მდიდარი დედა ანუ მცირე ეკლესია (ქართველი დედის დასაფიქრებელი ისტორია)

0
საოპერაციოს წინ თვალცრემლიანი დედა იდგა და ხშირ-ხშირად ისახავდა პირჯვარს.
-თქვენს შვილს უკეთებენ ოპერაციას?დავინტერესდი.
-კი,ჩემს ბიჭს დაბადებიდან გულის მანკი აქვს.ეხლა თორმეთი წლისაა და ოცდასამ კილოსიწონის,ქირურგიული ჩარევა აქამდე არ შეიძლებოდა,ეხლა უცხოელები ჩამოვიდნენ დაისინი უკეთებენ ოპერაციას.
ნუ გეშინიათ,ყველაფერი კარგად იქნება.უფალი არ მიატოვებს და შეეწევა.ვცადე სანუგეშომეთქვა.
-უფალო დაიფარე ჩემი ბიჭი – გაიმეორა მანაც.
-ეს ერთი შვილი გყავთ? დედა თითქოს გამოფხიზლდა,თვალები გაუბრწყინდა ნაჩქარევად მიპასუხა;
-ცხრა შვილი მყავს. ეს მეექვსეა.
დავიბენი,უფრო სწორად გავოცდი ცხრააა?არ მეგონა თუ ასეთ გმირ დედას ოდესმეშევხვდებოდი,მეგონა მხოლოდ ისტორიაში ან ზღაპრებში ცხოვრობენ.
-რა მადლიანი ოჯახი გექნებათ?ვუთხარი აღტაცებულმა.
თვალცრემლიანმა დედამ გამიღიმა.მივხვდი, რომ მხოლოდ კეთილ ადამიანებს შეუძლიათასეთი გულწრფელი ღიმილი.
-ალბათ, ეკლესიურად ცხოვრობთ არა?
-ძალიან მინდა მოძღვარი მყავდეს და ეკლესიურად ვიცხოვრო,მაგრამ სამწუხაროდ ვერვახერხებ…გულში ვფიქრობ ამაზე მეტი წყალობა ნუთუ ქვეყნად არსებობს?…
-ყველა შვილი ჯანმრთელი გყავთ?
-კი,ყველა ჯანმრთელია.
ჩანთიდან სურათები ამოიღო და სანახავად გამომიწოდა.
ეს ჩემი ოჯახია.მე თვალები ამიჭრელდა ვერ ვითვლიდი,რამდენი წყვილი თვალიმიცქერდა ფოტოდან.
-ორი ბიჭი ტყუპია.ნახე როგორი თეთრები არიან?მართლაც თავი ახლად დათოვლილივითქონდათ. მდიდრი დედა კი იღიმოდა.არაამქვეყნიურად იღიმოდა.
ღმერთო, ასეთი ლამაზი ღიმილი არასოდეს მინახავს,მხოლოდ გულუბყვრილო ბავშვებსმოადგებათ,ხოლმე ბაგეზე და ისიც მალევე უქრებად. მდიდრი დედა იღიმოდა და ფოტოსეალერსებოდა.წუთით დავიჯერე, რომ დედას მართლაც და არასოდეს განუცდია ცხრა შვილის გაზრდაში ტკივილი და რომ არცერთი ღამე არ გაუთენებია თეთრად.მერე კითავისი ცხოვრების მოყოლა დაიწყო:
აფხაზეთიდან დევნილი კვარაცხელია ვარ. ცხრა ძმა მყავდა. დედა ჩემსმშობიარობას გადაყვა. მამა გვზრდიდა მე და ჩემს ძმებს. მერე აფხაზეთის ომიც დაიწყო. მე დამამა კოდორში ჩამოვსახლდით,ძმები კი იქ დარჩნენ საბრძოლველად.ომის დაწყებიდან ორ კვირაში ცხრავე ძმა მომიკლეს.
მაშინ როცა იქიდან აქეთ მოდიოდნენ მამამ იარაღი აიღოდა შვილების საქმის გასაგრძელებლად სვანეთის მთებით გაეშურა. მას შემდეგ მამაზეარაფერი მსმენია . . .
აი, მე კი მწარე  დღეები მარტომ გავიარე. განებივრებული დაგამზრდელი ძმების საფლავებს დავტრიალებდი, ველაპარაკებოდი დადავტროდი. ერთდროულად დავკარგე ყველა და მაშინ ღმერთს შევფიცე: თუ კი ოდესმეოჯახი მექნებოდა,მეც ცხრა შვილს გავაჩენდი. და ახლა მგონია ვალი მოვიხადე ღვთისა დაქვეყნის წინაშე,უპირელესად კი ძმების სულის.
ძლიერო ღმერთო დიდება შენდა . . .  ვიმეორებ გულში. სად არის თქვენი ძალა? ჩვენ კითვალები გვაქვს დაბრმავებული. არ გვინდა დავინახოდ იქ სადაც თქვენი მადლია.მხოლოდიმას ვხედავთ, რომელ ჭურჭელშიც მღვრიეა წყალი და ხელს ჩვენც მყოფთ,რომ მეტადავამღვრიოდ. ვუყურებ მდიდარ დედას და მეც მინდა ჩემი სული ასეთი იყოს.
-შენ რამდენი შვილი გყავს?მეკითხება თითქოს ჩემი ფიქრის საპასუხოდ.
-მე ?  მე ერთი ბიჭი მყავს...ვპასუხობ და უცნაური დანაშაულის გრძნობა მიპყრობს,მერეთითქოს თავის გასამართლებლად ვკითხე:
-თქვენ რამდენი წლის ხართ?
– ოცდათხუთმეთის….
– თქვენამდე კიდევ თორმეთი წელი მიკლია . . . გავიფიქრე
-მაშ კიდევ გააჩენ ჯერ პატარა ხარ? აქ ცოტა ხანს დადუმდა.არ ვიცი გულისწყდებოდა,რომ მეტის გაჩენა აღარ შეეძლო, თუ უკვე შეასრულა დიდი ხნის წინდადებული ფიცი . . .
მერე ისევ გაუბრწყინდა თვალები,ხელში ფოტო შეათამაშა.
-ეს ჩემი უფროსი გოგოა. ეხლა გათხოვდა.
-მასაც ცხრა შვილის გაჩენა ხომ არ უნდა?
თუ ღვთის ნება იქნება, რატომაც არა . . . ჩვენთვის სხვანაირი ცხოვრება წარმოუდგენია.
 –გამრავლოთ მამა ზეციერმა,ლოცავ გულწრფელდ.
მეორედ გავხდით ლტოლვილები.კოდორის ხეობიდან აგვისტოს ომის შემდეგადგადმოგვასახლეს ქუთაისში. როცა იქ ვცხოვრობდით ჩემმა გოგომ ჯარისკაცი გაიცნო დაერთმანეთი შეუყვარდათ. იცი როგორ მომტაცა?
-როგორ?
-ვერტმფრენით.ბიძამისი პილოტი იყო. ოდა ჩასვეს და გადმოაფრინეს . . .
-ბედნიერი დედა ყოფილხართ.ასეთირამ იშვიათად ხდება. ..მართლაც,რომ გაფრინდნენ . . .
-მართლაც,რომ გაფრინდნენ...დამეთანხმა კვარაცხელიას ქალი და ისევ ბედნიერ ღიმილსაფრქვევდა ირგვლივ…
გაფრინდნენ...ვიმეორებ ჩემთვის.მერე მისი შემხედვარე მეც მომინდა ვყოფილიყავი მცირეეკლესიის დედაბოძი.ადამიანური ბედნიერების გასაღები იქნებ ასეთ დედებშიასაძებნელი. ჩვენ კი სად ვეძებთ? და რა დინებას მივუყვებით?
ისტორიის ავტორი: ნინო გვაზავა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply