მეტი სიმართლე!

1

ცხოვრებაში 2 მთავარი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ  ზუსტად თქვენ და არავის სხვას, თქვენს ნაცვლად.

#1 თქვენი პროფესია (კარიერა)= ვინ გსურს იყო?!

#2 თქვენი მეორე ნახევარი =ვისთან გსურს იყო?!

ალბათ, საკითხავია ეს მიმდევრობა შემთხვევითია თუ სპეციალურად ავარჩიე?! შემთხვევით, არაფერი ხდება ცხოვრებაში და არც ეს წყობაა გამონაკლისი.

საზოგადოების ნაწილს, ადამიანის #1 და ზოგჯერ სრულ დანიშნულებად- გამრავლება, მეორე ნახევარი მიაჩნია; მე იმ ნაწილს ვეკუთვნი, რომელიც თვით-რეალიზებას უმაღლეს საფეხურად მიიჩნევს და მის შემადგენელ ნაწილად-მისი შთამომავლობის გაგრძელებას. ამბობენ, ჯერ შენ უნდა შედგე პიროვნებად, რომ გაზარდო შენგან შობილი დიდი ადამიანი.

შენი სამსახურიდან მოდის შენი მიტანილი განწყობა სახლში, საკვებზე მეტად რომელიც კვებავს შენს გარშემო ადამიანებს.  მწარეა თუ ტკბილი თქვენი ნუგბარი?! რითია სავსე თქვენი დღის ემოცია?!  იქნებ ლანგარზე ოთხი კედელი დევს?!

ჩვენ გვეკითხებიან: „რამდენი გვაქვს ხელფასი?!“,  გვიზომავენ საქმის მნიშვნელობას ხელფასით, მაგრამ არ გვეკითხებიან: „რამდენად გიყვარს შენი სამსახური?!-  ისინი არ ითვლიან თქვენს სიყვარულს თქვენი საქმეებისადმი, იქ სადაც ატარებთ თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდ ნაწილს.  მათ სჭირდებათ ციფრები, მაგრამ მთავარია რა გჭირდებათ თქვენ?!  გვახსოვდეს, ცხოვრებაც კი არ ფასდება ბოლოს ციფრებით-იმით თუ რამდენ ხანს ვიცოცხლებთ, არამედ როგორ ვიცხოვრებთ. გადახედეთ თქვენს წარსულს, რა გეამაყებათ ყველაზე მეტად?! წლები, რომ გავა რითი გინდა ამაყობდეთ?

#2 თქვენი მეორე ნახევარი =ვისთან გსურს იყო?!

მათ აინტერესებთ როდის თხოვდები/მოგყავს ცოლი, ისევ ციფრები, მაგრამ არა სიყვარული.

რითი ზომავენ თქვენს სიყვარულს სხვები: „სად მუშაობს?!“ „სად ცხოვრობს?!“ „ფოტო მაჩვენე!“ „ვისი ოჯახის შვილია?!“ რას დაამატებდით ამ ჩამონათვალს?!

შემდგომ „გილოცავ გაბედნიერებას!“ -თითქოს იქამდე არ იყავი ბედნიერი?!

მე გულწრფელად მესმის, რომ თითოეული ადამიანის დანიშნულება -ერისთვის საკეთილდღეო საქმის გაკეთება, ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანა, მისი ეზოს გარეთ აგურის-აგურზე დადება, სხვისი დახმარებაა, მაგრამ ხომ იქ მთავრდება საზოგადოება, სადაც იწყება პირადი?! და რატომ ჰქვია პირადს-პირადი, თუ მასში ხელებს სხვები აფათურებენ?! თუ აფათურებენ ხელებს, რატომ ჰგავს „ის“- იმ მგზავრს ხმას, რომ არ იღებს?!

მეორე ნახევარში ხომ მთავარი თქვენი თვალებია მისადმი და არა როგორ ხედავენ მას სხვები.

მეტი სიმართლეა საჭირო ერთმანეთისადმი და მეტი სიმართლეა დღეს ის, რომ:

ვინ გსურს იყო და ვისთან გსურს იყო-არ იზომება!

მთავარია გიყვარდეს, შენ გიყვარდეს რასაც აკეთებ!

მთავარია გიყვარდეს, შენ გიყვარდეს ვისთან ერთადაც ხარ!

გისურვებთ ყოველმხრივ საუკეთესოს!

პატივისცემით,

თამარ კანაშვილი

გაზიარება:
Loading Facebook Comments ...

Discussion1 კომენტარი

Leave A Reply