კონტრასტები და ასოციაციები

0

გიჩნდება კითხვები, ბევრი კითხვები, არ არის პასუხები, არ ძალგიძს პასუხის გაცემა. ჩნდება უფრო მეტი კითხვა, დგება კასკადი და იწყება ყველაზე დიდი მოვლენა ასოციაციური აზროვნება. არქმევ ან ცდილობ სხვადასხვა მოვლენას დაარქვა სახელი, მოუძებნო შესაბამისი განმარტება, ახსნა, იპოვო მიზეზი, გამოსავალი, რამე შეცვალო, გარდაქმნა და გამოასწორო. ამ გზაზე ბევრჯერ ფერხდები, ჩერდები, ანელებ პროცესებს, სხვადასხვა გაურკვეველ ემოციებში ვარდები.

შედეგად კასკადი უფრო და უფრო იზრდება, თავს არ განებებს, პირიქით უარესი და უარესი შემოტევებით გამოდის, მოითხოვს გაურკვევლ რამეებს შენგან, შეიძლება ფიზიკურ განადგურებამდეც კი მივიდეს საქმე თუ არ დაიწყებ ქმედებას. მაგრამ რა იწვევს ყოველივე ამას? ან ვინ განაპირობებს, ან ვინ იმეტებს ადამიანს ასეთი გზისთვის, ან ვის უნდა, რომ ადამიანმა გაიაროს ეს გზა, იაროს ამ გზით და მივიდეს სად?! იცის ეს ვინმემ, აქვს ამაზე პასუხი თუნდაც ერთ ადამიანს?

ამ კითხვებს სხვადასხვა მეცნიერება, მოძღვრება, რელიგია, მოაზროვნე სრულიად განსხვავებულ პასუხებს სცემს, უძებნის ახსნებს რადიკალურად მრავალფეროვანს. ადამიანი კი ეცნობა და უარესად იკარგება ამ პროცესებში, ეძებს გამოსავალს და პოულობს სად? მხოლოდ საკუთარ თავში და მხოლოდ მასში. ყველაფერზე პასუხი მხოლოდ მანდ შეუძლია იპოვნოს, თუ უნდა პოვნა, რა თქმა უნდა.

გზაზე ხვდება კიდევ ერთი დაბრკოლება, კონტრასტები, რომლებსაც ხედავს ყველგან, ყველასთან და ყველაფერში. კონტრასტია სამყაროში სადაც ცხოვრობს და სადაც უნდა რომ იცხოვროს. კონტრასტია ადამიანებს შორის რომლებიც უყვარს და რომელებიც უნდა რომ უყვარდეს. კონტრასტია იმ ყველაფერს შორის რასაც აკეთებს და რაც უნდა რომ გააკეთოს. კონტრასტია შესაძლებლობებსა და მოთხოვნილებებს შორის. კონტრასტია იმ ადამიანებში, რომლებიც უყვარს და მათთან დაკავშირებით ამბობს, კი მაგრამ გამაგებინე ბოლოს და ბოლოს, როდის ხარ ყალბი და როდის ხარ ნაღდი? ეს კითხვა ვრცელდება ყველაფერზე, ყველასთან და ყოველთვის.

რა ხდება ამ ყველაფრის შედეგად, რას იღებს ადამიანი? განსხვავებულ, გაურკვეველ, ურთიერთგამომრიცხავ ემოციებს, შეგრძნებებს, განცდებს და ვარდება იმისდა მიხედვით თუ რას გაუძლებს განსხვავებულ მდგომარეობებში, ვიღაც ჯარგონი რომ გამოვიყენო ,,ქაჩავს”, ,,თრაქავს” და ვიღაც ვერა, ნებდება, გადის გზას დეპრესიიდან აპათიამდე. მაგრამ ეს ყველაფერი ადამიანზეა დამოკიდებული, ირთვება უამრავი ფაქტორი რა, რატომ, რისთვის, როდის ხდება და მაგის განსჯის და გაკიცხვის უფლება არცერთ მეორე ადამიანს არ აქვს. უბრალოდ არსებობს მხოლოდ ამ გზაზე, თუ რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს იგი, გვერდში დგომის, მხარდაჭერის კულტურა, არა შებრალების, შეცოდებს, თანაგრძნობის ემოციები, ეს ყოველივე უფრო მეტ უმოქმედობასა და აპათიურობას იწვევს, რადგან ადამიანს არ აძლევ საშუალებას, რომ განვითარდეს, იცოცხლოს, ისუნთქოს და საკუთარი თავი იპოვნოს.

ადამიანმა ეს ყველაფერი უნდა დაძლიოს, იპოვნოს გზა, გამოსავალი საკუთარ თავში, პირველ რიგში კი გაიგოს, თუ რაშია საქმე, რადგან თუ არ გაიგო რა აქვს შესაცვლელი, ვერც ვერაფერს შეცვლის, რადგან უბრალოდ ვერ დაინახავს ვერაფერს, მისი თვალები იქნება დახურული და ყურები კი დახშობილი. ამიტომ საჭიროა ჯერ თვალის გახელა, დანახვა, მერე ყურის გახსნა, შემეგ კი უკვე ადამიანის ორი სრულქმნილი ორგანოთაგანი უნდა ჩაებნან საქმეში გონი, ტვინი და გული, მხოლოდ მათზეა ამ მდგომარეობის გამოსწორება დამოკიდებული, ბალანსის აღდგენა და სასურველი მიზნისთვის სწრაფვა. მაგრამ ეს ყველაფერი მიიღწევა აქტივით, აქტივით და კიდევ აქტივით, ქმედებით, ქმედებით და კიდევ ქმედებით.

რატომ ღირს ამ ყველაფრის გაკეთება?

ღირს იმიტომ რომ არ ცხოვრობ ერთი ცხოვრებისთვის და არც გიცხოვრია…

ხარ ადამიანი ან გინდა, რომ იყო…

არ ხარ სხვა, ხარ შენ და გინდა უფრო მეტად იყო შენ…

არსებობენ ადამიანები, რომლებთა გამოც ამბობ, შენი და ჩემი ნათელი მომავლისთვის ვაკეთებ მე ყველაფერს და გავაკეთებ უფრო მეტს…

გაქვს სურვილი მოიყვანო გაზაფხული ყველასთან, ყველგან და ყველაფერში და რაც მთვარია შინაგანი გაზაფხულის მოთხოვნილება არ გასვენებს…

ღირს ამ ყველაფრის გაკეთება, ქმედება, აქტივი, დინამიკა, გარდაქმნა და მეტამორფოზირება სიცოცხლის სიყვარულის სახელით,

საკუთარი თავის სიყვარულის სახელით,

ადამიანის სიყვარულის სახელით,

საკუთარი საქმის სიყვარულის სახელით,

არსებობის და აზროვნების სიყვარულის სახელით…

ავტორი: უცნობია

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply