მადლიერებას სასწაული ყოველთვის მოსდევს

0

იყავით მადლიერი იმისთვის რაც გაქვთ, სანამ ახალი მიზნებისთვის ბრძოლას დაიწყებდეთ.

კითხვა რომ დაგისვათ ,, მადლიერება გადაგვარჩენს? ’’, ალბათ უმეტესობა მიპასუხებთ, რომ ,,არა’’, მეც დაგეთანხმებით. ალბათ ბევრ თქვენგანს მნიშვნელოვანი პრობლემები უკვე გადაჭრილი აქვს და ახალი სურვილების ასრულებისკენ მიისწრაფის.

მომეცით ნება, გითხრათ, მთავარია იყოთ მადლიერი იმისათის, რაც გაქვთ, მანამ, სანამ ახალი მიზნებისთვის ბრძოლას დაიწყებდეთ. ყველაზე მარტივი, რაც ცხოვრებაში ყველამ უნდა იცოდეთ – მადლიერებაა.

წლებმა და გამოცდილებამ მომიყვანა იქ, სადაც ახლა ვარ. გამიღო შესაძლებლობების კარი. მადლიერების გრძნობა მიჩნდება, როდესაც ჩემს მშობლებზე ვფიქრობ, მათ გამზარდეს, შემდეგ ცხოვრების გზაზე მენტორებს შევხვდი და მათ, სწორედ მათ შეცვლეს ჩემი ცხოვრება რადიკალურად. ასევე მადლიერებას ვგრძნობ კომპანიების, იმ ადამიანების მიმართ, ვინც მუშაობის შანსი მომცა. მე მადლიერი ვარ ყველასი და ყველაფრის.

ყვერლაფერი ყოველთვის მადლიერებით იწყება; იყავი მადლიერი იმით, რაც გაქვს და დაინახავ სასწაულს.

ახლა მადლიერება მხოლოდ დასაწყისია. შემდეგ საკუთარი თავის გამოწვევა მოგიწევს. შექმენი მეტი ვიდრე საკუთარი თავისთვის გჭირდება და შესაძლებლობების გაზიარებას სხვებისთვისაც შეძლებ. იქნები ნაყოფიერი როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე შენი ერისთვის, შენი კომპანიისთვის.

მადლიერებას სასწაულები ყოველთვის ახლავს.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply