მე – არსებობისთვის

1

არსებობს ასეთი რამ, რასაც ცხოვრება ჰქვია, არის შემთხვევები, როცა გტკივა, იტანჯები, არის ბარიერები რისი გადალახვაც გიჭირს, აი მაშინ შენ გაქვს რწმენა რაღაცის, რაც გინდა ის დაარქვი გინდა ღმერთი, ნუ ბევრი სხვა რამესაც ეძახის. ეს რწმენა გაძლევს ძალას, რომ მოიშუშო ტკივილი, მოიპოვო ბედნიერება, გადალახო ბარიერები. ღმერთის რწმენა შენში არის სტიმულატორი, რომელიც გქოქავს და გაძლევს ენერგიას იმოძრაო. -გოგონას ამ სიტყვებზე სიამაყე მოემატა, რადგან ეს მსჯელობა სწორი იყო და უფრო კარგი ვიდრე მას შეეძლო ეთქვა, ფეხები აღარ უკანკალებდა, რაც გამოწვეული იყო აუდიტორიის წინაშე გამოსვლის მორცხვობისა, რომელსაც ემატებოდა ამ ბიჭის გამართული და შემტევი საუბარი. უკვე მედგრად იდგა – მაგრამ ჩემსა და შენს შორის განსხვავება რა არის იცი, მე სტიმულს ღმერთისგან კიარ ვიღებ არამედ ჩემი ჭკუა მაძლევს ძალას ვიფიქრო, ვიაზროვნო და მივაღწიო მიზანს, შენ გჭირდება იმედი, რომ არსებობს რაღაც რაც გადაგარჩენს, მე კი მჯერა ჩემი თავის, რომ თუ სწორად ვიფიქრებ გადარჩენა არ დამჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ მეც მაქვს უამრავი დაბრკოლება და ტკივილი, არ მჯერა რომ, ვინმე ამ ტკივილს ჩემი გარჯის გარეშე შემიმსუბუქებს, და თუ ჩემი გარჯა აუცილებელია ვიღაცის ძლიერების რაღად მწამდეს.

– ღმერთი ფიქრობს ადამიანებზე და გასაჭირშიც გვეხმარება – წამოიყვირა გოგონამ. აღამაფრთოვანა იმ მომენტმა, რომ ეს ამოყვირება ნიშნავდა, ბრძოლის ბოლო წვეთს, თითქოს ეს იყო სიკვდილის ბოლო სიტყვა, მე მაშინ მივხვდი რომ ძლიერი გოგო იყო ის, ტირილისგან თავი ძვლივს შეიკავა, იმიტომ კიარ გადმოღვრიდა ცრემლს, რომ ვერ აძლევდა განმარტებას ბიჭის თავხედობას, არამედ იგი ხვდებოდა რომ მისი რწმენა საკუთარი უსუსურობის გამო იჩაგრებოდა, გოგონას აღიქვამდა თითქოს მის ხელში იყო კაცობრიობის რწმენა და სადაცაა ხელიდან დაუსხლტებოდა.

– არა თქვენ ცდებით, ღმერთი იდეიდან გამომდინარე რომ დაუკვირდეთ, ის არ ფიქრობს, ღმერთმა როგორ შეიძლება იფიქროს, ის რასაც უნდა იმას გააკეთებს, ფიქრით ვფიქრობთ ადამიანები, რადგანაც ვართ ეჭვიანები, ჩვენ გვიჩნდება ეჭვი, რის პასუხსაც ვეძებთ ფიქრის და აზროვნების დახმარებით, ღმერთი ვერ იფიქრებს, მას არ შეუძლია ფიქრი რადგან მას ეჭვი არაფერზე უჩნდება, მან ხომ ყველა და ყველაფერი იცის, მორწმუნეები თქვენივე აზროვნებით უარყოფთ ღმერთს.

– გოგონა ისევ დაიბნა- ვაიმე- იცინის- ღმერთმა ნუ ქნას ათეისტი გავხდე.

აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოვარდა, უცებ ათეისტმა გადაიხარხარა, და ამ უაზრო საქციელმა გოგონას ბოლო დარტყმა მიაყენა, მაგრამ მისმა უნარმა, „იყოს მშვიდი“, გამომაშტერა, მიუხედავად დაცინვისა მან სრულიად მშვიდად, მკაცრი და ამაყი ტონით აღნიშნა მომხდარი უსიამოვნება – უკაცრავად ამ თემაზე სალაპარაკოდ არ გამოვსულვარ და იქნებ შეწყვიტოთ ჩემი დაცინვა.
– არა როგორ გეკადრებათ, შენმა ფრაზამ ერთი აფსურდული გამონათქვამი გამახსენა „მადლობა ღმერთს რომ ათეისტი ვარ“- მიუხედავად იმისა, რომ არანაირ იუმორისტულ შეგრძნებას არ იწვევდა ეს განმარტება, გოგონამ მაინც გაიცინა, თავი დახარა და რაღაცაზე ღიმილმორეულმა დაფიქრდა, უცებ აწია თავი, შეხედა ბიჭს და კითხა.

– სიკვდილის მერე ცხოვრებისაც არ გჯერა?

– საიქიო?.. თქვენ ვერ გამიგეთ, მე ათეისტი ვარ…!
***
კითხვები აღარ იყო. აუდიტორია დავტოვე და წამოვედი, მომეწონა მსჯელობა, მომეწონა ის იდეა, რომ ადამიანმა ის უნდა იცოდეს რასაც აკეთებს, რასაც ფიქრობს, მე არ ვარ ათეისტი, მწამს ღმერთის და ვფიქრობ, რომ შეიძლება ფეხებ დამტვრეული მაგრამ მაინც მივბობღავ რწმენის გზაზე. ის აზრი, თუ – რატომ მწამს ასე დიდსიყვარულით?, პასუხმა შემაშინა. – მე არ მაქვს პასუხი თუ რატომ მწამს. სიმართლე რომ ვთქვა პასუხები როგორ არ მაქვს, მაგრამ ეჭვი, რომ არ გამიჩდეს ჩემივე პასუხებზე, ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, ავტობუსში ავედი, და კონტროლიორს ვკითხე რა ნომერია მეთქი, არ მეცალა ავტობუსის ნომერზე შემეხედა, მე პასუხს ვეძებდი კითხვაზე- რატომ მწამს?

მე-8 კლასში ძმაკაცმა სადღაც წაიკითხა რომ, ადამიანმა უნდა დაისახოს მიზანი, რადგან უმიზნო ადამიანის ცხოვრება არარაობაა და თვითონ ადამიანიც არარაობას არ ჩამორჩება დიდით. სკოლაში ასეთ რამეებს არ მასწავლიდნენ, მეც დავიწყე ფიქრი რა უნდა ყოფილიყო ჩემი მიზანი, ბევრი რამე მოვიფიქრე და როცა დავრწმუნდი, რომ არარაობა აღარ ვარ გავაგრძელე სხვა რამეებზე ფიქრი, ეხლაც ვფიქრობ, და მეცინება იმ ათეისტ ბიჭზე, რომლის დიდი იმედი მაქვს, იმათზე მეტი ვიდრე მორწმუნეებისა, რადგანაც მან იცის რატომ არ სწამს, მე ვხვდები და ვიცი რომ იგი ცდება და აუცილებლად ვიპოვი პასუხს თუ – რატომ უნდა გწამდეს?, მაგრამ ჯერ ერთით ნოლს ვაგებ რადგან მან იფიქრა, მე კი არ მიფიქრია, სამაგიეროდ სამმაგად და ოთხმაგად ეხლა ვფიქრობ, ვეძიებ და იმედია ვპოვებ პასუხს.
***
მესამე დღეც დაღამდა და ვაპირებ დაწოლას. იმ დღის მერე მარტო ძილის წინ ვფიქრობ და ვათენებ ფიქრში, მერე სხვა უამრავი პრობლემა და უაზრო საქმეები მელოდება, რის დროსაც ფიქრი სასიკვდილოა. მეც დავწექი, რელიგია, რომელსაც მე ვეთაყვანები, მასწავლის, როგორ ვიცხოვრო, როგორ მოვექცე მშობლებს, მეზობელს, მეგობარს, როგორ ვიაზროვნო და რაში მეხმარება ეს აზროვნება, ვაკეთო სიკეთე და არა ბოროტება, მოკლედ ჩემი სიკეთის მასწავლებელი წმინდა წიგნიც ერთგვარი კონსტიტუციაა. მივხვდი რომ ათეისტი ცდებოდა.

მე უნდა მეფიქრა იმაზე რასაც წარმოადგენს ჩემთვის რწმენა ღმერთის და არა ზოგადი პასუხი, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს, მე მივხვდი, რომ ჩემი პასუხი უნდა გამომდინარეობდეს ჩემიდან და პასუხიც ინდივიდუალურია.
ცოტა მცივა და საბანი წამოვიხურე თავზე, ასე წოლა მყუდროობის შეგრძნებას მაძლევდა, ამასობაშ ვიპოვე პირობითი, ბანალური და მარტივი ფორმულა – ის რაც მწამს მე, ეს არის სიკეთეზე აგებული. მე იმიტომ მწამს, რომ უბრალოდ ვიარსებო, არა იმიტომ, რომ ვინმე დამეხმარება, არამედ იმიტომ, რომ ერთ მშვენიერ დღეს თავი არ მოვიკლა. მამაჩემმა ერთხელ მითხრა, რომ უნდა იბრძოლო უდიდესისთვის და საშუალოს მაინც ხომ მიაღრწევო, მე ეს ფრაზა არ მომეწონა. ეხლა მივხვდი, რომ მე თუ მწამს ესეიგი მე მივიღწვი მიუწდომლისკენ, უნიკალურისაკენ რასაც ქვია ღმერთი. მე ვუღიმი საყვარელ ადამიანს, იმიტომ კიარა, რომ ეს ასეა მიღებული, არამედ იმიტომ, რომ ეს მას მოეწონა და როცა მას მოსწონს ჩემი საქციელი მე ბედნიერი ვარ , დედას იმიტომ ვეფერები, რომ ეს მას მოსწონს და როცა ის ბედნიერია ეს უკვე მე მაბედნიერებს. იმიტომ კი არ ვქურდობ რომ დამიჭერენ, არამედ შემდეგ, რომ მოსვენებას ვერ ვიპოვი ეგ არ მინდა. სიკეთეს იმიტომ ვაკეთებ, რომ სიტყვა „მადლობა“ გულში მაინც ყველას გააღიმებს: მკვლელსაც და ქურდსაც, მეძავსაც და ნარკომანსაც და ათეისტ ბიჭსაც ხომ ეღიმებოდა ხოლმე გულრწფელად და იმ გოგოსაც .

ყოველ დღე ამ განრიგით ცხოვრება გსიამოვნებს, მაგრამ ადამიანი ხომ გაუმაძღარია, მეც აღარ მყოფნის ამგვარი სიამოვნება, ნარკოტიკივით უფრო მეტს მთხოვ ორგანიზმი, მინდება მეტი სიამოვნების მიღება. მეც უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ როცა მეტ სიკეთეს ვაკეთებ. რადგან როცა ვიღაც იღიმის შენც გეღიმება, ამ დროს შენ ერთი საფეხურით აიწევ და დაიწყებ მეტი სიამოვნების მიღებას, შემდეგ კიდევ ერთი საფეხური მოდის, მეტი გინდა და ისევ ერთი საფეხურით მაღლა ხარ, მაგრამ შესაძლებლობასაც ხომ აქვს საზღვარი, შენ ვეღარ ახერხებ ლომკის დაძლევას, შენთვის ეს სიკეთეები სიამოვნებას ვეღარ გაძლევს, რადგან შენთვის ამგვარი სიკეთე ყოველდღიურობაა, მარტივია, მაგრამ შენ მეტი გინდა, შენი ადგილი აღარაა ამ ქვეყანაზე რადგანაც ამოწურე შესაძლებლობები რაღა დაგრჩენია? – ხიდი რომელიც მდინარეზეა გადებული, ლულა შუბლზე, ყულფი სამზარეულოში ან იქნებ მეტი ფანტაზია აქვს ვინმეს და კარგი რამე მოიფიქროს ან იქნებ ისე ხარ საკუთარ თავზე შეყვარებული ვერ იმეტებ საკუთარ თავს, სამაგიეროდ შენ უმიზნოდ დარჩი, შენ არარაობა ხარ და ბოლოს მაინც ლომკა მოგიღებს ბოლოს, მაგრამ მე ხომ შენგან განსხვავებით მწამს, მე მივაბიჯებ ღმერთისკენ მიმავალ გზაზე, ის მეუბნება, როგორ ვიცხოვრო და რა გავაკეთო. მე რაც სიამოვნებას მაძლევს იგივესაც ხომ ჩემი რწმენა ქადაგებს, მაგრამ მე როგორ ვიკლავ ლომკას?

და აი პასუხიც: თუ იმას მასწავლის ჩემი რწმენა რაც სიამოვნებას მანიჭებს, ესეიგი რწმენაა ის დოზა რასაც ლომკის მოხსნა შეუძლია და მეც მივიწევ ღმერთისკენ მივიწევ და მივიწევ, რადგანაც მწამს არა ვიღაცის ან რაღაცის არამედ მე მწამს ჩემი ბედნიერების და თუ ამ ბედნიერების საშუალებას ღმერთისკენ მიმავალი გზა მაძლევს დაე მწამდეს ღმერთის.

ჩემმა ფიქრებმა მე ის ლომკა მომიკლა, მე ისევ ვფიქრობ და ვაზროვნებ, მაგრამ ადამიანი ხომ იმიტომ ფიქრობს და აზროვნებს რომ ეჭვი ღრღნის. მე მწამს ღმერთის, რადგანაც მიზანი – „მივაღწიო ღმერთამდე“ არის ის ფორმულა, რაც მე მაძლევს არსებობის საშუალებას. დილის 6 საათს ცოტა აკლია, სიცილი დავიწყე უნებურად და ვეღარც შევიკავე, არ ვიცი რატომ, მაგრამ ერთი ფრაზა რომელსაც ვერასდროს ვერ ვიტანდი „ ღმერთი რომ არ ყოფილიყო უნდა გამოგვეგონა“ უკვე მომწონს, ისე მომწონს რომ ჩემი ცხოვრების კრედოც კია.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Discussion1 კომენტარი

  1. თამუნა თურმანიძე

    ძალიან საინტერესოა.
    დამაფიქრა ამ სიტყვებმა..
    მადლობა ავტორს

Leave A Reply