მე დავიბადე ლიდერად! (გიორგი ღვინიანიძე)

0

დიახ, ასეთად დავიბადე!
არ გჯერათ?
ხანდახან არც მე მჯერა, მაგრამ ცხოვრებისეული გამოცდილება მარწმუნებს ხოლმე.

 არიან ლიდერები, არიან შემსრულებლები – ეს ყველამ ვიცით, მაგრამ არიან მესამე კატეგორიის ადამიანები – ჩემნაირები. ვინ არიან ისინი?
მათ  ზოგჯერ რუხ კარდინალს უწოდებენ, ზოგჯერ გოფსეკის კომპლექსით შეპყრობილებს,
    ისინი არ ცდილობენ, ლიდერის სახელის მოპოვებას, მაგრამ ფაქტობრივად, მართავენ რაღაც სფეროს და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ სფეროს ლიდერებსაც კი. გარეგნულად მეტი რომ არ შეიძლება, ისე მოკრძალებულად გამოიყურებიან. საკუთარ თავთან დარჩენილები კი ტკბებიან ჩუმი ძალმოსილებით.
    როგორც წესი, ისინი კარგი შემსრულებლები არიან, კარგი  მგეგმავებიც, მაგრამ არ სურთ ან არ შეუძლიათ გაუმკლავდნენ იმ  პიროვნულ პასუხისმგებლობას,  ლიდერობისთვის აუცილებელი  რომ არის.
     ბერნის თეორიას თუ მოვიშველიებთ, ისინი ,,მოზრდილებად ვერ იქცნენ,. რაღაც  ობიექტური და სუბიექტურ მიზეზთა ერთობლიობის გამო და მეოცნებე ბავშვის ფაზაში ,, გაიჭედნენ’’.
    ,, მე მოვიფიქრე, ეს კარგი და საინტერესოა, წარმატების მომტანიც, ამ  იდეას მე ლიდერს მივაწვდი. მოვაწონებ, განახორციელებს – ხომ კარგი, არ განახორციელებს? – ცოტათი გული კი დამწყდება, მაგრამ სხვის მოფიქრებას რა უნდა!
       თუ    ლიდერმა განახორციელა და წარმატებას მიაღწია –  დაე,  ეს წარმატება მის სახელს დაუკავშირდეს, თუ დამარცხდა –   თავისი ბრალი იქნება. მე აზრი  მოვიფიქრე, დავამუშავე, მივაწოდე,  გადაწყვეტილება – მთავარი რამ მის კისერზეა!’’
     ასეთი ადამიანებისთვის პრობლემა, რომლის  ამოხსნასაც ცდილობენ, რაღაც,  მაგალითივითაა ,,გასართობი მათემატიკის’’ ან  საჭადრაკო  ამოცანების კრებულიდან  ,მაგალითად ასეთი ,, თეთრები იწყებენ და იგებენ’’ . მათ არ აინტერესებთ  არაფერი, რაც ხელს არ უწყობს ან არ უშლის წარმატების მიღწევას.
      ზნეობა? – აინტერესებთ  მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამოცანის პირობა შეეხება მას.
     მაგალითად,  თუ საკითხი ასე დგას:  ,,როგორ ავამაღლოთ ზნეობა  სექსუალური მომსახურების სფეროს მუშაკებში’’.
      თუ ამის   დაგეგმარებას შეეცდება, მისგან სრულიად არაორდინარულ რჩევებს ელოდეთ!
    შეუძლიათ თუ არა, ჩემნაირი წყობის ადამიანებს, ღია ლიდერობაც გასწიონ?
   თქვენ წარმოიდგინეთ შეუძლიათ, ოღონდ ერთი პირობით. – ეს სამუშაო დროებითი უნდა იყოს და  დროებითვე ,,იქ არ მყოფი’’ ლიდერის ავტორიტეტი უნდა უწყობდეთ ხელს,
     ანუ – პასუხისმგებლობა – ისევ  იმ ,,დროებითიქარმყოფის’’ მხრებზე უნდა დაწვეს,
რომ  ვადის გასვლის შემდგომ  მშვიდი ამოსუნთქვისა და ახალ-ახალი ამოცანების   ამოხსნის სურვილი არ დაგვეკარგოს.
 თქვენ ასეთი არა ხართ?
იქნებ ხართ კიდეც,  მაგრამ ამაზე არ გიფიქრიათ!

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply