„მე არ მჯერა უიღბლობის“ –ოპრა უინფრი

0

ოპრა უინფრი პირველი შავკანიანი მილიარდელი ქალია კაცობრიობის ისტორიაში და ნათელი მაგალითი ადამიანისა, რომელმაც იმპერია ნულიდან შექმნა. აი, რას გვირჩევს წარმატების მისაღწევად ცნობილი ტელეწამყვანი:

1.როგორიც უნდა იყოს თქვენი მიზანი, მიაღწევთ, თუ შრომას არ დაიზარებთ.

2. ენდეთ საკუთარ ინსტიქტებს. ეს ყველაზე ბრძნული რამ არის ცხოვრებაში.

3. მხოლოდ ის ადამიანები შემოიკრიბეთ გარშემო, რომლებიც აღმასვლაში დაგეხმარებიან.

4. თუ აკეთებთ საქმეს, რომლისთვისაც ფულს არ გიხდიან, გაიხსენეთ, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ხართ.

5. მადლიერი იყავით იმის გამო, რაც გაქვთ და საბოლოოდ მეტს მიიღებთ. თუ ყურადღების კონცენტრირებას იმაზე ახდენთ, რაც არა გაქვთ, არასდროს არაფერი იქნება თქვენთვის საკმარისი.

6. მე არ მჯერა უიღბლობის. უიღბლობა არ არსებობს, თუ მუშაობა სიამოვნებას განიჭებთ.

7. ცხოვრებაში მხოლოდ იმას იღებთ, რაის მოთხოვნასაც ბედავთ. ნუ შეგეშინდებათ უფრო თამამი მოთხოვნების.

8. რაც მეტს გასცემთ, მით მეტს მიიღებთ.

9. ყოველთვის ვიცოდი, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს. მჯეროდა, რომ 32 წლისა გავმდიდრდებოდი.

10. წარმატების საიდუმლო ის არის, რომ არავითარი საიდუმლო არ არსებობს. იშრომეთ და მიზანსაც მიაღწევთ.

მოამზადა ნინო ოთარაშვილმა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply