე. არც მიფიქრია იმაზე, თუ რას იტყოდნენ სხვები, ისე ავიღე ცოცხი ხელში. ვგვიდი თბილისის ქუჩებს და ვცდლიდი ნაგვის ურნებს. ეს მაძლევდა ძალას, რომ ჩემი ოცნებისთვის მებრძოლა. იმ პერიოდში უკვე მაესტროშიც აღარ ვმუშაობდი, იქიდანაც სხვეთან ერთად, რეორგანიზაციის დროს გამომიშვეს.

44

როდესაც სამსახურს ვასრულებდი და ყველაფერს დავასუფთავებდი, დაღლილი იმედთან მივდიოდი და გარეთ ვჯდებოდი, ამითაც კმაყოფილი ვიყავი. თუმცა კვლავ უკან დაბრუნებაზე ვოცნებობდი.

ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ გითხრათ შოთა კვლავ იმედშია, ის კვლავ სტაჟიორად მუშაობს და კვლავ თავისი ოცნებისთვის იბრძვის.

მე ისევ აქ ვარ, სადაც მიხარია ყოფნა და თითოეული ადამიანი მიმყვარს, იმიტომ, რომ იმედელია. ვაგვრძლებ იმ გზას რაც წლების წინ დავიწყე, მივდივარ ბევრი დაბრკოლებით, ბევრი უარით, ბევრი ცინიზმით, მაგრამ მიზანი ერთია! ადრე თუ გვიან მე გავხდები ქრონიკის წამყვანი. აი შენ, ვინც ახლა ამას კითხულობ, არ ვიცი რა გგონია, ან რა ემოციას იწვვევს ჩემი ისტორია შენში, თუ იმ აზრზე ხარ, რომ რაღაც შეუძლებელია, მე გეტყვი, რომ შეუძლებელი არაფერია. დაისახე მიზანი, არ მოეშვა და მიდი ბედნიერების მწვერვალამდე, როდესაც სამყაროც შენთან ერთად ბედნიერი იქნება.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply