კურსი ხარისხის მართვა

0
ფასდაკლების მისაღებად გაიარეთ

კურსის სტანდარტული ღირებულება: 960 ლარი;

ფასდაკლება რეგისტრაციის შემდეგ: -25% ;

ღირებულება ფასდაკლების შემდეგ: 720 ლარი;

თანამედროვე ბიზნესში ყველა რგოლის მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია ხარისხის მართვის იმ ძირითადი კონცეფციების ცოდნა, რაც მათ მისცემს საშუალებას ერთი მხრივ, გაზარდონ პროდუქტის კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზარზე, ხოლო მეორე მხრივ კი, თავიდან აიცილონ უხარისხობით გამოწვეული ხარჯები.

კურსის თეორიული მასალა ადაპტირებულია თანამედროვე გარემოს ცვლილებებისადმი და მოიცავს კონკრეტულ ქეისებს, სხვადასხვა ტიპის წარმოების, საქართველოს და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის მართვის პრაქტიკიდან.

ამ კურსის მიზანია მონაწილეებში ხარისხის მენეჯმენტის ზოგადი პრინციპების ხედვის ჩამოყალიბება შემდეგი მიმართულებებით: ხარისხის სისტემის დიზაინი, დაგეგმვა-კონტროლი, არასტანდარტული სიტუაციების მართვა, რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზი.

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ ხარისხის მართვის ძირითადი კონცეფციები და ცნებები, ასევე ექნებათ პრაქტიკული ცოდნა შემდეგი მიმართულებებით:

  • ხარისხის მართვის ინსტრუმენტების დანერგვა;
  • ხარისხის მართვის ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება;
  • ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებში გარკვევა და მათი ინტეგრირება პრაქტიკაში;
  • ხარისხის მართვაში რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზის მეთოდების გამოყენება;

ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

გაზიარება:
ფასდაკლების მისაღებად გაიარეთ
Loading Facebook Comments ...

Leave A Reply