კრეატიული მარკეტინგი – სახალისო ცხოვრებისეული ისტორია

0

მოხუცი ყიდის საზამთროებს ბაზარში. წინ წარწერა აქვს:

” ერთი საზამთრო – 3 ლარი, 3 საზამთრო – 10 ლარი”.

ჩერდება გამვლელი:

– მოხუცო, კარგად ხარ?! ერთი თუ 3 ლარი ღირს, სამი 10 ლარი როგორ?!

– აი ეგრე გამოდის და…. პასუხობს მოხუცი.

– რა გამოდის ეგრე?! აი, შენ სამი ლარი და მომეცი ერთი საზამთრო.

მოხუცი ართმევს 3 ლარს, აწოდებს საზამთროს.

– აი, კიდევ 3 ლარი და მეორე მომეცი. – აი, კიდევ 3 და…. მესამეც მომაწოდე. ხედავ, მე სამი საზამთრო ვიყიდე, შენ კი 9 ლარი გაქვს 10-ის ნაცვლად, ისწავლე მარკეტინგი! – კმაყოფილია კლიენტი.

მოხუცი მხრებს იჩეჩავს და გულუბრყვილო თვალებით იცქირება.

კლიენტი მიდის.

მოხუცი კმაყოფილი გადათვლის ფულს.

– მოდიან, ჭკუას გარიგებენ, საზამთრო სულ არ უნდათ, სამს ყიდულობენ და კიდევ მე არ ვიცი მარკეტინგი?!

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply