მე თავისუფლება წამართვეს, მაგრამ შენი სიყვარული ვერა…წერილი ნინო ჭავჭავაძეს ალექსანდრე გრიბოედოვისგან

2

„გრიბოედოვმა ხელი ნინოს მოულოდნელად თხოვა. ქალს არ ახსოვს როდის განუცხადა თანხმობა, ნერვიულობდა, მათმა სიყვარულმა წლებს გაუძლო. ნინო 17 წლის დაქვრივდა, შავები ჩაიცვა და მას შემდეგ არც გათხოვილა.

მან იცოდა,რომ ვერც ერთ მამაკაცთან ვეღარ განიცდიდა იმავე გრძნობას, რასაც თავის ძვირფას ალექსანდრესთან განიცდიდა“

მე თავისუფლება წამართვეს, მაგრამ შენი სიყვარული ვერაშენ ერთხელ მითხარი: ადამიანი თავად არისო ტაძარი, მე ახლა გავიგე იმ შენი გრძნეული სიტყვების ჭეშმარიტი აზრი. შენ ხარ ჩემი ტაძარი ჭეშმარიტი, მე სალოცავად მოვსულვარ შენთან შენ ხარ ხატისაღვთო სანთლის დასანთებად მოვედი შენთან. მიახლება შენს სულთან ღმერთთან მიახლებას თუ შეედრება ნინო! სხვა ბადალი მას ამ ქვეყანაზე არ გააჩნია

სიყვარული არის მუსიკა! მაგრამ რა არის შენთან ფილდის, ბახის, ბეთჰოვენის, შუბერტის, მოცარტის მუსიკაშენ ყოველივე ამაზე უფრო ნატიფი და მშვენიერი ხარ ჩემთვისდა ამიტომ გეტრფი ღმერთ შენ იცი, ნინო, გონებაა სამყაროსი. გონება ენაა ღმერთისა, ამ სამყაროში სიტყვებს ვეძებ მე, რომ შენი ღვთაება უკვდავყო.

მე რომ მხატვარი ვიყო,მხოლოდ შენი ფრესკებით მოვახატავდი საქართველოს ციხეტაძრებსშენ იციმე თანამედროვეობაში ვერ ვპოვე ის, რასაც ვეძებდი, ამიტომ წარსულში ვაპირებდი გაქცევას. ვერც ამან მიშველა. მერე ბუნებასთან ვაპირებდი შერწყმას, როგორც მინდია, ვერც ამაში ვპოვე შვება. ახლა მივხვდი, ადამიანის ხსნა სიყვარულშია, ეს არის უზენაესი ღვთაებრივი არსი, რაიც ადამიანს მხოლოდ ღვთაებრივ ხილვათა ჟამს გამოეცხადება. შეყვარებული ადამიანი ღმერთია! ამ სიყვარულის განსახიერება ჩემთვის შენა ხარ, ნინო! შენ ხარ ჩემი ჯვარი და სვეტიცხოველი, ვარძია და ნიკორწინდა!

მე მინდა ვიყო ერთდროულად პეტრარკაც, დანტეც, შექსპირიც, ჰაფიზიც, საადიც, ფირდოუსიც, რომ შენი სილამაზის სადარი ჰიმნი ვთქვა, ჰიმნი სიყვარულისა! მაგრამ ვაი, რომ ეს შეუძლებელია! შენვეფხისტყაოსნიდანშუქად ამოფრქვეული ნესტანი ხარ. მე კი შენი ხელი მიჯნური. ახლა ქაღალდი სახარებაზე მაქვს გადაშლილი და ისე ვწერ ამ ბარათს, ეს იმას ნიშნავს ღმერთს ესმის ჩემი ყოველი სიტყვა.

შენს გასაგონად ვამბობ ნინო, მიყვარხარ შენ მხოლოდ შენ, ცაშიც და მიწაზეც, თავდავიწყებამდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, შენი ვარ მხოლოდ!

კურთხეულ იყოს ის დღე და ის საათი, ის წამი, ის გულის ფეთქვა, როდესაც ვიგრძენ, რომ შენ მიყვარხარ!…

კურთხეულ იყოს სიყვარული და უკვდავება!

მოკვდავთა გაუკვდავება სიყვარულს ძალუძს მხოლოდ,

ღმერთი სიყვარულია და ღმერთი იგი შენშია! როცა ამას წაიკითხავ ტაძარში სანთლები დაანთე და ჩვენს სიყვარულზე ღმერთს ესაუბრე.

დღეს ნინო ჭავჭავაძის დაბადების დღეა.

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion2 კომენტარი

  1. ეს ის ნინო ჭავჭავაძე არაა, გრიბოედოვის ცოლი, გაცილებით გვიანდელი ნინო ჭავჭავაძეა, სრულიად სხვა პიროვნება. ეგება გადავამოწმოთ ხოლმე ინფორმაცია რა :))

  2. დიანა გამარჯობათ, სურათზე ნამდვილად სხვა ნინო ჭავჭავაძეა სწორად ბრძანეთ. წერილი კი ზუსტია და ტექსტის სიზუსტე ნამდვილად გადამოწმებულია. და თქვენ სხვას რომ უთითებთ “ყოვლისმცოდნე” ტონალობით, ხომ შეგიძლიათ ჯერ კითხვა დასვათ, იქნებ გადამოწმებულია?! გმადლობთ.

Leave A Reply