მამა-შვილმა Google-ს არასტანდარტული მეთოდით გაუგზავნა შეკითხვა და პასუხმაც არ დააყოვნა

1

მამა-შვილი ტიმი და მაიკლი იმყოფებოდნენ საზაფხულო ბანაკში, როდესაც მათ დასჭირდათ ინფორმაცია სიტყვაზე Deichhörnchen. რადგან ინტერნეტი არ ჰქონდათ, გადაწყვიტეს შეკითხვა Google-ისთვის გაეგზავნათ არასტანდარტული მეთოდით — ფოსტით. ხელით დაწერილი წერილი ჰამბურგში გააგზავნეს და კვირაზე ნაკლებ დროში მათ მოუვიდათ პასუხი, რომელიც ასევე ხელით იყო დაწერილი. 

თუმცა, წერილის ავტორები ერთ ასოში შეცდნენ, ამიტომ მათი შეკითხვა ციყვზე (Eichhörnchen) იქცა სანაპირო ციყვის არარსებულ სახეობაზე (Deichhörnchen). 
 

ტიმის და მაიკლის წერილი


 დაახლოებითი თარგმანი:

გამარჯობა, Google.
სამწუხაროდ, ჩვენ ახლა არ გვაქვს ინტერნეტი. ჩვენ ვიმყოფებით საზაფხულო ბანაკში, მაგრამ გვინდა მივიღოთ რაღაც ინფორმაცია. გვაინტერესებს ყველაფერი Deichhörnchen-ზე — რა არსებაა, სად ცხოვრობს და რითი იკვებება. 
იმის გათვალისწინებით, რომ ვიცით, თქვენი ბიზნესი არსებობს რეკლამით, გთხოვთ, ის წერილშივე განათავსეთ. 

წინასწარ გმადლობთ!

Google-ის პასუხი


დაახლოებითი თარგმანი:

პატივცემულო ტიმ და მაიკლ! მადლობას გიხდით შეკითხვისთვის. იქნებ თქვენ გულისხმობდით Eichhörnchen (ციყვს)? 

აი, თქვენი შეკითხვის შესაბამისი ფოტოები. 
ვიკიპედია: Deichhörnchen — სანაპიროს ციყვი, იშვიათი სახეობა, რომელიც გადაშენდა კაშხლების არარსებობის გამო. 
რეკლამა: კითხვების გაჩენის შემთხვევაში ისარგებლეთ Google-ით. სასურველია Online. 
გისურვებთ სასიამოვნო დროსტარებას საზაფხულო ბანაკში!
Google-ის Offline-ჯგუფი (ბეტა ვერსია). 
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion1 კომენტარი

Leave A Reply