კლაივ ლუისი სიყვარულის შესახებ

0

“ადამიანებს წიგნებიდან ხშირად რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ტრფობა მთელი სიცოცხლე გაჰყვებათ, თუკი გულისსწორის შერჩევაში არ შეცდებიან. აქედან გამომდინარე, თუ ეს არ მოხდა, ფიქრობენ, რომ არჩევანში შეცდნენ და პარტნიორის გამოცვლა სჭირდებათ. ვერ კი შეუგვნიათ, რომ ახალი ტრფობაც თანდათან ჩაცხრება, ზუსტად ისე, როგორც პირველი. ცხოვრების ამ სფეროშიც, როგორც ყველა სხვაში, თავდაპირველი გზნება ბოლომდე არ გრძელდება. ბიჭს მღელვარება, რასაც პირველი გაფრენისას განიცდის, აღარ შერჩება, როცა ავიაციაშიმივა და მართლა შეუდგება მფრინავის პროფესიის შესწავლას. აღფრთოვანება, რომელსაც თვალწარმტაც ადგილას მოხვედრისას განიცდით, თანდათან გადაგივლით, თუ იქ საცხოვრებლად დაბინავდებით. მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს, რომ მფრინავობა არ ისწავლოთ და ლამაზ ადგილას არ დასახლდეთ? არამც და არამც. ორივე შემთხვევაში, თუ პირველ სტადიას გაივლით, გზნების ჩანაცვლების საკომპენსაციოდ უფრო მშვიდი და მდგრადი ინტერესი დაგეუფლებათ. უფრო მეტიც (სიტყვები არ მყოფნის, თუ რა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამას), მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც მზადაა, გზნების ჩაქრობას შეურიგდეს და გულდინჯ ინტერესს დასჯერდეს, შეუძლია განიცადოს ახალი გზნება, აღტაცება, ოღონდ სხვა რიგისა. კაცი, რომელიც დაეუფლა პილოტის პროფესიას და კარგი პილოტი გახდა, უცებ აღმოაჩენს, რომ ისმენს კოსმოსის მუსიკას. ის კი, თვალწარმტაც ადგილას რომ დასახლდა, ბაღის გაშენებაში ჰპოვებს სიხარულს.

მგონი, ნაწილობრივ ეს ჰქონდა მხედველობაში ქრისტეს, როცა თქვა, ნამდვილად ვერაფერი იცოცხლებს, თუ ჯერ არ მოკვდაო….”

კლაივ ლუისი ; წყარო;

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply