კონფუცის შეგონება ცუდი მთავრობის შესახებ

0

ერთხელ კონფუცი მოწაფეებთან ერთად გზას მიუყვებოდა, როცა საფლავთან ქალი შენიშნა, რომელიც მწარედ ტიროდა. მან ქალს მწუხარების მიზეზი ჰკითხა.

– დიდი უბედურება შემემთხვა, – უპასუხა ქალმა,- ამ ადგილას ვეფხვმა მამამთილი დამიგლიჯა, შემდეგ ქმარი , ახლა კი შვილიც დამეღუპაო.

– კი მაგრამ, რატომ არ გადასახლდით ამ ადგილიდანო? – გაიკვირვა ბრძენკაცმა.

– აქაური მთავრობა, მკაცრი არაა და სამართლიანია ჩვენს მიმართო – უპასუხა ქალმა.

– ხომ ხედავთ, – მიუბრუნდა კონფუცი მოწაფეებს.

– დაიმახსოვრეთ: ცუდი მთავრობა კაციჭამია ვეფხვზე უარესიაო!

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply