ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ცხოვრებისეული გამონათქვამები

0
  1. მუსიკა შუამავალია გონების სამყაროსა და გრძნობათა სამყაროს შორის.
  2. ძლიერ ვწუხვარ, რომ არ მესმის სამხედრო საქმე ისე, როგორც მუსიკის ხელოვნება, მაშინ მე მას დავამარცხებდი. (ლაპარაკია ნაპოლეონ ბონაპარტზე)
  3. მე ყველაზე უფრო კომპოზიცია მაინტერესებს, ვიდრე შემსრულებლობა. უკეთესად თუ უარესად დაკვრა ყველას შეუძლია, მუსიკის შეთხზვა კი მამაკაცის ღირსების საქმეა.
  4. ყოველ ხელოვანს უნდა გააჩნდეს გამბედაობა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ტალანტი.
  5. ჭეშმარიტი ხელოვანი, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს ხელოვნება, არასოდეს არ არის კმაყოფილი თავისი თავით და დღენიადაგ წინსვილისკენ ისწრაფვის.
  6. გენიოსობა ოდნავ მაღლა დგას შრომისმოყვარეობაზე.
  7. თავისუფლება და პროგრესი – აი, მიზანი ჭეშმარიტი ხელოვნებისა და მთელი ცხოვრებისა.
  8. მე რომ ერთის თვალის გადავლებით ყველა ჩემს ნაწარმოებს გადავხედავ, ზოგჯერ მეჩვენება, რომ რამდენიმე ნოტის მეტი არაფერი დამიწერია.
  9. არც ერთი ჩემი მეგობარი გასაჭირში არ უნდა ჩავარდეს მანამ, სანამ მე გამაჩნია თუნდაც ერთი ნაჭერი პურისა. თუკი ჩემი საფულე ცარიელია, რაღა თქმა უნდა მისი დახმარება იმ წუთას შეუძლებელია, თუმცა, ამ შემთხვევაში, სასწრაფოდ უნდა დავჯდე მაგიდასთან და დავწერო ახალი მუსიკა, რათა ჩემი მეგობარი რაც შეიძლება სწრაფად ვიხსნა გასაჭირისგან.
  10. სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს.
გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

კომენტარის დატოვება

სამოტივაციო,საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალი