მთავარია ვინ გყავს ხელმძღვანელი

0

კურდღელი ზის და წერს.

გამოიარა მგელმა და ეკითხება კურდღელს:

– რას აკეთებ?

– საკურსოს ვწერ.

– რა თემაზე წერ საკურსოს?

– როგორ შეჭამა კურდღელმა მგელი.

– ეს როგორ?

– წამოდი და განახებ.

წაიყვანა მგელი კურდღელმა და ცოტა ხანში მარტო დაბრუნდა, გააგრძელა წერა, გამოიარა დათვმა, ეკითხება კურდღელს.

– რას აკეთებ?

– საკურსოს ვწერ.

– რა თემაზე?

– როგორ შეჭამა კურდღელმა დათვი?

– ეს როგორ?

– წამოდი და გაჩვენებ.

წაიყვანა კურდღელმა დათვი და ცოტა ხანში ისევ დაბრუნდა მარტო.

რა ხდება? წევს გამძღარი ლომი, წინ უყრია დაფლეთილი მგელი და დათვი და არხეინად შეექცევა.

მორალი:

მთავარი ის კი არ არის ვინ და რა თემაზე წერ საკურსოსს, არამედ მთავარია ვინ გყავს ხელმძღვანელი.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply