მითი გონებრივი შესაძლებლობების 10%-ის გამოყენებაზე

0

საკმაოდ დიდი ხანია, არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანი საკუთარი გონების მხოლოდ 10%-ს გამოიყენებს. თუმცა, აზრები ამ საკითხზე განსხვავდება: მეცნიერების ერთი ნაწილი თვლის, რომ ადამიანი გამოიყენებს გონების არა 10, არამედ 7%-ს. სხვები ამბობენ, რომ ჩვეულებრივი ადამიანები გონებას მხოლო 5%-ით გამოიყენებენ, ხოლო აინშტაინის მსგავსი გენიოსები 10%-ით. არსებობს ჰიპოტეზა, რომ ადამიანს შეუძლია ტვინის გამოყენების მაჩვენებლების გაზრდა. რაც არ უნდა იყოს, დღესდღეობით, გონების გამოყენების პროცენტი, მითის თანახმად, ძალიან მცირეა მის ყველა შესაძლებლობასთან შედარებით.

მითის წარმოქმნის ერთ-ერთი ვერსიის სახით, წარმოგიდგენთ 2 ფილოსოფოსის – უილიამ ჯეიმსისა და ბორის საიდის ნამუშევრის შედეგებს. 1890 წელს, მათ შეიმუშავეს ბავშვის დაჩქარებული განვითარების თეორია. შესწავლის ობიექტი იყო ბორის საიდისის ვაჟი, უილიამი. მათი მუშაობის შედეგად, ვუნდერკინდის IQ-მ მაქსიმალურ ნიშნულს, 250-300-ს მიაღწია. თვითონ უილიამი ამტკიცებდა, რომ ადამიანების საკუთარი გონების პოტენციალის მინიმუმს იყენებენ. პროფესორი ჯეიმსი კი ამბობდა, რომ ეს მინიმუმი ზუსტად 10%-ს შეადგენს.

ინტელექტის განვითარების საკითხზე გადასვლისას, უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი განვითარება რეალურადაა შესაძლებელი განსაზღვრული სავარჯიშობის მეშვეობით. თუმცა, გონების ნაწილობრივი გამოყენების იდეას არ აქვს სერიოზული საფუძველი. ბოლო მონაცემების თანახმად, გონების ყველა ნაწილი პასუხისმგებელია გარკვეული ფუნქციის შესრულებაზე და ჯერჯერობით არაა ნაპოვნი ისეთი ნაწილი, რომელიც არაფერზეა პასუხისმგებელი.

ახლა კი, ვისაუბროთ გონების 10%-ის გამოყენების მითის უარყოფაზე. ამერიკელმა ნეირობიოლოგმა, ბარი გორდონმა განაცხადა, რომ 10%-ის მითი არის აბსურდული. ამის დასამტკიცებლად, მან რამდენიმე მიზეზი მოიყვანა. პირველ რიგში, თუ დაზიანებულია გონების არაგამოყენებადი ნაწილები, მაშინ მისი აქტივობაც არ უნდა დაირღვეს, თუმცა მცირე დაზიანებაც გამოიწვევს მუშაობის დარღვევას. მეორე ტვინის ფუნქციონირება ენერგიის დიდი რაოდენობის დამხარჯველი პროცესია, ე.. ის 90%, რომელსაც არ გამოიყენებს ადამიანი, დროის განმავლობაში გაქრებოდა და ტვინი დაპატარავდებოდა. მესამეტომოგრაფიის გზით აღმოაჩინეს, რომ გონების არააქტიური ნაწილები ჩნდება მხოლოდ ტვინის დაზიანების შედეგად. და მეოთხეც – როგორც უკვე აღვნიშნეთ, თითოეული ნაწილი ასრულებს თავის ფუნქციას და „არამომუშავე“ ნაწილი, უბრალოდ, ვერ აღმოაჩინეს.

ნეირობიოლოგსა და ფსიქოლოგს, ბარი ბეიერშტეიენს, თავის მხრივ, ასევე მოჰყავს 10%-ის მითის უარმყოფი არგუმენტები.

ტვინის დაზიანებების შესწავლამ აჩვენა, რომ მცირე ტრავმებსაც რთული შედეგებისკენ მივყავართ.

იქიდან გამომდინარე, რომ ტვინს ჟანგბადის დიდი რაოდენობა და არსებული ენერგიის თითქმის 20% სჭირდება, ტვინის „თავისუფალი“ 90%-ის არსებობისას, ევოლუციის პროცესში უპირატესობა იმათ მხარეზე იქნებოდა, ვისაც უმცირესი, მაგრამ უფრო ეფექტური გონება ჰქონდათ.

თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას აძლევენ მეცნიერებს, დაარეგისტრირონ ცალკეული ნაწილების ნეირონების აქტივობის განსაკუთრებულობა და თვალყური ადევნონ იმას, თუ როგორ მიმდინარეობს ერთი უჯრედის სიცოცხლისუნარიანობის პროცესი. თუკი ტვინის 90% უმოქმედო მდგომარეობაში იქნებოდა, აპარატები ამას მაშინვე დააფიქსირებდნენ.

ტვინის უჯრებს აქვს ასეთი მახასიათებელი: როდესაც დიდი დროის მანძილზე არ გამოიყენებენ, უბრალოდ, კვდებიან.

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ეს თემა მაინცაა აქტუალური თანამედროვე სამყაროში და მთავარი ორგანოს მინიმულური გამოყენების იდეამ საფუძველი ჩაუყარა რამდენიმე მხატვრულ ფილმს: „გაზონის მთიბავი“ (1992) , „სიბნელის ოლქი“ (2011), „ლუსი“ (2014).

ზემოაღნიშნულიდან ჩანს, რომ 10%-ის მითს, როგორც მოწინააღმდეგეები, ასევე მომხრეებიც ჰყავს. ვის პოზიციას დაიკავებთ, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply