მაშინ როცა ვიპოვი იმას რაც შენ დამაკარგვინე – სიყვარულს

0

პალატიდან თეთრხალათიანი მედდა გამოვიდა, მითხრა_ შეგიძლიათ შებრძანდეთ, მაგრამ ნახევარ საათზე მეტს ნუ დარჩებითო”- არაფერი მითქვამს კარები შევაღე, იქ ის იწვა, უამრავი მილი ქონდა მიერთებული, ახლოს მივედი
გამარჯობა  ვუთხარი და თვალებში ჩავხედე, გამიღიმა არაფერი უთქვამს.

მეც სიმწრით გავიღიმე და ვთქვი: რა უსუსური არსებაა ადამიანი, თუ დაფიქრდები სიკვდილის შიში რომ არა ეხლა ალბათ აქ არ ვიქნებოდი.  ვხვდები, ალბათ ჩემთვის პატიების თხოვნა გინდა, მაგრამ სიკვდილი რომ არა, ალბათ ისე იცოცლებდი 90 წელი, რომ  არასდროს ისურვებდი ჩემ ნახვას. არ ვიცი რას ფიქრობ, ალბათ ფიქრობდი რომ მოვიდოდი და გეტყოდი ყველაფერი გაპატიეტქო. ვფიქრობ ამაის იმედი გქონდა. ეხლა მე რომ გითხრა გაპატიეთქო ეგ მხოლოდ სიტყვები იქნება იმიტომ რომ , მე არ შემიძლია გაპატიო და ეს ალბათ ჩემი კარგი მეხსიერების ბრალიცაა, იცი შენი ყველა სიტყვა მახსოვს, მახსოვს გითხარი თუ დავშორდებით თავს მოვიკლავ თქო. იცი შენ რა მიპასუხე? ,,მოიკალი მერე, გგონია ძალიან ვინაღვლებო.

ვერ გაპატიებ,  იმიტომ რომ იმ ტკვივილის ყოველი წუთი, ყოველი შეგრძნება მახსოვს. მახსოვს თვალები სულ ღია მქონდა და იქიდან ცივი ცრემლები სათელივით იღვენთებოდა. არაფერი მაინტერესებდა , არაფერი მინდოდა. იცი რატომ არ მოვკვდი ? იმ ადამიანებზე ვიფიქრე  ვისთვისაც ძვირფასი ვიყავი. შენ ავადმყოფობა გემუქრება სიკვდილით მე კი შენ მიპირებდი შენი უგულობით მოკვლას. ვერ გაპატიებ არ შემიძლია,არ შემეძლო არასდროს იმის გაგება როგორ შეიძლება 7 წელი გიყვარდეს ადამიანი, 1000ჯერ მაინც გქონდეს ნათქვამი მისთვის სიტყვა მიყვარხარო და მერე მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაშორდე. და შენ ეს შეძელი. 3 თვე ვიყავი ასე ცოცხალ-მკვდარი, არ ვცხოვრობდი, უბრალოდ ვარსებობდი, მერე, მერე გაზაფხული მოვიდა და სიცოცხლის ხალისი დამიბრუნდა.

არაფერი დამვიწყებია, არსად გამქრალა ის ტკივილი, უბრალოდ დღითი-დღე ამ ტკიცილთან ერთად ცხოვრება ვისწავლე და დრესაც მასთან ერთად ვცხოვრობ. ყველზე ცუდი ის კი არ იყო, შენ რომ გადამიყვარე, ეს არც ისე დიდი ტრაგედიაა. იმ დღის შემდეგ არც მე მყვარებიხარ, არც ერთი საათით. უბრალოდ დიდი დრო დამჭირდა იმისთვის , რომ საკუთარი დამდაბლებული თვითშეფასება ოდნავ მაინც ამემაღლებინა, დამეჯერებინა , რომ მე ვარ სიყვარულის და ერთგულების ღირსი. მაგრამ მე შევძელი არ გავბოროტებულიყავი, ვერ დამაჯერე რომ ნამდვილი და ჭეშმარიტი სიყვარული არ არსებობს დედამიწაზე, და მე გადავრჩი. ისიც მახსოვს ერთხელ წერილში დამიწერე რაც არ უნდა მოხდეს იცოდე, რომ მე ყოველთვის მეყვარებიო.

ეს ყოველთვის ასე იყო, და არის – თქვა ჩურჩულით.

მირჩევნია მითხრა, რომ არასოდეს გყვარებივარ სინამდვილეში, ვიდრე ვიცოდე რომ სიყვარულის სახელით მომექეცი ესე სასტიკად. და თუ ეგაა შენთვის სიყვარული, მე მიმიფურთხებია ასეთი სიყვარულისთვის. არ შემიძლია შენი პატიება, მხოლოდ ის შემიძლია სამი წუთით თვალები დავხუჭო, წარმოვიდგინო როგორ ძლიერ მიყვარდი მაშინ და ჩაგეხუტო ყველაზე მაგრად, ვიდრე ოდესმე ჩაგხუტებივარ. მერე, მერე ისევ დამიბრუნდება  ცნობიერება… საწოლთან მივედი ჩავეხუტე , სუნთქვა შემეკრა, არ მინდოდა მეტირა მაგრამ ცრემლები აღარ დამემორჩილნენ, მერე სამი წუთიც გავიდა. მარჯვენა ხელი გავინთავისუფლე, ცრემლები მოვიწმინდე და მოვშორდი. არ შემიძლია გაპატიო. ვარდები მოგიტანე აქ ზუსტად იმდენია, რამდენიც შენ გიჩუქნია ჩვენი ურთიერთობის მანძილზე 43 ცალი , 22 წითელი 16 თეთრი და ხუთიც ვარდისფერი. ყველა დაგიბრუნე. მითხრეს რომ დღეების სიცოცხლე დაგრჩა, მე პარასკევს მივლინებაში მივდივარ, ორი კვირით, შენ დაკრძალვაზე ვერ მოვალ. გპირდები ერთხელ აუცილებლად მოვალ შენ საფლავზე, ისევ მოგიტან ამდენივე ვარდს, მაშინ როცა ვიპოვი იმას რაც შენ დამაკარგვინე – სიყვარულს.

გაზიარება:

დავიბადე სოხუმში, გავიზარდე ბათუმში ვცხოვრობ თბილისში.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply