მექსიკელი ილუსტრატორი მარტოობის შესახებ

0

როდესაც მარტო შენ, კარგი წიგნი და სიჩუმე ხართ… მარტოობა – არც ისეთი დიდი საშინელებაა ამ ქვეყანაზე, თუ მისით ტკბობა შეგიძლია!

იდალი კანდელის ილუსტრაციების გმირები მარტო ცხოვრობენ და სიამოვნებას იღებენ უბრალო რამეებისგან. მხატვარი ამ ილუსტრაციებით მკვეთრ ზღვარს ავლებს «მარტოობასა» და «მარტო ცხოვრებას» შორის. ხშირად, მარტოობა მწუხარებასთან და ნეგატივთან ასოცირდება. მაგრამ ვინ თქვა, რომ ვინც მარტო ცხოვრობს, უბედურია?

ეს რომ ასე არ არის, ამ ნახატებითაც მტკიცდება.

სახლში ნებისმიერი სამოსით შეიძლება სიარული.

image

კითხვაც ნებისმიერ, მოსახერხებელ მდგომარეობაში შეიძლება და არავინ იტყვის, ასე არ შეიძლებაო.

image

საწოლშიც შეიძლება კოტრიალი, თუ თავისუფალი დრო არის.

image

ნებისმიერ ადგილზე შეიძლება ტანსაცმლის გამოცვლა.

image

სააბაზანოს კარების დაკეტვა არ არის საჭირო.

image

მნიშვნელოვან საქმეზე, მშვიდ ატმოსფეროში შეიძლება დაფიქრება.

image

საკუთარ საწოლში – მხოლოდ საკუთარი წესები მოქმედებს.

image

შესაძლებელია, ფინჯანი ყავით, სიამოვნების მიღება სიჩუმეში.

image

ავტორი: ლალი ადიკაშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Leave A Reply