მარცხის შიში და „არა“ საკუთარ შესაძლებლობებს

0

გითქვამთ ოდესმე საკუთარი თავისათვის უარი?

აი, დაახლოებით ასეთი პასუხები თუ გაგიციათ:

“რატომ შევავსო? მაინც არ მიმიღებენ !”

“ეს ბიზნეს იდეა არ იმუშავებს, მე ხომ ძალიან გამოუცდელი ვარ ამ სფეროში!”

“ჩემი უფროსი არასდროს დამაწინაურებს, კითხვა არც ღირს !”

დრო და დრო ჩვენ ყველას გვეპარა საკუთარ თავში ეჭვი. ამის გამო ვამბობთ „არას“ და ვერიდებით რაიმეს დაწყებას. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი უარით ვიკლავთ შესაძლებლობებს.
მაშინ, როგორ უნდა მოვიქცეთ ?

არ უნდა დანებდეთ პირველივე “არას” მოსმენისას.

ყოველი ჩვენგანი ყველაფერს გააკეთებს მარცხის თავიდან ასაცილებლად. ეს ბუნებრივიცაა, არავის უყვარს დამარცხების განცდა. თავისთავად მისი მოლოდინი გვაიძულებს უარი ვთქვათ იმის გაკეთებაზე, რაც გულით გვწადია. ეს არის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც უგულებელვყოფთ ჩვენს იდეებს, ხელს ვიქნევთ მაშინვე, რაც პირველ უარყოფით გამოხმაურებას ვიღებთ.

გახსოვდეთ !

“არა” არ ნიშნავს, რომ “შეუძლებელია”…

“არა” არ ნიშნავს, რომ “არასოდეს”…

თუ ვინმემ უარი გითხრათ, ეს მხოლოდ ნიშნავს, რომ “ახლა არა!” ან “ასე არა!”
არცერთ ვარიანტში არ დანებდეთ, როცა პირველად მოისმენთ “არას”.

ნეგატიური გამოხმაურება მხოლოდ სიგნალია და განიშნებთ, შეცვალოთ თქვენი იდეა. არ არსებობს მიზეზი, რის გამოც შეგიძლიათ იფიქროთ, რომ დამარცხდით. ამის ნაცვლად, გამოიყენეთ სიტყვა “არა” თქვენი მიდგომების შესაცვლელად.

ძირითადი მიზეზი, რატომაც ჩვენ საკუთარ თავს არ ვაძლევთ მოქმედების შესაძლებლობას, არის ფიქრი იმაზე, რომ ჯერ მზად არ ვართ: “არ ვარ საკამოდ გამოცდილი” ან “ჯერ კიდევ ბევრის სწავლა მჭირდება”…

გვგონია, წარმატება და სახელი დასაწყისშივე მოდის. გვავიწყდება, რომ ამას ბევრი შრომა და ზოგჯერ უფრო მეტი დროც სჭირდება. სულაც არ არის საჭირო იყოთ ფანტასტიურები საქმის დაწყებისას, თქვენ მხოლოდ უნდა შეგეძლოთ დაწყება.

როცა საქმიანობას დაიწყებთ, ალბათ ათას შეცდომასაც დაუშვებთ… როდესაც წიგნის პირველ მონახაზს დაწერთ, ეს შეიძლება საშინელება აღმოჩნდეს… შეიძლება წამოროშოთ სისულელე პირველი შეხვედრისას ან განათლებული ადამიანებით გარშემორტყმულმა იგრძნოთ შედარებით დაბალი ინტელექტი.

იფიქრეთ იმაზე, მერე რა მოხდა.

თქვენ ხომ საკამრისი დრო გაქვთ, რათა შეუდარებლად იქცეთ !

ყველაფერი შეიძლება მოხდეს, როდესაც დაიწყებთ, მაგრამ ამისათვის, ჯერ უნდა დაიწყოთ.
რა თქმა უნდა, თქვენ არავინ გიშლით მოიფიქროთ უამრავი მიზეზი, თუ რატომ არ არის ახლა შესაფერისი დრო და ადგილი ან თავად თქვენ რატომ არ ხართ მზად, მაგრამ ორიოდე წუთი დაფიქრდით და გაიაზრებთ, მიზეზების მოძებნა თქვენი საქმე სულაც არ არის.
თქვენ არ გაქვთ უფლება, უთხრათ საკუთარ თავს “არა”, წაართვათ მას შესაძლებლობები… არ მისცეთ წინსვლის საშუალება. ამისათვის საკმარისი ადამიანი მოიძებნება მსოფლიოში…
თქვენი საქმეა ხელი შეუწყოთ საკუთარ თავს, რათა განვითარდეს… არ დააიგნოროთ! არ დაჩაგროთ !

უნდა შეგეძლოთ თქვათ მხოლოდ “დიახ” და არავითარ შემთხვევაში – „არა“ !

გაზიარება:

სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ-პორტალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply