მე(ც) ვგრძნობ და ვთბები…

0
-გასაგებია ბავშვებო დავალება?
-დიახ მას…თემა უნდა დავწეროთ სიყვარულზე.
ზარიც დაირეკა…სასწავლო დღე დასრულდა. პატარა სოფი, რომელიც ჯერ კიდევ მეექვსე კლასში გახლდათ, მიუყვებოდა სახლისაკენ მიმავალ გზას და მხოლოდ იმ დავალებაზე ფიქრობდა, რა შეიძლებოდა დაეწერა სიყვარულის შესახებ… სახლში მივიდა, მოემზადა და დავალების შესრულებას შეუდგა, რაღაც ორიგინალური სურდა დაეწერა და აზრს ვერ ალაგებდა…ცოტახანს თავი დაანება, ტლევიზორის ყურება დაიწყო, თან რვეული და კალამი მომარჯვებული ჰქონდამ იქნებ რაიმე გამახსენდესო…ცოტახანში თავისდაუნებურად დაიწყო წერა:
„დედა ხუთი წლის ბავშვს პარკში ასეირნებდა, როდესაც ლამაზი მოსეირნე წყვილი შენიშნეს…
-დედიკო, დედიკო, რა არის სიყვარული?
-ჩემო პატარა, ჩემი შენდამი დამოკიდებულება სიყვარულია, ისევე როგორც შენ ხარ ჩემდამი განწყობილი.
-მართლა? რა კარგია…და რა ფერია ის?
-სიცოცხლის ფერია…
-სუნი ააქვს? გემო?
-არა ჩემო პატარა, ეს გრძნობა სულში ბატონობს და ენით ვერ გამოთქვამ, სანამ არ შეიგრძნობ.
-და როდის ვიგრძნობ?
დედას გაეცინა…
-შენ ამას სულ გრძნობ… დედის სიყვარულით იწყება ცხოვრება, ღვთის სიყვარულით ღრმავდება და მიჯნურთა სიყვარულით ძლიერდება…
გავიდა წლები… ისევ იმ პარკში, ისევ ის დედა-შვილი მოსეირნობს და სიამოვნებით შესცქერის მოალერსე წყვილს. ახლა კი დედა ეუბნება:
-გახსოვს ადრე მკითხე, პატარა რომ იყავი, დედა რა არის სიყვარულიო, შეგიძლია პასუხი ახლა თვითონ გამცე?
-მე? სიყვარული? რა არის? არვიცი… არა როგორ არ ვიცი. სიყვარული ის ერთადერთი გძნობაა, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია და ყველა იბრძვის მის შესაგრძნობად…განურჩევლად ასაკისა, ეროვნებისა, სარწმუნოებისა, შესაძლებლობისა…უფ, ძალიან სათუთი გრძნობაა სიყვარული.
-რა ფერია ის?
-ძალიან ჭრელია, ყვითელი, წითელი, მწვანე, ლურჯი…ყვითელი იმიტომაა, რომ მზესავით მცხუნვარეა და მის გარეშე არსებობა შეუძლებელია… წითელი იმიტომაა, რომ სისხლივით მჩქეფარე და მოძრავია, თან გულთან, გულში და მთელს ორგანიზმშია. მწვანე იმიტომაა, რომ ბალახივით ხალისიანია და სათუთია…ხოლო ლურჯი იმიტომაა, რომ ცასავით უსასრულო და ნაზია…
-კარგი და გემო თუ აქვს?
-კი, რათქმაუნდა. ეს გრძნობა ენასავითაა იგი ყველაზე ტკბილი და ყველაზე მწარეა…არც მასზე მწარე და არც ტკბილი არა შეუქმნია უფალს რა…
-კი მაგრამ სუნიც აქვს?
-კი, კი აქვს…მისი სუნი ყველას აგიჟებს, აღაფრთოვანებს, აბრუებს და აბრმავებს.
-ძალიან ლამაზი გრძნობაა არა?
-ნამდვილად, ძალიან ლამაზი, ყველაზე და ყველაფერზე ლამაზი, ნაზი, სათუთი…ძალიან მიყვარხარ დედიკო…
-მეც ჩემო პატარა, თუმცა უკვე ძალიან დიდი ხარ.
ორივეს გაეცინა და ხალისით გაუყვნენ სახლის გზას.”
სოფიმ ბოლო წერტილი დასვა, თემა გადაიკითხა, რვეული დახურა, ჩანთაში ჩადო და დასაძინებლად დაწვა.
 გამომგზავნი/ავტორი: ანი მაღრაძე (16 წლის)

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply