“მეგობრობა ნიჭზე მეტია” გამონათქვამები მარიო პიუზოს ნაწარმოებებიდან

0

სიტყვა ‘მაფია’ თავიდან თავშესაფრის ადგილს აღნიშნავდა. შემდეგ ეს სახელი საიდუმლო ორგანიზაციას ეწოდა, რომელიც საუკუნებიის განმავლობაში ებრძოდა ხელისუფლებას, ხალხს რომ უმოწყალოდ ჩაგრავდა.

ასეთია სამყაროს ბუნება – კეთილი და ბოროტი ურთიერთდაკავშირებული და გადაჯაჭვულია.

აი, სიცილია… მზით განათებული, ფორთოხლისფერი სიცილია და სისხლით გაჟღენთილი ჰაერი ადამიანების გონებაში…

ეს იტალიაა, იტალიური სული ადამიანების გულებში, რომელიც წყევლა უფროა, ვიდრე ჯილდო.

ენა საუკეთესო იარაღია, თუმცა, არა ყველაზე ეფექტური.

რომ იტყვი, გამკეთებელიც უნდა იყო.

უარის თქმა ხელოვნებაა, სიკვდილი – ყოველდღიურობა…

არსებობს რაღაცეები, რაც უნდა გააკეთო და აკეთებ, მერე კი აღარასოდეს ლაპარაკობ მათზე. არ უნდა სცადო მათი გამართლება. მათი გამართლება შეუძლებელია. შენ, უბრალოდ აკეთებ და მერე ივიწყებ.

არ არსებობს უფრო დიდი, ბუნებრივი უპირატესობა ცხოვრებაში, ვიდრე გყავდეს ისეთი მტერი, რომელიც შენს სისუტეებს გადამეტებულად აფასებს,–ეს იგივეა, რომ გყავდეს მეგობარი, რომელიც შენს ღირსებებს ვერ ხედავს.“

“მეგობრობა ყველაფერია. მეგობრობა ნიჭზე მეტია. მეგობრობა სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე მეტია. თითქმის ოჯახის ტოლფასია.”

დღეს მარიო პიუზოს დაბადების დღეა

მოამზადა ნინო ოთარაშვილმა

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply