მე მჯერა საკუთარი თავის !

0

     ვფიქრობ, როგორც ცნობილი, ასევე უცნობი ადამიანების დღიურები ერთნაირად საინტერესოა, რადგან ადამიანები დღიურის წერისას ყველაზე გულწრფელები და უბრალოები არიან. მეც ასეთი ადამიანი ვარ. ზოგჯერ აივანზე ვფენ სარეცხს, ზოგჯერ იატაკს ვხეხავ, ზოგჯერ კი დედოფალივით ჩამოვდივარ სახლის კიბეებზე და წვეულებაზე მივდივარ.

  ამ დილით კი ჩემი შვილი წავიყვანე ბაღში.მე თბილი ჟაკეტი მეცვა,მას თბილი სვიტერი.ფეისბუქზე ჩვენს ფოტოზე დატოვებული კომენტარი მახსენდება ახლა და მეღიმება.უცნობმა ადამიანმა მე და ლუკას მოგვწერა – ” თითქოს დედა -შვილი ერთია,დედაც შვილის ტოლია და შვილი დედისხელააო.” ლამაზი და საინტერესო სიტყვებია. მინდა ჩემი შვილის სვიტერში შევიმალო და მთელი დღე მასთან გავატარო,მაგრამ მეორე კვირაა სამსახურს ვეძებ.დროა სამსახურის ძებნის პროცესი გავაგრძელო და ჩემი შვილი საღამოს ჩავიკრა გულში.საღამოს ისევ შევძვრებით საბნის ქვეშ ერთად და ზღაპრებს  მოვუყვებით ერთმანეთს.

    ადამიანი არასდროს არ არის მარტო.სადაც მიდიხარ ყველგან საკუთარ თავს დაატარებ. შენი საუბარი, განათლება,ცოდნა და  პროფესიონალიზმი ამა თუ იმ საქმეში,ის უნარებია,რომელიც სასურველი სამსახურის ძებნაში გეხმარება.ასევე ვცდილობ კარგად გამოვიყურებოდე.საქმიანი ქალბატონის ჩანთა მიჭირავს ხელში,საინტერესო პორტფოლიო მაქვს.ყვავილები,ფოთლები,წიგნები ,ყველაფერი დამაქვს თან.

 რამდენიმე წელი ერთ ფირმაში ვმუშაობდი ოფის – მენეჯერად.თავიდან,მხოლოდ ყავის მომზადება მევალებოდა.მთელი დღეები ყავას ვამზადებდი.ვიცოდი,რომ მეტის გაკეთება შემეძლო,რომ ნებისმიერი სირთულის დაველება შემეძლო შემესრულებინა,მაგრამ ამის გამო,არასდროს გულგრილად არ მოვქცეულვარ სამსახურში. უდიდესი პასუხისმგებლობით ვასრულებდი ჩემს მოვალეობას.ამასთანავე შევისწავლე ოფისის საქმეები,გავიარე ბუღალტერიის კურსები და შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს,მაგრამ ზუსტად ორ წელში  იმავე ფირმის კომერციული დირექტორი გავხდი.მე მიყვარდა ჩემი საქმე, ყოველ დღე ვითარდებოდი და ვდგამდი წარმატებისკენ ნაბიჯებს.ახლა კი ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყო,ვიცი ძნელია,მაგრამ მე მჯერა საკუთარი თავის.ამიტომ მივმართავ იმ ადამიანებს,რომლებიც ცხოვრებას ნულიდან იწყებენ –  იყავით მიზანსწრაფულები,გჯეროდეთ საკუთარი თავის და დღეს თუ არა, ხვალ, აუცილებლად გაგიმართლებთ.

    დღეს მართალია ცივი და ქარიანი ამინდია,მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც გავედი სახლიდან და სამსახურის ძებნა გავაგრძელე.ამჯერად “თბილისი მოლში”,ერთ-ერთ წიგნების მაღაზიაში ვიყავი გასაუბრებაზე.არ მითქვამს მათთვის,რომ წერა მიყვარს,არც ის რომ წიგნს ვწერ და ეს წიგნი გულით დამაქვს. უბრალოდ ჩემი საყვარელი წიგნების შესახებ ვისაუბრე.მითხრეს,რომ დამიკავშირდებიან.იმედით სავსე წამოვედი სახლში.ნამდვილად გიჟური ქარი ქროდა.ერთ-ერთ კაფეში შევედი და ყავა შევუკვეთე.ყავა კი უფასოდ მომართვეს,რადგან დღეს ყავის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.მაგარია – გავიფიქრე.ყავის ჯადოსნური მარცვლების არომატმა გაათბო ჩემი გული.ახლა ჩემს ირგვლივ დასაქმებული ადამიანები არიან.ყველა საკუთარ საქმეს ასრულებს.საქმეში არიან გართული და ფუსფუსებენ.კარგია – ვფიქრობ.მეც ვაგრძელებ ოცნებას და გული იმედით მაქვს სავსე.

კომენტარები

შეთავაზებები

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Leave A Reply