კონკია – ოცნებიდან რეალობამდე…

0

“გწამდეთ თქვენი ოცნებების და ცისარტყელა ერთხელ თქვენთვისაც გაიშლება ცაზე. არა აქვს მნიშვნელობა, როგორ ძლიერ სწუხს თქვენი გული, თუ არ დაკარგავთ რწმენას, ოცნება რომელიც ასე გწადიათ აუცილებლად ახდება!” – უოლტ დისნეი (კონკია)

ბიბიდი ბაბიდი ბუმ! ჯადოსნური სიტყვებია, ასე არ არის, მაგრამ რაში მდგომარეობს მისი ასეთი სიძლიერე? საქმე იმაშია, რომ ეს იმ სიძლიერის და ჯადოსნობის საბოლოო ფრაზა, რომელსაც მოსდევს კიდევ უფრო დიდ და ძლიერ მხარეს სურვილების ახდენას. დასაწყისში მიხვდით რაზეა საუბარი ალბათ. ეს ჯადოსნური სიტყვები ყველა ბავშვისთვის თუ მოზარდისთვის  საყვარელი ანიმაციური ფილმი “კონკიას” ეკუთვნის. მართლაც და რა არის აქ ჯადოსნური? ცოტა წინ თუ წავიწევთ და კონკიას დილას, თუ გავიხსენებთ იგი იყენებს ზუსტად იმ ხერხებს, რასაც ოცნებების ასრულებამდე მიყავს, სადაც საზეიმოდ გაიჟღერებს ხოლმე ჯადოსნური სიტყვები “ბიბიდი ბაბიდი ბუმ! “წარმატების საიდუმლოს საძიებელი ეს ფორმულა ურყვევია, როგორც ნიუტონის მიზიდულობის კანონი ან უფრო მარტივადაც შეიძლება ითქვას  2X2=4, ან კიდევ ისეთი რამ, რაც, ადამიანისთვის თვალნათელია და ეჭვს არ იწვევს. ახლა კი ცოტას გადაუხვევ იმაზე შორს წავალ, ვიდრე ეს შედევრი შეიქმნებოდა, თუმცაღა არც კონკიას ზღაპარია ახლახან შექმნილი. როცა უფალი თავის მოწაფეებთან ერთად ნავით ზღვაში შევიდა, ამოვარდა ქარიშხალი ნავში მყოფ მოსწავლეებს შეეშინდათ და უფალი გააღვიძეს დასახმარებლად, – გვიშველეო, ხოლო მან კი უპასუხა “რატომ შეშინდით მცირედ მორწმუნენო?” (იხ. მათე 8, 23-27), რას ნიშნავდა ეს საყვედური? იმას რომ რწმენაა თავი და თავი, იმ ჯადოსნური სიტყვების ძირითადი მარცვალი, ჩვენი ოცნებების გარდაუვალად ასრულებისა რწმენით და ოცნების ერთგულებით დაიზარებს ხოლმე “ბიბიდი ბაბდი ბუმ!

კონკია ყოველ დილით იღვიძებდა იმ რწმენით, რომ ერთ დღეს მისი ოცნება ახდებოდა და რეალობის ფრთას შეისხამდა. თუკი დაუკვირდებით ეს მართლაც, რომ ოცნება იყო და არა რეალობა. მის სოციალურ სტატუსს თუ გავიხსენებთ იგი ერთი პატარა დაჩაგრული ობოლო გოგონა ბოროტი დედინაცვლისა და მისი ორი ქალიშვილის მოახლეობა იყო. კიდევ ერთი რამ, რაც მინდა გაგიმხილოთ თქვენ ასევე უნდა წარმოიდგინოთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც შეეფერება ოცნებაში არსებულ ახალ სიტუაციას ახალ გარემოს. გახსოვთ ალბათ კონკია მზად იყო მას ყველაფერი ჰქონდა კარეტა, რომელიც გოგრისგან გადააქციეს ლაქიები, ცხენები… მის ნათლიას დაავიწყდა კონკიას ჩაცმულობა. აბა წარმოიდგინეთ კონკია, რომ მეჯლისზე დახეული კაბით მისულიყო ვინ შეუშვებდა მას სასახლის ეზოშიც კი არამცთუ მეჯლისზე, როგორც კი შესაფერისი კაბით და ფეხსაცმლით შეიმოსა.  იგი იმ სურათის ნაწილი იყო რომელიც მის წარმოსახვაში არსებობდა, იგი მზად იყო ოცნების მისაღებად. ნუ ფიქრობთ პირდაპირი გაგებით, მე ვგულისხმობ თქვენს შინაგან და გარეგან ტრანსფორმაციაზე ოცნებას  და რეალობად წარმოდგენილი მდგომარეობას სჭირდება თქვენი მიღება. თქვენ ჯერ სულით და გულით უნდა მიიღოთ ოცნება და გაამყაროთ რწმენით, შემდეგ ეს რწმენა მოირგოთ ახალი ტანსაცმელივით. ის თქვენი უნდა გახდეს, უნდა იგრძნოთ თავი “დედოფლის კაბაში დედოფლად”,რადგან სამყარო ხედავს თქვენს შეუპოვრობას  და იგი იწყებს თქვენი ოცნების გზადაგზა ნაბი-ნაბიჯ შესრულებას. კონკიას ნათლიამ გამოიყენა ჯადოსნური ჯოხი, ანუ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოქმედებაა.

მოქმედება მთავარი კოპონენტია, თუმცაღა მე მაინც ყველა კომპონენტს თანაბარ მნიშვნელობას ვანიჭებ…. მოქმედება იწყება მისი კეთილი გულიდან იგი არასოდეს არ მძიმდება ბოროტი დედინაცვლის და დების გამო, ამ ადამიანებს არავითარი კავშირი არ აქვთ  მის ოცნებასთან.

აი მიიღეს მოწვევა მეჯლისზე და კონკიამ დაიწყო კაბაზე ზრუნვა. მარტო კაბაზე კი არა ყველა ის ბრძანება შეასრულა, რაც მეჯლისზე წასვლის ნებართვას მიაღებინებდა. ყველაფერი გააკეთა  ამისათვის, მართალია მას კაბა დაუხიეს და ის წამიც დადგა, როდესაც კონკიამ იფიქრა რომ ყველაფერი ფუჭი და ამაო ყოფილა. აქ კი მართლაც დამთავრდა იმ ყველა ნაბიჯის შესრულება და ზუსტადაც კანონზომიერად ქმედებების დასრულების შემდეგ ნათლად ჩანს, რომ აქ ყოველთვის პაუზაა.

მაშ ასე კონკიამ შეასრულა ურყევი რწმენას დამატებული შეგრძნება ოცნებისა და იმოქმედა, აი რა როგორია წარმატების გზა, რომელსაც წარმატების კარების გაღება შეუძლია და ამ კარების ზარი რეკავს ხოლმე “ბიბიდი ბაბიდი ბუმ!”და კარებიც იღება საოცნებო ბედნიერებასთან  შესახვედრად.

P.S. რატომღაც ყველას ეგონა, რომ კონკიას წარმატების საიდუმლო მის სიღარიბეში და დაჩაგრულობაში და ობლობაში იდო… არავითარ შემთხვევაში იგი უმდიდრეს შინაგან სამყაროს ფლობდა ზუსტად ამ სიმდიდრემ მიიყვანა ის სასახლეში.

გაზიარება:
Loading Facebook Comments ...

Leave A Reply