Connect with us

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

“მათ სძინავთ ჩვენს მაისურებში და გამოიყურებიან ძალიან სასაცილოდ. მათ უყვართ, როდესაც კოცნიან ზედმეტი სიტყვების გარეშე. ისინი ემზადებიან ორი საათი და შემდეგ ამბობენ: “ხომ ხედავ დღეს რა სწრაფად მოვემზადე”. მათ არ იციან ბრძოლა, მაგრამ ყოველთვის გრძნობენ თავს უსაფრთხოდ ჩვენს გვერდით. ისინი გვეკითხებიან, თუ რა ფერად შეიღებონ ფრჩხილები. მათ უყვართ,როდესაც თმებზე უსმევთ ხელს. ისინი კმაყოფილი სახით დაგვათრევენ მაღაზიებში, მშვენივრად იციან,თუ რა ტანჯვაა ეს ჩვენთვის. მათ უყვართ, როდესაც ხელში აგვყავს, თუმცა ყოველთვის ამბობენ: “დამსვი, მძიმე ვარ”. ისინი ყვირიან და აღიზიანებთ, თუ ჩუმად ვართ ამ დროს, პატარა, წვრილი სკანდალისტკები. უყვართ,როდესაც ვყიდულობთ მათთვის თეთრეულს, მათ ახსოვთ,თუ როდის იქნება ჩვენი შეხვედრის 147 დღე. მათ ყოველთვის უნდათ, რომ ჩხუბის შემდეგ 5 წუთში დავბრუნდეთ და არასდროს აღიარებენ ამას. ისინი გამუდმებით იქექებიან ჩვენს ტელეფონებში და ეჭვიანად გვეკითხებიან: “ეს ვინ არის?”.  ისინი ყოველთვის ელოდებიან ჩვენს SMS ღამით. მათ უყვართ,როდესაც ვუმზადებთ რამეს სამზარეულოში. ისინი ყოველთვის ელოდებიან დახმარებას ჩვენგან. ისინი დადიან კლუბებში მეგობარ ქალებთან ერთად, რათა ვინერვიულოთ და ვურეკოთ ყოველ 5 წუთში. მათ უყვართ ყავა ლოგინში და შხაპი ერთად. ისინი სასიკვდილო ცოდვად თვლიან, რომ კრინტი დაგვცდება მათ წონაზე. ისინი გვეჭიდებიან და თვალებს ხუჭავენ საშინელებათა ფილმების ყურებისას. ისინი რთავენ ხმამაღლა მუსიკას, დარბიან ბინაში მაისურსა და ტრუსებში, აქნევენ თმებს, დახტიან და მღერიან, როდესაც ვერავინ ვერ ხედვას. ისინი ხანდახან არ იღებენ ტელეფონს და შემდეგ ამბობენ, რომ ეძინათ ან არ ესმოდათ. მათ არ შეუძლიათ ცხოვრება თმის უთოს და ფენის გარეშე. მათ იციან, რომ მათ გარეშე არ შეგვიძლია. ისინი არიან ისინი.
გაზიარება:
კითხვის გაგრძელება
რეკლამა
რედაქტორი გირჩევთ:
Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: სიყვარული და ურთიერთობები

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ