Connect with us
ნიღაბი

ბედნიერება

მე “ნიღაბი” ვარ!

ნუ მოგატყუებთ ჩემი დღევანდელი სახე, ათასობით ნიღაბს ვატარებ. მე არც ერთი არ ვარ. ნუ მოტყუვდები, ღმერთის გულისთვის!

გიქმნით ძლიერი, თავდაჯერებული და ცივი ადამიანის წარმოდგენას, თითქოს არავინ მჭირდება. თუმცა ნუ დამიჯერებთ.

ამ ყველაფრის უკან რეალური მე დგას. დაბნეული, მშიშარა, სიმარტოვეში მყოფი. ამიტომაც ვქმნი ნიღაბს, რომლის უკანაც ვიმალები, რომელიც ერთი შეხედვისგან მიცავს.

იმ მზერისგან, რომელსაც ჩემსავე აშენებული ციხის კედლებიდან გამოხსნა შეუძლია. გულის სიღრმეში, საკუთარ თავზე სულ სხვა წარმოდგენა მაქვს. არ ვფიქრობ, რომ კარგი ვარ, ძლიერი ვარ ამიტომაც მაქვს უარყოფის შიში.

ამიტომაც მჭირდება ნიღბების პარადი. უაზროდ ვსაუბრობ შენ წნაშე. უამრავ სისულელეს გეუბნები. მათგან უმეტესობა სინამდვილეს არ შეესაბამება.

გთხოვ, ყურადღებით მომისმინე და ეცადე გაიგო ის, რასაც არ ვამბობ. მე ნამდვილად მინდა გულწრფელი ვიყო. დამეხმარე ვიყო ,,მე’’.

დღითიდღე უფრო კეთილი ხარ, მეტად მამხნევებ. ყოველდღე ცდილობ გამიგო, იმიტომ რომ ნამდვილად ზრუნავ ჩემზე. ჩემი გული ფრთებს ისხამს.

ჩემი გაურკვევლობისგან გათავისულება მხოლოდ შენს თანაგრძნობას შეუძლია.

ეს არ იქნება შენთვის მარტივი. რაც უფრო მიახლოვდები უფრო შორს მივდივარ.

თუმცა ვიცი, რომ სიყვარული ნებისმიერ ძლიერ კედელზე ძლიერია. აქ არის ჩემი ერთადერთი იმედი.

გთხოვ, ამ კედლების დანგრევა შენი მტკიცე, კეთილი ხელებით სცადე.

გაინტერესებთ ვინ ვარ? მე ყველა ადამიანი ვარ, ვისაც შეხვდები.

მე ,,შენ’’-ც ვარ.

უცნობი ავტორი

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: ბედნიერება

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ