მეგობრობის მეცნიერება და ფილოსოფია: არისტოტელეს გაკვეთილი

0

ფილოსოფოსები და მეცნიერებები თანხმდებიან, რომ მეგობრობა ადამიანური ბედნიერების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. პიგლიუჩი წერს:

„ ბედნიერება „დიდი ხუთი“ პიროვნული თვისების ზეგავლენის ქვეშაა: კეთილსინდისიერების, თანხმობის, ექსტროვერტულობის, ნეიროტიზმისა და გახსნილობის.

კვლევებმა აჩვენეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენი მეგობარი გვყავს, მთავარია თუ რა ურთიერთობა გვაქვს მათთან:

„კარგი მეგობრობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მეგობრული  ხარ და რამდენად სწორად შეგიძლია საკუთარი თავის შეფასება.“

მეგობრობის ერთ-ერთი მთავრი გამოვლინებაა სიყვარული. არისტოტელე აღიარებს სიყვარულის სამ ტიპს- agape, eros და philia. ხოლო ამ სიყვარულის განმარტებებს პიგლიუჩი გვთავაზობს:

„ Agape- ისეთი სიყვარულია, რომელსაც რელიგიური ადამიანები გრძნობენ ღმერთის მიმართ, ან მშვიდობის მოყვარე პიროვნება გრძნობს ადამიანების დიდი რაოდენობის მიმართ. Eros- სიყვარულის ისეთი ტიპია, რომელსაც საპირისპირო სქესის მიმართ ვგრძნობთ. ხოლო Philia- ისეთი სიყვარულია, რომელსაც მეგობრების, ოჯახის წევრების ან/და ბიზნეს-პარტნიორების მიმართ ვგრძნობთ.“

არისტოტელე ყოფს მეგობრობას სამ სხვადასხვა კატეგორიად : სიამოვნების, სარგებლის და სიკეთის:

„სიამოვნების მეგობრობაში, შენ და სხვა ადამიანი მეგობრობთ, რადგანაც ეს მეგობრობა სიამოვნებას განიჭებთ. ეს იმას გულისხმობს, რომ უამრავი საერთო ინტერესი გაქვთ, ერთად შეგიძლიათ კონცერტზე წასვლა და ა.შ. რაც შეეხება სარგებლობის კატეგორიას, ეს მეგობრობის ისეთი ტიპია, როდესაც მეგობრობ ცნობილ ადამიანებთან, ეკონომისტებთან, პოლიტიკურ მოღვაწეებთან და ამ ურთიერთობიდან ფინანსურ სარგებელს იღებ. მეგობრობის ყველაზე მაღალ ტიპს არისტოტელესთვის სიკეთის მეგობრობა წარმოადგენს. შენ მეგობრობ ადამიანთან მისი სიკეთის და კეთილსინდისიერების გამო.“

ხოლო თუ რასთან მივყავართ მეგობრობას ეს არის საკუთარი თავისა და სამყაროს ზომიერი აღქმა და ცხოვრების მნიშვნელობის გააზრება. პიგლიუჩი კიდევ ერთხელ გვაბრუნებს არისტოტელესთან:

„ არისტოტელეს აზრით მეგობრები ერთმანეთის სარკეს წარმოადგენენ; ამ სარკის მეშვეობით ერთმანეთის დანახვა ისეთი გზებით შეუძლიათ, რომლებითაც სხვები ვერ ხედავენ, და ეს ასახვა ეხმარებათ პიროვნული თვისებების გაუმჯობესებაში. მეგობრები, იზიარებენ eudaimonia-ის ( ითარგმნება, როგორც ბედნიერება) მსგავს კონცეპციებს და ეხმარებიან ერთმანეთს მის მიღწევაში.

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply