მაქსიმალური პროდუქტიულობის საიდუმლო

2

როცა ფსიქოლოგმა აბრაამ მასლოუმ ადამიანის მოტივაციის განხილვა დაისახა მიზნად და მან წამოაყენა კონცეფცია იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც მართლაც განსაზღვრავენ ადამიანთა ქმედებებს. 1943 წელს ჩატარებულ კვლევაში მან განსაზღვრა ის ძირითადი მოთხოვნილებები, რომლებიც უნდა დაიკმაყოფილოს ადამიანმა, ვიდრე სხვა რამეზე დაიწყებს ფიქრს. ეს მოთხოვნილებები აბრაამ მასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდის სახელითაა ცნობილი, რომელიც შეგიძლიათ ქვემოთ იხილოთ:

მასლოუს პირამიდა

ერთი ეტაპიდან მეორე რომ გადავიდეთ, საჭიროა წინა მოთხოვნილების დაკმაყოფილება. “პროდუქტიულობაც მსგავსი მექანიზმით მუშაობს” , ამბობს თამარა მაილსი ავტორი წიგნისა “მაქსიმალური პროდუქტიულობის მიღწევის საიდუმლო”.

მაილსი აცნობიერებს, რომ დღევანდელ დღეს ადამიანები უამრავი ინფორმაციის მიღებისა და ამოცანების შესრულების პირობებში გარკვეული სტრესის ქვეშ ექცევიან, რასაც თავისთავად არაპროდუქტიულობისკენ მივყავართ. თამარა მაილსის თქმით, საჭიროა უკან გადავდგათ ნაბიჯი და რაღაც–რაღაცები გავამარტივოთ, თუ გვსურს დავიბრუნოთ ჩვენს ცხოვრებაზე კონტროლი.

“პროდუქტიულობა არ ნიშნავს აუცილებლად მეტის კეთებას და ყველაფრის დასრულებას, რაც დავგეგმეთ. ის ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებზე კონცეტრაციაა , იმ პრიორიტეტებზე, რომლებსაც წინ მივყავართ ბიზნესში, კარიერასა და ცხოვრებაში.” – ამბობს ის.

აბრაამ მასლოუს ნაშრომით შთაგონებულმა, თამარა მაილსმა პროდუქტიულობის პირამიდა შექმნა, როგორც ერთგვარი პროდუქტიული ცხოვრების გზამკვლევი. „ეს სისტემა გვიადვილებს დავინახოთ, სად ვართ და საით მივდივართ,“ ამბობს მაილსი. „ადვილია იცოდე საით მიდიხარ, როცა ხელში რუკა გაქვს.“

მასლოუს პირამიდის მსგავსად პროდუქტიულობის პირამიდასაც 5 საფეხური აქვს. თითოეული საფეხური აადვილებს შემდეგს:

1. ფიზიკური ორგანიზაცია: პირველი ნაბიჯის მოსაწესრიგებლად მაილსი გვთავაზობს 3 თანმიმდევრულ მოქმედებას: განსაზღვრა, გაკეთება, შენარჩუნება.

„ხშირად ადამიანები ჭაობში ეფლობიან, ცდილობენ რა დაალაგონ და სისტემატიზაცია მოახდინონ ერთდროულად. განსაზღვრეთ ყველაფერი, გააკეთეთ ის, რაც გასაკეთებელია და დანარჩენი გვერდზე გადადეთ. ბოლოს კი ეცადეთ, შეინარჩუნოთ ეს პროცესი.“

2. ელექტრონული ორგანიზაცია: ამ ეტაპზე ის ხაზს უსვამს, ელ.ფოსტისა და ელექტრონული დოკუმენტების მოწესრიგების აუცილებლობას. “აუცილებელია გავიმარტივოთ ელექტრონული ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების გზები, რისი საშუალებითაც კვირაში რამოდენიმე საათის მოგებას შევძლებთ.”

3 დროის მენეჯმენტი: მაილსი დროს მართვას არჩევანის მენეჯმენტის საშუალებით გვთავაზობს: დაგეგმვა, პრიორიტეტების დალაგება და შესრულება. თავის წიგნში ის ამბობს: „ჩვენ არ შეგვიძლია დროის მართვა. დროს ვერ გააჩერებ, ის მიდის. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ჩვენი გადაწყვეტილებები იმ დროში, რომელიც გვაქვს და გადავაწყვიტოთ რა ვაკეთოთ მის განმავლობაში.“

4. შეთახმებული მიზნები და მოქმედება: დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თავდაპირველად იმ ამოცანას ასრულებთ, რომელიც ყველაზე მეტად წაადგება თქვენს მიზნებს. „მიზანმიმართული ცხოვრება შესაძლო სარგებლის მიღების სურვილსაც ნიშნავს. სარგებელი რომ მიიღოთ თავი უნდა დააღწიოთ ყოველდღიური ცხოვრების ქაოსს,  დაინახოთ მისი უფრო დიდი და ნათელი სურათი.“ – წერს მაილსი.

5. შესაძლებლობა: როდესაც გაქვთ მიზნები და პირამიდის დანარჩენი საფეხურებიც გავლილი გაქვთ, რეალური შესაძლებლობლები იშლება თქვენს წინაშე.

მაილსის თქმით, „შესაძლებლობა ნიშნავს ცდილობდე, იყო საუკეთესო შენი ცხოვრების თითოეულ ასპექტში და . მიაღწიო მიზნებს, რომლებიც ერთ დროს შეუძლებლად გეჩვენებოდა.”

„კონცენტრაცია მოახდინეთ იმ დროზე, რომელშიც რეალურად იმყოფებით. მიიღეთ ის, რაც გაკლიათ, შეიძინეთ ახალი თვისებები. რაც უფრო მეტ პოზიტიურ ცვლილებას განახორციელებთ, მით უფრო გაუმჯობესდება თქვენი ცხოვრება. ეს მაღლა მიმართული მრუდია.“

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

Discussion2 კომენტარი

კომენტარის დატოვება



სამოტივაციო,საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალი